imedi.ge /  19 სექტემბერი 2021, 15:04 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ მთელი სამყარო მართონ

მეუფე შიო

მეუფე შიო

თუ ადამიანი გააცნობიერებს, რაოდენ დიდი ღირსებაა, როდესაც ღმერთი თანამუშაკად გხდის თავის შესანიშნავ ვენახში... მაშინ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანების წინაშე. ასეთ შემთხვევაში მრავალი პრობლემა, რომლიც მსოფლიოსა და ჩვენი ერის წინაშე დგას... მოგვარდება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს წმინდა სახარებაში წარმოდგენილია იგავი ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც აღმოჩნდნენ მოღალატენი. უფალი იესო ქრისტე ამ იგავს ეტყვის ისრაელის მთავრებსა და მღვდელმთავრებს. ყველა იგავს აქვს ხოლმე არაერთი განმარტების შრე. ამ იგავის განმარტების პირველი შრე, რა თქმა უნდა, ეს არის ისრაელის ისტორია, მაგრამ ეს არ ეხება მარტო ებრაელ ერს, არამედ ყველა ხალხს, საერთოდ, კაცობრიობას და ყოველ ადამიანს. ეს არის იგავი ღმერთის წინაშე ჩვენს უმადურობაზე იმ სიყვარულის, იმ სასწაულებისა და სიკეთის სანაცვლოდ, რომელთაც უფალი გვიკეთებს ჩვენ და გაუკეთებია ჩვენს გულქვაობაზე, ჩვენს უგრძნობლობაზე, ჩვენს უმადურობაზე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, იმიტომ რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ვიდრე იმაზე, თუ რა უხარია, რა სურს ღმერთს და კიდევ უფრო ნაკლებად ვფიქრობთ მოყვასზე.

ეს მევენახეები უარს ამბობენ, რომ ვენახის პატრონს, ბატონს, მფლობელს, დაუბრუნონ, მისცენ ნაყოფი. ბატონი აგზავნის თავის მსახურებს, რომ ეს ნაყოფი წამოიღონ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს სცემენ, ზოგს ქვით ჩაქოლავენ, ზოგს კლავენ. ბოლოს ბატონი თავის შვილს, თავის ძეს აგზავნის იმ იმედით, რომ შვილის შერცხვებათ, მაგრამ მისი შვილის მოკვდინებასაც გადაწყვეტენ.

აი, ასეთი იგავია. იგავი იმაზეა, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, „გარე შეზღუდა“ ის; შესანიშნავად არის აღწერილი, რომ ზღუდე შემოავლო, საწნახელიც გაამზადა იქ. ეს ზღუდე არის უფლის განგებულება, მისი მფარველობა, მისი მმართველობა. უფალმა ეს სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ის იყოს სამეფო სიყვარულისა, სამეფო სიხარულისა, ურთიერთობისა და რწმენისა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას დაამსგავსეს ადამიანებმა ის. შეიძლება ჩვენს თავსაც მივაწეროთ ეს, რას დავამსგავსეთ აი, ეს კეთილი ვენახი, უფლის მიერ ბოძებული სამყარო რას დაემსგავსა დღეს. ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლე უკვე სახიფათო და საშიში გახდა. იღვრება სისხლი და ადგილი აქვს ისეთ საქციელებს, ისეთ სისასტიკეს, ისეთ არაადამიანობას. აი, ამ ყველაფერზე მოგვითხრობს ეს იგავი, რომ საუკუნეების განმავლობაში უფალი აგზავნიდა თავის მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, პატრიარქებს, იოანე ნათლისმცემელს, წმინდა მამებსა და სხვებს; ისინი გვახსენებდნენ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ ზუსტად, როგორც იგავშია, ზოგი სცემეს, ზოგი ქვით ჩაქოლეს, ზოგს არ დაუჯერეს, ზოგი მოკლეს. ისევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩვენს თავსაც უნდა მივაწეროთ, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ებრაელებზე საუბარი, არამედ ყველაფერი, რაც მოცემული გვაქვს ამ ცხოვრებაში, ეს იქნება მსოფლიო მასშტაბით თუ ერის მასშტაბით, ჩვენი პირადული მასშტაბით, ეს ყველაფერი ამას ეხება; ჩვენი ოჯახიც, ჩვენი შვილებიც, ჩვენი ინტელექტიც, გონებაც, სულიც, გულიც, ყველაფერი ეს არის ის ვენახი, რომელიც უფალმა გვიბოძა და რომლის ნაყოფსაც ელოდება ჩვენგან.

რით ვპასუხობთ ჩვენ? განა მადლიერებით ვპასუხობთ? შეიძლება ზოგჯერ სიტყვიერად რაღაც წამოგვცდეს და ამით შემოვიფარგლებით ხოლმე, იმიტომ, რომ, ვიმეორებ, ადამიანი უმეტესად ფიქრობს იმაზე, რომ თვითონ დაადგინოს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის მისაღები და რა - არა, და არა ის, რასაც მიიჩნევს ასეთად ღმერთი.

