imedi.ge /  27 სექტემბერი 2021, 15:12 / სანდო წყარო

მეუფე შიო: სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ

მეუფე შიო

მეუფე შიო

სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ვატარებთ ჯვარს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენს გულში გვქონდეს, ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო და ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დღესასწაული, რომელიც იწოდება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გილოცავთ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღევანდელი დღე უკავშირდება წმინდა მოციქულთასწორ ელენე დედოფალს და მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდს, იმპერატორს, რომლებმაც ქრისტიანებზე დევნის დასასრულის შემდეგ განიზრახეს, მოეძიებინათ ის ჯვარი, რომელზეც ჯვარცმული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე და აღასრულეს კიდეც ეს დიდი საქმე. თქვენ გახსოვთ, რამდენი სასწაული მოხდა მაშინ: აღდგა მკვდარი, რომელსაც შეახეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შემდეგ ჯვარი საზეიმოდ აღიმართა პატრიარქის მიერ და იმ დღიდან დაწესდა ასეთი შესანიშნავი დღესასწაული. თქვენ ასევე იცით, რომ შემდეგ იმ ადგილას, იერუსალიმში, აშენდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დიდებული ტაძარი. აი, ასეთი დღესასწაულია დღეს.

პატიოსან ჯვართან მიახლებისას ასე მივმართავთ მას: „გვაცხოვნენ ჩვენ, უძლეველო ღვთაებრივო ძალაო პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო“. ასევე ვამბობთ: „გიხაროდენ, პატიოსანო ჯვარო, ეკლესიის ზღუდეო, კარო სამოთხისაო, საჭურველო უძლეველო, მორწმუნეთა სასოებაო, სნეულთა მკურნალო, მკვდათა აღდგინებაო“. წარმოიდგინეთ, როგორი სიტყვებით მივმართავთ ჯვარს, როგორც ცოცხალ არსებას, აი, ისე მივმართავთ და გვეხმარება ეს ძალა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, როდესაც გვიჭირს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც არის რთული გარემოებები, ჩვენ მას მივმართავთ და ჯვრის ძალა გვიმსუბუქებს ჩვენს ცხოვრებას, მწუხარებანი განქარდება და ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში იკურთხება ჯვრის გამოსახვით, ჯვრის ძალითა და მადლით.

მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც მივმართავთ ჯვარს, როგორც ცოცხალს, როდესაც თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც ცოცხალ არსებას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხესა და ფიცარს ვეთაყვანებით, არამედ - ჯვრის ძალას, ეს არის მნიშვნელოვანი. იმ ძალასა და საიდუმლოებას, რომელიც გამოვლინდა ცხოველსმყოფელი ჯვრის მიერ. აი, ამ ძალას.

რა არის ეს ძალა? რა არის ეს მადლი? ეს არის გამოვლინება ღმერთის თავგანწირული სიყვარულისა, იმ სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შექმნა სამყარო, რომლითაც შექმნა ადამიანი, რომელი სიყვარულითაც იგი განკაცდა, ჯვარს ეცვა, გადაგვარჩინა და გვაცხოვნა ჩვენ. აი, ამ სიყვარულს ვცემთ თაყვანს, როდესაც მას მივმართავთ, როგორც ცოცხალს. ანუ თავგანწირულ სიყვარულს თავად ღმერთისა, ძე ღმერთისა და ყოვლადწმინდა სამებისა. აი, ეს არის ის საიდუმლოება, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, ძვირფასო ძმებო და დებო.

ჩვენ ყველას გვაქვს გულსაკიდი ჯვრები, სხეულზე ვატარებთ ჯვრებს, მაგრამ აუცილებელია, მთავარია, რომ ჩვენს გულში გვქონდეს, ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელ გზასაც ჯვარი გვიჩვენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის თავგანწირული სიყვარულის გზა ღმერთისა და მოყვასისადმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სწორედ ამ თავგანწირვისა, უფრო ხშირად გვეშინია, ვერიდებით და გვავიწყდება, რომ სწორედ ამ თავგანწირულ სიყვარულში არის გზა და ეს თავგანწირული სიყვარულია მიმყვანებელი ყოველგვარი სიკეთისადმი, ბედნიერებისადმი, კეთილდღეობისადმი, ნეტარებისადმი, სიტკბოებისადმი, ყოველი სიკეთისა და სიხარულისადმი. დღეს გვავიწყდება, რომ როგორც სვიმონ კვირინელმა ზიდა ქრისტეს ჯვარი, ჩვენც, ჩვენი ჯვრის აღებისას, სვიმონ კვირინელის მსგავსად ქრისტეს ჯვარს ვეზიდებით და ეს ჯვარი ხდება სიხარულის მომტანი. წმინდა მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა, რომ „ჯვარი შენი, ცხოვრებისეული, უნდა აქციო ქრისტეს ჯვრად“. მაშინ ის გადაიქცევა დიდ სიხარულად. ჩვენ გვავიწყდება, რომ სადაც არის ჯვარი ქრისტესი, სადაც არის მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ და თავად ნეტარებაც, როგორც ამ მიწიერ, ასევე ზეციურ ცხოვრებაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

დღეს, როდესაც მივეახლებით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ მას, შეგვეწიოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გზაზე, რომ დაემკვიდროს ჩვენს გულში, ძალა ჯვრისა დაგვეხმაროს, ამ გზით ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს, ჩვენ დღეს ვამბობთ ამას, ჩვენ გვინდა, ქრისტეს გზით ვიაროთ, რაც არის ღვთისა და მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარული.

