30 ივლისი 2021, 11:33 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მინისტრმა ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. ამ ეტაპზე სისტემაში ინერგება ბილინგვური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება აღმზრდელი პედაგოგების მხარდაჭერას, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აღმზრდელი პედაგოგის უმაღლესი პროფესიული პროგრამის განხორციელება. ამასთან, დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდაც.

მინისტრმა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლის როლი და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სასკოლო კულტურისა და გარემოს განვითარებას. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურსცენტრების გაძლიერებაზე სკოლების მხარდაჭერის პროცესში. მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

მინისტრმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით სკოლებში მოსწავლეთა შეფასებისა ალტერნატიული მოდელების შექმნის აუცილებლობას, ბილინგვური განათლების დანერგვას, ასევე, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შეთავაზებას გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინტენსიურად მიმდინარეობს, ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების თვალსაჩინო მაგალითს სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის დანერგვა წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეულად შეფასების საშუალებას იძლევა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.

ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესი სკოლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის გაძლიერებასა და ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სამინისტრო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს სკოლებში ციფრული სახელმძღვანელოებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კუთხით.

მიხეილ ჩხენკელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მათი ინტერნეტიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174 საჯარო სკოლა, სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. შენება-რეაბილიტაციის პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი და სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება.

პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნასაც შეეხო. ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო კაბინეტებით უზრუნველყოფის პროცესი დაწყებულია, ასევე, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი, რაც განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. უსაფრთხო სასკოლო გარემოს გასაძლიერებლად გაიზრდება მანდატურების რიცხვიც.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. ინტენსიური მუშაობის შედეგად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას ეფექტიანი სისტემის შექმნაზე, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და მყისიერი რეაგირება.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

ყველა სიახლე

უმა თურმანი

22 სექტემბერი 2021, 11:38

კულტურა

უმა თურმანმა 15 წლის ასაკში გაკეთებულ აბორტზე ისაუბრა

ამერიკელმა მსახიობმა უმა თურმანმა განაცხადა, რომ 15 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა. ამის შესახებ მსახიობი Washington Post-ში გამოქვეყნებულ ესეში წერს, რომელშიც ტეხასში აბორტების აკრძალვას აკრიტიკებს.

22 სექტემბერი 2021, 11:31

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს

აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 11:29

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის ერთ-ერთი წარმატებული ნიმუშია „სართიჭალის საშრობი“, რომელიც დღეს გავხსენით

საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსის შპს „სართიჭალის საშრობი“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 3,000,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9,000 ტონა მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2021, 11:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობამ“ ქვეყანა სადისტურად მართა და ახლა არ გააჩნია რესურსი, რომ ეს სადიზმი გაიმეოროს

ნებისმიერი დესტაბილიზაცია აწყობს მას, ვინც განწირულია წაგებისთვის. ესაა ოპოზიცია, „ნაცმოძრაობა“, რომელმაც თავის დროზე მართა ქვეყანა სადისტურად და ახლა არ გააჩნია რესურსი, რომ ეს სადიზმი გაიმეოროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

22 სექტემბერი 2021, 11:26

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: დესტაბილიზაცია და ხელოვნურად კონფლიქტის წარმოშობა არის ის, რაც ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად სჭირდება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, მათმა ოპონენტებმა კარგად იციან, რომ თვითმართველობის არჩევნებს აგებენ, ამიტომ მათ ნებისმიერი დესტაბილიზაცია აწყობთ. ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ხელოვნურად გამოწვევა ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას სჭირდება.

ალუდა ღუდუშაური

22 სექტემბერი 2021, 11:22

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: რაც უფრო ახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების 2 ოქტომბერი, მით უფრო ტოქსიკურია მათი ქმედებები

ალუდა ღუდუშაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 2 ოქტომბერი, მით უფრო ტოქსიკურია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 11:18

საზოგადოება

კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციას წარუდგენს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციას წარუდგენს.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს

„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია. ძირითადად, დაკავებულია დესტრუქციით. სამწუხაროა, რომ ის გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, ორ ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვდებ, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და იმ სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში კონკრეტული პროექტებს სახით, ნიკა მელია, მისი ოჯახი და განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებიც მიიღებენ ბენეფიტს“, - განაცხადა კალაძემ.

22 სექტემბერი 2021, 11:02

ეკონომიკა

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან „მეოთხე მუხლის“კონსულტაციები დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან შეთანხმების მეოთხე მუხლის მიხედვით მიმდინარე კონსულტაციები 15 სექტემბერს დაასრულა. წელს ამ კონსულტაციებს ასევე ერთვოდა საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მიგნებების (Financial Sector Assessment Program (FSAP)) განხილვაც.

კორონავირუსზე ტესტირება

22 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.77 %-ს შეადგენს

21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.92%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.

22 სექტემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილზე ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა

„პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სახელით შესანიშნავი სადილი შედგა, სადაც ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. ჩვენი პოლონელი მეგობრების მადლობელი ვარ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

22 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 600 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი კიდევ 2 016 ადამიანს გამოუვლინდა და ჯამში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 600 412-ს მიაღწია.

22 სექტემბერი 2021, 10:46

რეგიონი

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ათობით შეტყობინებაა შესული მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელ ხაზებზე. ზარების სიმრავლის გამო ქალაქში მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზაცია. ბათუმში ამ დრომდე წვიმს.

22 სექტემბერი 2021, 10:45

სპორტი

თეა წულუკიანმა ლაშა გუჯეჯიანს ოლიმპიადაზე ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა

„თეა წულუკიანმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ ძიუდოს ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაზეც ნათლად მეტყველებს წლების განმავლობაში ჩვენი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებები და ტოკიოში ნაჩვენები ისტორიული შედეგები“.

22 სექტემბერი 2021, 10:44

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 708 თბილისში, 301 კახეთში, 130 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 289, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 103, გურია - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 188, კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

მარსელუ კეიროგა

22 სექტემბერი 2021, 10:40

COVID19

აშშ-ში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრს, მარსელუ კეიროგას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 10:40

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.

22 სექტემბერი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 016 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

22 სექტემბერი 2021, 10:36

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას

„შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ჩვენი ავსტრიელი პარტნიორებისა და თავად ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერის სებასტიან კურცის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგში. საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდით დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

22 სექტემბერი 2021, 10:35

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.