imedi /  12 ოქტომბერი 2021, 14:39 / სანდო წყარო

BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში ტრენერებისა და სხვადასხვა მოწვეული ექსპერტის ჩართულობით საპილოტე ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს

მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი 2021 წლის ივლისში ოფიციალურად გაიხსნა და ამ დღის შემდეგ აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეობის სფეროში სიახლეების დანერგვისა და განხორციელებისთვის. მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი (შემდეგში როგორც Bagebee-ის ცენტრი) აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში People in Need საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორასა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით. (მისამართი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63, გერმანული სკოლის გვერდით, მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი.)

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ბაგების მეფუტკრეობის ცენტრისთვის 3 სხვადასხვა დონის მოდული შეიქმნა. ეს მოდულები განკუთვნილია სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მეფუტკრეებისთვის რომ შეძლონ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკის გაღრმავება და მეფუტკრეობის დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ამჟამად, 8-12 ოქტომბერს, BageBee-ის მეფუტკრეობის ცენტრში მიმდინარეობს საპილოტე ტრენინგ-კურსი BageBee-ის ტრენერებისა და სხვადასხვა მოწვეული ექსპერტის ჩართულობით. ტრენინგში მონაწილე მეფუტკრეებს აქვთ საშუალება გაეცნონ შემდეგ თემებს: ექსპორტი და რეგულაციები; სურსათის უვნებლობის სტანდარტები; ფუტკრის პროდუქტები: ფუტკრის რძისა და შხამის წარმოება, ფუტკრის მტვრისა და ჭეოს აღება თაფლის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტების წარმოება. ტრენინგ-კურსის განმავლობაში, მონაწილეებს აქვთ საშუალება სიღრმისეულად შეეხონ ტრენინგის თითოეულ თემას, დისკუსიის ფორმატში მიიღონ მონაწილეობა და გაიზიარონ არსებული საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება.

BageBee-ის ცენტრში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა, აპითერაპიის კაბინეტი; ფუტკრის შხამის მიღების და ფუტკრის რძის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები აძლევს ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი ბაზალეთში მდებარე ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობაში. მონაწილეებმა აქ განახორციელეს მეურნეობაზე დაკვირვება, ფუტკრის რძესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა.

მეფუტკრეებისათვის საპილოტე ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გამიზნულია მსგავსი ტრენინგ-კურსის ჩატარება უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის. მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ სპეციალური აპლიკაციით, რომელიც გავრცელდება ორგანიზაცია People in Need-ისა და BageBee-ის მეფუტკრეობის ფეისბუკგვერდების საშუალებით.

ყველა სიახლე

მარინა ენდელაძე

20 ოქტომბერი 2021, 10:30

COVID19

მარინა ენდელაძე: კოვიდის წინა ტალღებზე უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა - ეს ვაქცინაციის შედეგია

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე, ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

20 ოქტომბერი 2021, 10:28

ტექნოლოგიები

The Verge: Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს

The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

20 ოქტომბერი 2021, 10:27

სპორტი

Australian Open-ის მონაწილე ყველა ჩოგბურთელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი

Australian Open-ის მონაწილე ყველა ჩოგბურთელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ამის შესახებ ავსტრალიის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და კულტურული მრავალფეროვნების მინისტრმა, ალექს ჰოუკმა განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

20 ოქტომბერი 2021, 10:21

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე: ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს

როდესაც მე ვესაუბრე „ქართულ ოცნებას“, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 10:00

მსოფლიო

სირიის დედაქალაქში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2021, 09:44

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, რომ რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა „ფეიკ ნიუსია“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს - ე.წ. ფეიკ ნიუსს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა. „იმედინიუსი“ განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

20 ოქტომბერი 2021, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2021, 09:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 ოქტომბერი 2021, 08:59

მსოფლიო

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო განგაშის მე-3 დონე გამოცხადდა

იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას Reuters იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

20 ოქტომბერი 2021, 08:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე: ერთადერთი მიზანი ამ ფარსისა, შეიძლება იყოს ფორმატის აღდგენა, რომელიც შალვა ნათელაშვილის გარშემო იყო გაერთიანებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ინიციატივას ფარსს უწოდებს. მისი თქმით, ამ ფარსის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს იმ ფორმატის აღდგენა, რომელიც შალვა ნათელაშვილის გარშემო იყო გაერთიანებული.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ოქტომბერი 2021, 08:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ კავშირშია კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებასთან

„როგორაა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, როცა მის მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეებია და უკვე გადაწყვეტილებაა დამდგარი?! არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ უკავშირდება მის მიერ კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

20 ოქტომბერი 2021, 08:18

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში შეწყვეტს ცირკულაციას COVID 19-ის ვირუსი

COVID 19-ის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქვეყანაში კიდევ 800 000 ორჯერ აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 08:11

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. თუმცა ამ შემთხვევაშიც „ენერგო-პრო ჯორჯიის“ თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს დენის მიწოდება აღუდგა.

ხავიერ კოლომინა

20 ოქტომბერი 2021, 08:06

პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

20 ოქტომბერი 2021, 00:52

კულტურა

ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year გამარჯვებულები დასახელდნენ📷ფოტოგალერეა

ლონდონში ბრიტანეთის სამეფო მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year („ამინდის წლის ფოტოგრაფი“) გამარჯვებულები დასახელა. წელს კონკურსში 114 ქვეყნიდან 3 300-ზე მეტი ფოტოგრაფი მონაწილეობდა.

ჭინჭრის ჯინსები

20 ოქტომბერი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ბრენდმა Pangaia ჭინჭრისგან დამზადებული ჯინსების კოლექცია გამოუშვა

ახალი ქსოვილი ჰიმალაური ველური ჭინჭრისა და ორგანული ბამბისგან არის დამზადებული. ქსოვილის შეცვლის მიზანი პლანეტის ეკოლოგიაზე ზრუნვაა. საქმე იმაშია, რომ ჭინჭრის წარმოებას, ბამბის წარმოებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. ამასთან, მცენარე ბევრ წყალს არც ზრდის პროცესში ითხოვს.

20 ოქტომბერი 2021, 00:15

კულტურა

BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა

HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“, რომელიც 2002 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალად დაასახელა. 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

19 ოქტომბერი 2021, 23:54

ტექნოლოგიები

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს🌕

დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.

ხავიერ კოლომინა

19 ოქტომბერი 2021, 23:51

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ნინო ლომჯარია

19 ოქტომბერი 2021, 23:35

სამართალი

ნინო ლომჯარია: ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული

„ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ, ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა, ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს. ამიტომ, ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.