imedi /  15 ოქტომბერი 2021, 08:02 / სანდო წყარო

პრეზიდენტი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილის პრესამსახურის ცნობით, საქართველო მხარს უჭერს ეფექტიანი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კანონდებლობითი, ადმინისტრაციული, ინსიტიტუციური მექანიზმების განვითარების მიმართულებით.

პრეზიდენტმა მომავალ წელს საქპატენტსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად მომავალ წელს ორგანიზაციის ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქართველოში მიიწვია.

,,დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად ღირსეული და მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან, რომელიც იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას.ზოგჯერ ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ძალიან ტექნიკურ და იურიდიულ ორგანიზაციას, რომელიც გვაძლევს მიმართულებას ახალი კანონმდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ორგანიზაცია ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ იურიდიული ასპექტი, რამეთუ, ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ღვინის ექსპორტია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება საზღვარგარეთ, რომ ექსპორტის გაადვილდეს. ამისთვის ჩვენ ამ დარგში მეტი ექსპერტი გვჭირდება.

ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უნივერსიტეტებს შორის განახლდეს პროგრამები და შეიქმნას ახალი მაგისტრატურის საერთო პროგრამა. ყველა ამ კუთხით ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ახალგაზრდებს, ქალებს და პატარა და საშუალო ბიზნესს, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს უფრო დაცული და ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ.

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს ამ ორგანიზაციის სიმპოზიუმს და კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ ყველა იმ შესაძლებლობებს, რაც ამ კუთხით არსებობს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ორგანიზაცია მზადაა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროებში და განავითაროს სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

09 დეკემბერი 2021, 11:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს აქვს აშშ-ს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ნაბიჯები მომავალში ქმედით დახმარებად გადაიქცევა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:47

საზოგადოება

კახა კალაძე: დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

09 დეკემბერი 2021, 11:36

საზოგადოება

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:28

საზოგადოება

კახა კალაძე: შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება

„შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თამარ არჩუაძე

09 დეკემბერი 2021, 11:27

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

09 დეკემბერი 2021, 11:17

თემა

მსოფლიო „ომიკრონით“ გამოწვეულ პირველ დანაკარგს ითვლის. კორონავირუსის ახალმა შტამმა ეკონომიკა უკვე დააზარალა

მსოფლიომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ თითქმის არაფერი იცის და “ომიკრონმა“ ადამიანების კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა. COVID-19-ის ახალმა შტამმა გააქრო შეგრძნება, რომ ყველაზე ცუდი დასრულდა და ამით კოროვირუსული პანდემიის ორი წლის შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესიც შეანელა. რას ნიშნავს ეს და რა ზარალზეა საუბარი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.

09 დეკემბერი 2021, 11:17

COVID19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა.

09 დეკემბერი 2021, 11:15

თავდაცვა

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძის ინიციატივით, გამგეობებსა და თბილისის მერიაში, კვირაში 2 დღე მოქალაქეებთან შეხვედრებს დაეთმობა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე დაუთმონ მოქალაქეებთან შეხვედრას. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება

დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

09 დეკემბერი 2021, 10:58

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საბინ ტიეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

09 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 253 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 დეკემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

09 დეკემბერი 2021, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 660-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 276 478 აცრა გაკეთდა.

09 დეკემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06%-ია

7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 7,06%, ბოლო 14 დღის - 8,22%, ბოლო 7 დღის - 7,91%

09 დეკემბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4145 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

09 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი, რომელიც ბიჭის დაკარგვის დროს, თეთრი იყო

09 დეკემბერი 2021, 10:43

მსოფლიო

აშშ-ში 45 წლის წინ დაკარგული ბიჭის ავტომობილი და, სავარაუდოდ, მისი ძვლები იპოვეს

აშშ-ში 1976 წელს გაუჩინარებული 22 წლის სტუდენტის, კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი იპოვეს. ის სახლიდან, ჯორჯიის შტატიდან, ალაბამაში მდებარე უნივერსიტეტისკენ საკუთარი ავტომობილით, Ford Pinto-თი მიემგზავრებოდა, თუმცა, ამ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. მშობლებმა პოლიციას 1976 წლის 27 იანვარს მიმართეს და ძებნა გამოცხადდა.

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.