Imedi /  19 სექტემბერი 2021, 22:25 / სანდო წყარო

კახა კალაძე: განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა

კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის დროს ნაძალადევის რაიონის პრობლემებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

„პირველ რიგში, მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, რადგან თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დღევანდელ მოცემულობაში უმთავრესია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვებრძოლოთ ამ ვერაგ მტერს ვაქცინაციით, რომლის დამარცხების ერთადერთ გზად სწორედ ვაქცინა რჩება. ჩვენი შეხვედრების ამგვარ ფორმატში გამართვის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ხალხმრავალი შეხვედრები. შეხვედრები ცხადია გრძელდება, თუმცა, აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მაქსიმალურად დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ყველა რაიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, დედაქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.

„მეგობრებო, ხედავთ ალბათ როგორ შეიცვალა ჩვენი ქალაქი, რამდენი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მართლაც მეამაყება ბევრი განხორციელებული პროექტი, მაგრამ განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა, როგორ არის გადავსებული პარკები და სკვერები ყველა ასაკის ადამიანებით. მიხარია, როდესაც ვხედავ ახალგაზრდებს სპორტულ მოედნებზე, სკეიტ პარკებში და დღეს მათ ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ. სწორედ მათი ჯანსაღი მომავალი არის გარანტი ჩვენი ხვალინდელი დღის. ამიტომ, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, გავაკეთეთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, რათა მათ იცხოვრონ ქალაქში, სადაც ბედნიერი იქნებიან. გპირდებით, მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს ვიშრომებთ მათი მომავლისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, მუშაობას კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს, რათა ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„ცხადია, მე არ ვარ ჯადოქარი და არც ჯადოსნური ჯოხი მაქვს, ერთი ხელის აქნევით რომ მოვაგვარო პრობლემები და დავძლიო გამოწვევები, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქალაქში განხორციელებული პროექტები იყოს ყველასთვის თვალშისაცემი და ხელშესახები. ამისთვის მჭირდება პროფესიონალთა გუნდი საკრებულოში და რაც მთავარია, გვჭირდება თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. 2021 წლის არჩევნები თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის არჩევანი დედაქალაქის შეუქცევად განვითარებას, ან სტაგნაციასა და ქაოსს შორის. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და სწორედ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა ხვალინდელ თბილისზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც ამავე რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა.

ყველა სიახლე

ირაკლი ხმალაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე მელიაზე: არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს, საარჩევნო მიზნებისთვის ეს მათი შეცდომაში შეყვანა

არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ მოტყუება ქალაქელების, ამომრჩევლების და საარჩევნო მიზნებისთვის მათი შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2021, 21:49

ტაბლოიდი

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არის უბრალო ბათუმელი ბიჭი

„ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ჩემს ქალაქს ფიზიკური თანადგომა, მე იქ არ ვიყავი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, - ამბობს კანდიდატი.

24 ოქტომბერი 2021, 21:29

რეგიონი

მეორედ დევნილების ცხოვრება - რეპორტაჟი სოფელ ფოცხოეწერიდან

2010 წლის ზაფხულში ე.წ ზაკვოს, გამომცემლობა „სამშობლოსა“ და ისნის ჰოსპიტლის შენობებიდან აფხაზეთიდან დევნილი 80 ოჯახი იძულებით, პოლიციის ძალით გამოასახლეს. ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს და სამეგრელოსკენ წაიყვანეს. მათგან 18 ოჯახი, ზუგდიდიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სოფელ ფოცხოეწერში ჩაასახლეს.

24 ოქტომბერი 2021, 21:27

პოლიტიკა

რას ჰყვებიან „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები

„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულ ბიზნესმენებს შეხვდა. მათ გაიხსენეს როგორ სძალავდა მმართველი გუნდი თანხებსა და ქონებას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კონკრეტული მტკიცებულებებით, ქვეყნის ძალოვან უწყებებს ქონების დაბრუნების მოთხოვნით 700-მდე ბიზნესმენმა მიმართა.

24 ოქტომბერი 2021, 21:16

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 (ML) მაგნიტუდა იყო.