შემდეგ უფალი იესო ქრისტე ჰკითხავს თავის მსენელებს, როგორ ფიქრობთ, რას უზამს ეს ვენახის პატრონი ამ ბოროტ მევენახეებს ამ ყველაფრის გამოო. ისინი პასუხობენ: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდენ“, ანუ სიკვდილით დასჯის, დახოცავს მათ, ვენახს კი წაართმევს და მისცემს სხვა მევენახეებსო. შემდეგ თავად უფალი იესო ქრისტე განმარტავს და ამბობს ცნობილ სიტყვებს: „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა“. ანუ ქვაკუთხედ ლოდად იქმნა. თქვენ იცით, რას ნიშნავს ქვაკუთხედი ლოდი. ეს არის ლოდი, კედლებს რომ აერთიანებს საძირკველში, აი, ეს არის თავკიდური ლოდი. „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა

უფალი ასევე ამბობს, რომ ვინც ამ ლოდზე დაეცემა, ის დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ეს ლოდი დეცემა, ის დაიღუპებაო. თავად უფალი განმარტავს ამ იგავს. ვის გულისხმობს ამ ლოდში? - ამ ვენახის პატრონს. ვინ არის ვენახის პატრონი? - თავად უფალი იესო ქრისტე, თავის თავს გულისხმობს, რომ ვინც ამ ლოდს დაეჯახება, ის დაიმსხვრევა, ვისაც ეს დაეცემა, ის დაიღუპებაო. იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ, ყველაფერი, მთელი სამყარო მართონ. ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენია ყველაფერი, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ ბატონ-პარონნი და გვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მუშაკები ვართ, ღმერთის მიერ დადგენილი მუშაკები, როგორც სახლის დროებითი მმართველები. რაც უნდა დიდ თანამდებობას მიაღწიოს ადამიანმა, საეროს თუ საეკლესიოს, არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაინც არის მუშაკი, ღვთისგან დადგენილი და არა ბატონ-პატრონი.

და ის წინასწარმეტყველები, ის წარგზავნილები, რომლებზეც საუბრობს დღეს უფალი, ამას გვახსენებდნენ, რომ შენ არ ხარ ბატონი ამ ყველაფრისა, ეს უნდა გახსოვდეს. ამიტომაც ხოცავდნენ მათ და დღესაც ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება. თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს, რაოდენ დიდი ღირსებაა, როდესაც შენ ხარ არა უბრალოდ მუშაკი, არამედ თანამუშაკად გხდის ღმერთი თავის შესანიშნავ ვენახში, როცა ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ უკვე ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანების წინაშე. ასეთ შემთხვევაში მრავალი პრობლემა, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას, რომლებიც თუნდაც ჩვენი ერის წინაშე დგას და როგორც სიმსივნე, ისეა მოდებული, - ეს ყველაფერი მოგვარდება. თუ ამ აზროვნებას შევიცვლით ჩვენ, ისევე როგორც ეს ნათქვამია დღეს წაკითხულ სახარებაში.

აი, ამაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს უფალი იესო ქრისტე თავისი სახარებით და ჩვენ უნდა დავსვათ ეს შეკითხვები: მე ხომ არ ვარ ის ბოროტი მევენახე, მეც ხომ არ ვარ ის ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც შემოდის იესო ქრისტე, რომ მომთხოვოს ამ ვენახის ნაყოფი, როგორც კეთილი ღვინო? გახსოვთ, უფალი თავად ამბობს საკუთარ თავზე: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“. ვენახს ადარებს თავს, ჩვენ კი უარს ვეუნებით: არა, წადი ჩვენგან, ჩვენი ცხოვრებიდან. ვიშორებთ, უარს ვეუბნებით მას.

აი, ეს კითხვა უნდა დავსვათ დღეს და ასევე შემდეგი შეკითხვა: სად არს ჩვენი მადლიერება ღვთის მიმართ? გამოვხატავ, ვავლენ მე ამ მადლიერებას? მხოლოდ სიტყვით ვავლენ, თუ ჩემი საქმითაც და ჩემი ცხოვრებითაც, ვავლენ თუ არა მე ამ მადლიერებას?

