imedi /  22 ოქტომბერი 2021, 20:40 / სანდო წყარო

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინგანხილვა „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმოხილვა.

ონლაინ განხილვის სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა გახლდათ, ხოლო მოდერატორი - „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.
დისკუსიის მონაწილეებმა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად ქართული დიპლომატიის ამოცანები მრავალმხრივ გაანალიზეს და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, მათ თურქეთის რესპუბლიკის როლსა და მისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი ურყევი მხარდაჭერის პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება.

ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებზე რუსეთის ფედერაციის მზარდ გავლენაზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში აფრიკის კონტინენტზე გააქტიურებულია ყველა გლობალური მოთამაშე, თუმცა საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკის ჭრილში, ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსგავსად არ გამოირჩევა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების სიმტკიცით, მონდომებას არ აკლებს, რომ პოლიტიკური კავშირები ეკონომიკურ ჭრილში გადაიტანოს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ ფართოდ მიმოიხილა ქართული დიპლომატიისთვის არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობა. ელჩმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და დიპლომატების ძალისხმევაზე არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, მის ხელთ არსებული რესურსებით უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ვფიქრობ, ქართველი დიპლომატების მოქმედებები თანმიმდევრული და მყისიერია. მაგალითად, სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდგომ დიპლომატებმა აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ სირიის ოპოზიციურ სპექტრთან, რომლებმაც განცხადებების სახით დაგმეს სირიის მთავრობის გადაწყვეტილება, რაც ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯია და სამომავლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. გამოვყოფდი „საპატიო კონსულის“ ინსტიტუტის პოზიტიურ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.

დისკუსიის შეჯამებისას, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა დღევანდელ რეალობაში ქართველი დიპლომატების ძალისხმევასა და ხელშესახები შედეგების მიღწევის სირთულეებს. „საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მოქმედ ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

იხილეთ დისკუსია სრულად ამ ბმულზე

ყველა სიახლე

გიორგი ხელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ქართული ოპოზიციური პარტიების საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და იგი დეზინფორმაციად შეაფასა.

30 ნოემბერი 2021, 15:19

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა.

30 ნოემბერი 2021, 15:18

პოლიტიკა

ევროკომისიის წინ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დროშები აღმართეს

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ტრიოს სახელმწიფოების პრემიერების ერთობლივი ვიზიტი დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრიო ერთად ხვდება ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს და ევროკომიიის პრეზიდენტებს.

30 ნოემბერი 2021, 15:18

რეგიონი

ბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს წამყვანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები სტუმრობენ. Daily Mail-ის, The Travel Magazine-ის, Trip Reporter-ისა და The Cultural Voyager-ის ჟურნალისტები აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ამზადებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 15:08

საზოგადოება

1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება

1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

30 ნოემბერი 2021, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე

„უფრო მეტსაც გეტყვით და ეს არა მხოლოდ ჩვენი აღქმაა, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის კვლევებით, მათ შორის, ხუთწლიანი პროგნოზით და მოლოდინებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს საქართველოს, ეს უნდა გაიგოთ, ეს უნდა მივიღოთ, მათ შორის საგარეო ვაჭრობაში. ბატონ ჰერმან საბომ თქვა და მივესალმები მის იმ განცხადებას, მეც მაქსიმალურად და ჩვენი გუნდი აქცენტირებული იქნება თანამშრომლობაზე იქ, სადაც დისკუსია იქნება სწორი, ადეკვატური, ჯანსაღი, იდეებზე და ა. შ., ოღონდ ჩასაფრებულის პოზიციიდან ერთმანეთის ხელის გადაგრეხვა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2021, 15:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სულ მალე ვნახავთ, იმ საკრებულოში, რომელშიც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე

„სხვა გადაწყვეტილებებით, სულ მალე ვნახავთ იქ, სადაც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე“,- ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2021, 15:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე კონსენსუსი წარმოუდგენელია

„ასე არ გამოვა - მოდით, ხელი მოვაწეროთ რაღაც შეთანხმებას, რომლის შემდეგაც მაინც რადიკალურ პოზიციაზე დავრჩებით, არაფერს არ შევასრულებთ და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, თან, 100 პროცენტით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 14:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

30 ნოემბერი 2021, 14:58

COVID19

საბერძნეთში, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

საბერძნეთში, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2021, 14:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ სახალხო დამცველი ფუნქციას სწორად შეასრულებს, მადლობას გადავუხდით და ობიექტურები ვიქნებით

„როდესაც სახალხო დამცველი ჩაერთვება იმ ნარატივსა და მესიჯბოქსში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ალაგებს ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩვენ მას გავაკრიტიკებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