 მამა ლონგინოზი (სუარიშვილი)

24 ოქტომბერი 2021, 21:12

საზოგადოება

მამა ლონგინოზი (სუარიშვილი) გვარამიაზე: თავად მოახდინეს ქადაგების ასეთი ინტერპრეტირება, მეუფე შიოს ქადაგებაში რომელიმე კონკრეტული პიროვნება ან რომელიმე კონკრეტული პარტია არ მოიაზრებოდა

აღნიშნულის მიზეზი მეუფის 17 ოქტომბრის ქადაგება გახდა. საკვირაო წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა კაცთმოყვარეობაზე ისაუბრა. ქადაგება შეეხო შენდობის ქრისტიანულ წესსაც. პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს საკვირაო ქადაგებისას არ უხსენებია არც მსჯავრდადებული და ბრალდებული სააკაშვილი, არც მისი პარტია და არც მათთან დაახლოებული ადამიანები. თუმცა, ქადაგებაში ნახსენებ ბოროტებზე, გვარამიას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდა.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:10

სამართალი

იუსტიციის მინისტრი: კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა

„კონსილიუმის წევრებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული გადაყვანილი... კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით... ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას იტყვიან და მერე არ ასრულებენ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, რაც ვთქვით, მთელი ამ პროცესის დაწყებიდან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ლედი აფრასიძე

24 ოქტომბერი 2021, 21:00

საზოგადოება

ლედი აფრასიძე 2004 წლის სპეცოპერაციაზე: ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ველოდებით როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს

„გადავრჩით ფიზიკურად, მაგრამ გაგვანადგურეს სულიერად და მორალურად, მაშინ როცა თვალწინ ჩაგვიხოცეს ოჯახის წევრები. ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ დაიწვა ცეცხლწაკიდებულ სახლში ბაბუაჩემი და როგორ ჩაცხრილეს ხელბორკილდადებული ბიძაჩემი. ჩვენი ოჯახი დღემდე მოთმინებით ელოდება თუ როდის წაუყენებენ ბრალს სააკაშვილს და ბარამიძეს - იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელები“, - განაცხადა აფრასიძემ.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:39

სამართალი

რატი ბრეგაძე: როგორც ექიმები გვეუბნებიან, #18 დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, იმისთვის რომ მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურა არის სრულად მოწესრიგებული იმისთვის რომ მიიღოს პაციენტი და მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რომელსაც ბატონი გვარამიას განცხადება შეიცავდა, ბუნებრივია, ეს გადამოწმდება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ გავიგოთ სიმართლე. აუცილებლად გავიგებთ და მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:33

სამართალი

რატი ბრეგაძე: ასე ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, მათ ღირსებას და დღეს ისინი ჩვენ გელაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე

უნდა შევახსენოთ საზოგადოებას და ყოველთვის შევახსენებთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული ქრონიკა; რომელმაც ძალით ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

რატი ბრეგაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:25

სამართალი

რატი ბრეგაძე: იმედი მაქვს ბატონი გვარამია უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა

„ბატონი გვარამიას განცხადებას რაც შეეხება, ჰქონდათ მის ადვოკატთან კომუნიკაცია გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ ხვალ გაიმართება შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც გააკეთა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დავით მაღრაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:05

საზოგადოება

პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, დღეს დავით მაღრაძის წიგნის - „ბარაქიანი მიწის“ ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

,,დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმოსური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“, - აღნიშნულია ვერონიკა ბერგენის რეცენზიაში.

მამუკა წოწერია

24 ოქტომბერი 2021, 19:32

რეგიონი

მამუკა წოწერია: მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება

მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, ანზორ მელიას მოუწოდა, რეალურად შეაფასოს ზუგდიდში არსებული ვითარება. წოწერიას აღნიშნა, რომ მის კონკურენტს სათანადო საარჩევნო კამპანიაც არ უწარმოებია.

24 ოქტომბერი 2021, 19:12

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლევან ანდრიაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:36

პოლიტიკა

ლევან ანდრიაშვილი: 30 ოქტომბერს ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას

ზუსტად ვიცით, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

24 ოქტომბერი 2021, 18:31

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თელავში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, უმრავლესობის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.

24 ოქტომბერი 2021, 18:11

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე

გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. აი, ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გივი სიხარულიძე

24 ოქტომბერი 2021, 18:06

რეგიონი

გივი სიხარულიძე: იოსებ ხახალეიშვილი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, ვაჟკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში

„მე არც „ოცნების“ წევრი ვარ, არც „ნაციონალების“, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვარ „ოცნების“ მხარეს, რადგან აქ ქართული სული ტრიალებს. ქართველი ერის მიმართ სიყვარულია. მე არაფერი ლიბერალური არ მომწონს. ახლა მერად რომ ირჩევენ, ახალგაზრდა ბიჭია, იოსებ ხახალეიშვილი, მომწონს იმით, რომ ვიცი, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ვიცი, რომ ვაჟკაცია, ვიცი, რომ კაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში", - განაცხადა სიხარულიძემ.