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ შეიძლება ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, როგორც ყოველთვის; მოვინანიოთ, ვცადოთ, ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება, რომ ასეთი კეთილი მევენახეები გავხდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი მადლიერება. რას ნიშნავს მადლიერება? ეს ნიშნავს, რომ სიხარული მიანიჭო ღმერთს, გაახარო შენი ქცევით, შენი აზროვნებით, შენი ცხოვრებით და ასევე გაახარო მოყვასი და გამოვიღოთ კეთილი ნაყოფი იმისგან, რაც დღეს სახარებაში მოვისმინეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

არჩილ ჩიქოვანი

23 ოქტომბერი 2021, 22:31

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: მჯერა, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოში ბათუმის ევროპულ მომავალს ექნება მხარდაჭერა

ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ბათუმის საკრებულო, „ქართული ოცნება“ დაგეგმილ რეფორმებს მაინც განახორციელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე ახლად არჩეული ბათუმის საკრებულოს შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ილაპარაკა.

არჩილ ჩიქოვანი

23 ოქტომბერი 2021, 22:12

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: ჩვენი ხედვა და მოქალაქეების ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ არჩევნების მეორე ტურში ბათუმში აბსოლუტურ მხარდაჭერას მივიღებთ

ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ელექტორატის აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი აქვს. მან „ქრონიკაში“ ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ ვერ დასრულდა პირველივე ტურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

რატი ბრეგაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:57

სამართალი

რატი ბრეგაძე: ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, - მის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერსრატი ბრეგაძემ.

გიორგი კალანდარიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 21:48

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში

ისევე როგორს არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურშიც ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის სათანადო პირობები და უსაფრთხოება. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 21:42

სამართალი

სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო

თბილისში, გლდანში არსებულ სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „imedinews“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს იმუქრებიან გავერთიანდითო - რეალურად არასოდეს ყოფილან ცალ-ცალკე. როგორც არ უნდა გადაეწყონ, კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუგებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ვერ დაამარცხებს. მისი თქმით ოპოზიციის კოალიციამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და დაგეგმილ შედეგზე ვერ გავიდა. ანალოგიური მოლოდინია ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც კოალიციური „ჩრდილოვანი მთავრობა“ წარადგინა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

თამთა მეგრელიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აქციის მიზანი - მიHას დასახსნელად ბოლო გაბრძოლებაა ბათუმში, რაოდენობა - 500 კაცი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი facebook გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობაა.

გია გაბრიჭიძე

23 ოქტომბერი 2021, 21:00

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ვხედავთ რამდენი ხართ, პირველ-მეორეზე რომ გაითვალონ, მაქსიმუმ 500 ადამიანი

ვერ გაიმარჯვებთ ვერანაირად. ერთი შანსიც არ არის და თუ რატომ, ძალიან მარტივია - საქართველოს მოსახლეობას სურს სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოდ ცხოვრება და ნორმალური, ღირსეული მომავალი, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციას და აქვეყნებს ფოტოსურათს სადაც ადამიანების მცირე რაოდენობაა.

დავით ქართველიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 20:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რაც დღეს ბათუმში ხდებოდა - 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზებაა

ის, რაც ხდებოდა დღეს ბათუმში - ეს არაა თავდადება, ეს არაა რევოლუციური განწყობა. ეს არის 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზება აჭარის უკლებლივ ყველა რაიონიდან, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 20:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ყველამ იცის რისი გაკეთება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში თუნდაც მუნიციპალიტეტების დონეზე

როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვება საქმის კეთებისა და განვითარების წინაპირობა კი არა, რაღაც პროცესის დაწყების წინაპირობა იქნება, ყველამ ვიცით ეს რაღაც პროცესი რა არის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ გენეტიკური კოდი არეულობასა და დესტაბილიზაციაზეა მიმართული, თუ სადმე თავისი კანდიდატი გაიყვანეს, პოლიტიკური საბოტაჟის საფრთხე რეალურია

„ნაციონალურ მოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თუ სადმე თავისი კანდიდატის გაყვანის საშუალება მიეცა, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის, პოლიტიკური საბოტაჟისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 ოქტომბერი 2021, 20:09

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა

თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

23 ოქტომბერი 2021, 19:58

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირადად გააცნო

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და სამთავრობო პროგრამის - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ გადაწყვეტილება პირადად გააცნო. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

23 ოქტომბერი 2021, 19:50

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

ბათუმში, კოლონადებთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე“ ჩატარდა. აქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერები -„ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის“ , „თავისუფლება მიშას“.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2021, 18:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა

​​​​​​​კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 785 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 614 ადამიანი ემსხვერპლა.

23 ოქტომბერი 2021, 18:23

მსოფლიო

BBC: ლონდონში, ცხოველების ორჯერ მეტი ქანდაკებაა, ვიდრე - ქალების

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათგან 100 ცხოველს გამოსახავს, 50 ძეგლი კი ქალისაა. ამასთან, BBC ხაზს უსვამს, რომ 50-დან მხოლოდ 3 ქანდაკება ეძღვნება არათეთრკანიან ქალს.

23 ოქტომბერი 2021, 17:52

რეგიონი

„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“თელავის შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს. კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.