imedi /  21 ოქტომბერი 2021, 01:29 / სანდო წყარო

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ

ალექსანდრე გალდავა

ალექსანდრე გალდავა

ვიცით, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე ძალიან მოზომილი პიროვნებაა და სიტყვებს უბრალოდ არ ისვრის. რადგან ის აკეთებს ამ განცხადებას, აქვს უტყუარი ინფორმაცია, - ასე უპასუხა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ბართლომეოს პირველის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გარდა საპატრიარქოს დელეგაციისა, ასევე იქნება თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც ბართლომეოს პირველს სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას სთხოვს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ.

„თქვენს მიერ დასახელებული პიროვნებებისგან დებოში ეკლესიაში ვნახეთ და ვხედავთ ამას. ისინი მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ცილს სწამებენ ეკლესიას, ცუდად განიკითხავენ სამღვდელოებას, ცილისმწამებლურად და ტყუილების მოხმობით და მუდმივად შფოთი შემოაქვთ ეკლესიაში. ეს იყო ჯერ სასულიერო აკადემიაში, სემინარიაში. ასევე, რაღაცნაირად უნდათ დაძაბონ ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ჩვენ საპატრიარქოს შორის. სპეკულირების თემები ძალიან ბევრია, რაღაცა ცეცხლის დანთება უნდათ, შფოთი უნდათ. ბართლომეოსი ძალიან გამოცდილი მღვდელმთავარია, კონსტანტინოპოლის პატრიარქია, დიდი პიროვნება და განათლებული. ბარნოვის დონის პიროვნება არ არის. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2021, 13:37

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ძაღლის ან კატის მიტოვება ადმინისტრაციულად დასჯადი უნდა გახდეს

„ასეთი მუხლი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველის მიტოვებას, მათდამი სასტიკ და უდიერ მოპყრობას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სხვა საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას კონკრეტული დათქმებით, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს საბოლოოდ ამ კანონპროექტის მიღება. მთავარი დათქმა ის არის, რომ კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მიღებაც დაგეგმილია, უნდა ამოქმედდეს ამ ცვლილებებთან ერთად იმისთვის, რომ კანონი აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური“, - განაცხადა იოსელიანმა.

29 ნოემბერი 2021, 13:35

სამართალი

აღმაშენებლის ხეივანში გზის სავალ ნაწილზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა გიგი უგულავა ტერიტორიიდან განარიდეს

სააკაშვილის მხარდამჭერებს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით ჰქონდათ გადაკეტილი. სამართალდამცველებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, დაეტოვებინათ გზის სავალი ნაწილი, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამასთან, პოლიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანეს გიგი უგულავაც, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა და მოძრაობის შეფერხება სურდა.

მიხეილ სააკაშვილი

29 ნოემბერი 2021, 13:15

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი: არ ვაღიარებ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

29 ნოემბერი 2021, 13:06

საზოგადოება

მედიალაბმა „იდეადრომის“ ხუთი გამარჯვებული დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიის “მედიალაბმა” სტარტაპიდეების კონკურსის „იდეადრომის“ 5 გამარჯვებული დააჯილდოვა.

ანრი ოხანაშვილი

29 ნოემბერი 2021, 13:06

პოლიტიკა

ანრი ონახაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: თითოეულ კანონდარღვევას პროპორციული რეაგირება ექნება

„ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ არანაირ ესკალაციას არ შექმნიდნენ არცერთ ინსტიტუციასთან და აკეთებენ საპირისპიროს - ცდილობენ რადიკალიზაციასა და კანონის დარღვევას. თითოეულ კანონდარღვევას ექნება პროპორციული რეაგირება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

რატი იონათამიშვილი

29 ნოემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ერთადერთი შედეგი, რაც პროვოკაციებით დგება, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს იყენებს, რათა პროვოკაციები მოაწყოს. თუმცა, ამ პროვოკაციებით ერთადერთი შედეგი რაც მაათთვის დგება, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებზე განუცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:56

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი მობილიზებულია გარკვეული ფულის სანაცვლოდ, რაც, კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილის სირცხვილი და პოლიტიკური იმიჯის დასამარების ტოლფასია

„მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოსთან, არამშვიდობიანი პროტესტი პირველი, ვის უფლებებსაც ლახავს და ვისაც ხელს უშლის, თავად მიხეილ სააკაშვილია“, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქციას.