აი, ამაზეა დღევანდელი დღე და ვევედროთ წმინდა ჯვარს საგალობლის დიდებული სიტყვებით: „ჰოი, დიდებულო ღვთაებრივო ძალაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისაო, ნუ დამიტევებ ჩვენ ცოდვილთა, ამინ“.

დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინიდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“.

აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ერთად გამოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე არასოდეს დაშლილან, თუმცა კახა კალაძეს ემუქრებოდნენ გავერთიანდითო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ვერ დაამარცხებს. მისი თქმით ოპოზიციის კოალიციამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და დაგეგმილ შედეგზე ვერ გავიდა. ანალოგიური მოლოდინია ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც კოალიციური „ჩრდილოვანი მთავრობა“ წარადგინა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

თამთა მეგრელიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აქციის მიზანი - მიHას დასახსნელად ბოლო გაბრძოლებაა ბათუმში, რაოდენობა - 500 კაცი

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი facebook გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობაა.

გია გაბრიჭიძე

23 ოქტომბერი 2021, 21:00

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ვხედავთ რამდენი ხართ, პირველ-მეორეზე რომ გაითვალონ, მაქსიმუმ 500 ადამიანი

ვერ გაიმარჯვებთ ვერანაირად. ერთი შანსიც არ არის და თუ რატომ, ძალიან მარტივია - საქართველოს მოსახლეობას სურს სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოდ ცხოვრება და ნორმალური, ღირსეული მომავალი, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციას და აქვეყნებს ფოტოსურათს სადაც ადამიანების მცირე რაოდენობაა.

დავით ქართველიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 20:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რაც დღეს ბათუმში ხდებოდა - 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზებაა

ის, რაც ხდებოდა დღეს ბათუმში - ეს არაა თავდადება, ეს არაა რევოლუციური განწყობა. ეს არის 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზება აჭარის უკლებლივ ყველა რაიონიდან, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 20:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ყველამ იცის რისი გაკეთება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში თუნდაც მუნიციპალიტეტების დონეზე

როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვება საქმის კეთებისა და განვითარების წინაპირობა კი არა, რაღაც პროცესის დაწყების წინაპირობა იქნება, ყველამ ვიცით ეს რაღაც პროცესი რა არის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

23 ოქტომბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ გენეტიკური კოდი არეულობასა და დესტაბილიზაციაზეა მიმართული, თუ სადმე თავისი კანდიდატი გაიყვანეს, პოლიტიკური საბოტაჟის საფრთხე რეალურია

„ნაციონალურ მოძრაობას“თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თუ სადმე თავისი კანდიდატის გაყვანის საშუალება მიეცა, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის, პოლიტიკური საბოტაჟისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 ოქტომბერი 2021, 20:09

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა

თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

23 ოქტომბერი 2021, 19:58

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირადად გააცნო

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და სამთავრობო პროგრამის - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ გადაწყვეტილება პირადად გააცნო. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

23 ოქტომბერი 2021, 19:50

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

ბათუმში, კოლონადებთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე“ ჩატარდა. აქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერები -„ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის“ , „თავისუფლება მიშას“.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2021, 18:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა

​​​​​​​კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 785 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 614 ადამიანი ემსხვერპლა.

23 ოქტომბერი 2021, 18:23

მსოფლიო

BBC: ლონდონში, ცხოველების ორჯერ მეტი ქანდაკებაა, ვიდრე - ქალების

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათგან 100 ცხოველს გამოსახავს, 50 ძეგლი კი ქალისაა. ამასთან, BBC ხაზს უსვამს, რომ 50-დან მხოლოდ 3 ქანდაკება ეძღვნება არათეთრკანიან ქალს.

23 ოქტომბერი 2021, 17:52

რეგიონი

„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“თელავის შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს. კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.

გრიგოლ ვაშაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა: წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ

„მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ტიტე აროშიძე

23 ოქტომბერი 2021, 17:04

რეგიონი

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ განაცხადა. ის დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ, თითქოს, აქციას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მედიას, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ჩვენს ტურს, ჩვენს ვიზიტებს, შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.