30 ნოემბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილს სადიზმის საშუალება არ აქვს და ცრუპენტელობა დარჩა ერთადერთ რესურსად, რასაც ის იყენებს

მიხეილ სააკაშვილს სადიზმის საშუალება არ აქვს და აქედან გამომდინარე, ცრუპენტელობა დარჩა ერთადერთ რესურსად, რასაც ის იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ნანა კაკაბაძე

30 ნოემბერი 2021, 14:50

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო განაცხადი - რაც გავაკეთე, სწორი იყოო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არც თვითონ სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს განცდა, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ის გამოსვლა, რომელიც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, პირდაპირ იყო განაცხადი, რომ დიახაც, რაც გავაკეთე იყო სწორიო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა, ეს ყოფილა ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არაფერს ნანობს.

სოსო რობაქიძე

30 ნოემბერი 2021, 14:50

საზოგადოება

ბუტა რობაქიძის მამა მიხეილ სააკაშვილს: მეგონა, რომ სასამართლოზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი არა შეცდომებზე, არამედ ჩადენილ დანაშაულებზე და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს

„მთავარსარდლის გარეშე, ერთი ჯარისკაცი ვერ დატოვებს ადგილს, სადაც მათი ბაზაა. მე მეგონა, რომ სასამართლოზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი არა შეცდომებზე, არამედ ჩადენილ დანაშაულებზე და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს, ჰიმნის მოსმენისას, მათ, ვინც იმქვეყნად გაისტუმრე, პატივს მაინც სცემდი“, - თქვა სოსო რობაქიძემ.

ბეჟან წაქაძე

30 ნოემბერი 2021, 14:49

პოლიტიკა

პარლამენტმა ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა უკანონო მოპოვების კუთხით, იგი კვლავაც ხდება და , სამწუხაროდ, ადამიანებს იწირავს. მინდა, მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლი ამ მიმართულებით, რათა არ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

30 ნოემბერი 2021, 14:41

COVID19

თიანეთში, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან წიკლაურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად, დაბა თიანეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

ალუდა ღუდუშაური

30 ნოემბერი 2021, 14:35

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილისგან ვერ მოვისმინეთ, რის გამო სცემეს უმოწყალოდ 7 ნოემბერს ჟურნალისტებს, რის გამო გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები

ვერ მოვისმინეთ, 7 ნოემბერს უმოწყალოდ რის გამო სცემეს ჟურნალისტებს, რის გამო გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები და მოუწყვეს პრაქტიკულად ბართლომეს ღამე - როდესაც თავშესაფარს ითხოვდნენ ისინი აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, ამ დროს თურმე ყოფილი პრეზიდენტი ტელევიზიით უყურებდა და როგორც ჩანს, ტკბებოდა ამ სცენით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

30 ნოემბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა 7 ნოემბერს და ყველაფერი ვანო მერაბიშვილს გადააბრალა - შეუძლებელია, სააკაშვილის გარეშე ეს მომხდარიყო

„რას უნდა ველოდოთ მომავალ პროცესებზე?! - ველოდოთ რომ მას არ უნდოდა თვითმფრინავი გაფრენილიყო სუშის ჩამოსატანად ჰოლანდიაში და ამას აძალებდა მისი დაცვის უფროსი, რომ მას არ უნდოდა ჩამოეყვანათ გერმანიიდან მასაჟისტი ომის წაგებიდან ერთ კვირაში და ამას აკეთებდა მისი დაცვის უფროსი. მას არ უნდოდა 18 ათასი დოლარი ყოფილიყო გადახდილი მის სასტუმროში, რომელიც კერძო ვიზიტით იყო ტაილანდში და ამას აკეთებდა მის ნაცვლად მისი დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იაგო ხვიჩია

30 ნოემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სხვისკენ თითის გაშვერა არც მიხეილ სააკაშვილს არგებს და არც ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რადგან არსებობს მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის აღება გიწევს

სხვისკენ თითის გაშვერა არც მიხეილ სააკაშვილს არგებს და არც ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რადგან არსებობს მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის აღება გიწევს - ეს ყველაზე სწორი გამოსავალია და არიდების მცდელობა სერიოზულად არ გამოიყურება, - ამის შესახებ საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი 2021, 14:31

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გუშინ სააკაშვილმა გვაჩვენა, რომ არანაირი მეტამორფოზა არ განუცდია, საკუთარი მმართველობიდან არანაირი დასკვნა არ გამოუტანია და არანაირი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცებზე, რაც ჩადენილი აქვს

„მოქალაქეების“ ლიდერის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დანასაულების სხვებისთვის გადაბრალება ექსპრეზიდენტის ჩვეული წესია.