ალეკო ელისაშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სურთ სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს, ვინაიდან ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ, გასხივებენო

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სააკაშვილს რამე დამართნოდა და რევოლუციის შანსი ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს განცდა მხოლოდ მე არ მქონდა, რადგან მის შვილსაც იგივე განცდა ჰქონდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს ერთი სული ჰქონდა, მომკვდარიყო. მგონი, მარტო მე ვგულშემატკივრობდი, შიმშილობა შეეწყვიტა. ადამიანურად მეცოდებოდა, პოლიტიკურად - არა. უჩხიკინებდნენ და აქეზებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უნდათ, რამე დაემართოს და სააკაშვილის თავს რაღაც დრამატული მოხდეს. ვინაიდან, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ჭამს და მკურნალობს, ახლა უჩხიკინებენ გასხივებენო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალებმა და პროვოკატორებმა, მიუხედავად იმისა დიდის ამბით აცხადებდნენ, რომ აქციებსა და პროვოკაციებს არ მოაწყობდნენ-მაინც მოაწყვეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს და წერს -„ რაც არ უნდა იყვირონ და იწივლონ, კანონი რასაც ითვალისწინებს ის უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია, რადიკალურ დაჯგუფების გადასაწყვეტი იყოს თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება“

29 ნოემბერი 2021, 12:51

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ განიხილა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელიც 150 მლნ ევროს 20 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 5 წელი საშეღავათო პერიოდია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და შეადგენს წლიურ 0,81%-ს.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 ნოემბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: რაც ახლა სასამართლოს შენობასთან ხდება ან მოხდება, პირადად სააკაშვილის და ,,ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობაა

ქაოსს, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში არავინ დაუშვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.

29 ნოემბერი 2021, 12:38

COVID19

G7-ის ჯანდაცვის მინისტრები „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების განსახილველად საგანგებო შეხვედრას გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) ჯანდაცვის მინისტრები „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების განსახილველად საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ედიშერ გვენეტაძე

29 ნოემბერი 2021, 12:36

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ეს ფულის დამრიგებელნი არიან კოლექტიური მეგის ქარდავები!

ნახეთ, როგორ ურიგებენ სასამართლოს ეზოში ფულს ნაცების მიერ მოყვანილ ადამიანებს! - ასე ეხმიანება facebook-ზე ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას.

ლაშა ხუციშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:35

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები წარადგინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ ცვლილებების პროექტი მოამზადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.

ზაალ ანჯაფარიძე

29 ნოემბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სასამართლო სხდომებიდან პირდაპირ ეთერი, მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა ვიდეო გადაღება სხდომათა დარბაზში

„ცნობისთვის, სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სასამართლო სხდომებიდან პირდაპირ ეთერი. უფრო მეტიც, მათ აკრძალეს კამერის შეტანაც კი სხდომაზე. მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა ვიდეო გადაღება სხდომათა დარბაზში“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

29 ნოემბერი 2021, 12:30

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 13 დეკემბერს გაიმართება

პარლამენტში საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ანდრია გვიდიანი

29 ნოემბერი 2021, 12:29

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები

„როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვდნენ დაჟინებით სასამართლოში გადაყვანას?! რატომ ითხოვდნენ შეურაცხადებივით სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას?! რატომ არის მათთვის თვითმიზანი სააკაშვილის მიერ ციხის ტერიტორიის დატოვება?! ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები. ეს მათ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წარმატებით აგრძელებენ ოპოზიციიდანაც“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

დავით ქართველიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სასამართლოსთან მიმდინარეობს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის და არეულობის დაგეგმილი და მიზანმიმართული პროცესები

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება პროცესის დაძაბვა.

თამთა მეგრელიშვილი

29 ნოემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

​თამთა მეგრელიშვილი: კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს

„კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა! სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდე მოიხდის სასჯელს იმ გაუგონარი დანაშაულებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა!“ - წერს მეგრელიშვილი.

29 ნოემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: "ნაცმოძრაობის" რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა, ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას

"ნაცმოძრაობის" რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა და დღეს კიდევ უფრო მძაფრი ფორმით, იმიტომ რომ ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციას.