imedi /  03 ნოემბერი 2021, 12:27 / სანდო წყარო

სკეიტპარკი - სივრცე, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ცვლის

თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, - დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე სკეიტმოედნები ფუნქციონირებს. დღეს ეს სკეიტპარკები სკეიტერებს ვეღარ იტევს. ორივე პროექტი, თბილისის მერიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია „ენსისიმ“ შეასრულა. მათზე სასაუბროდ „ენსისის“ გუნდს ვესაუბრეთ.

„დედაენის ბაღში სკეიტმოედნის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დავიწყეთ, ბევრი სირთულის მიუხედავად, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შევძელით 4 თვეში დაგვესრულებინა რეგიონული მასშტაბით საუკეთესო სკეიტმოედანი, რომლის ფართობიც 2800 კვადრატული მეტრია. მშენებლობის პროცესში უმთავრეს გამოწვევას კვალიფიციური ცოდნის და კადრების არარსებობა წარმოადგენდა. როგორც მოგეხსენებათ, სკეიტბორდინგი 2020 წლიდან ოლიმპიური სპორტის სახეობებს შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით პიონერები გამოვდივართ, გვქონდა ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენი სკეიტპარკი ყოფილიყო უმაღლესი ხარისხით შესრულებული, ადგილობრივ ლანდშაფტზე მორგებული ოლიმპიური მოედანი, სადაც შეძლებდნენ ესრიალათ როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ სკეიტერებს“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, მათე ნაცვლიშვილი.

კომპანიის დირექტორი, გეგი ქელბაქიანი აღნიშნავს, რომ ასეთი სპეციფიკური კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, პროექტის შემსრულებელ კომპანიას სპეციალისტების მოწვევა ლატვიიდან მოუწია. თუმცა, მშენებლობის პროცესში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ქართველი სკეიტერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

„მიზნის მისაღწევად მოვიწვიეთ დიდი გამოცდილების მქონე ლატვიური კომპანია Mind Work Ramps, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ევროპის მასშტაბით ბეტონის სკეიტმოედნების მშენებლობაში. მათი დახმარებით, სპეციალურად დედაენის პარკისთვის დაპროექტდა ფიგურები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დამკვეთთან ინტენსიური თანამშრომლობით, დაკორექტირდა პარკის მრავალი დეტალი და საბოლოო ჯამში, თბილისში გაჩნდა რეგიონში საუკეთესო სკეიტმოედანი, რომელიც მზადაა, ნებისმიერი სირთულის ტურნირის მასპინძელი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჩართული იყვნენ ქართველი სკეიტერები, რომლებსაც უზარმაზარი სურვილი ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი სპორტული მოედნის მშენებლობაში. არქიტექტურული ბეტონირება და შემდეგ მისი ზედაპირის ხელით დამუშავების პროცესი ძალიან ჰგავს სკულპტურის ძერწვას, რასაც ჩვენმა სპეციალისტებმა საკმაოდ სწრაფად აუღეს ალღო და იმედი გვაქვს, მათი სახით ახალი ძალა შეემატა ჩვენს კომპანიასაც და ქვეყანასაც“, - ამბობს გეგი ქელბაქიანი.

კიკვიძის პარკში მდებარე სკეიტმოედანი შედარებით მცირე ზომის არის, 508 მ2-ს მოიცავს. ამდენად, ეს ადგილი ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის საკუთარი უნარების გამოვლენის ცენტრად იქცა.

სკეიტმოედანი, როგორც ნებისმიერი სხვა საჯარო სპორტული არენა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით. მით უმეტეს, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ბავშვები სმარტფონებზე უკვე საგანგაშო ხანგრძლივობით არიან მიჯაჭვული, ასეთი სივრცეები მათ სოციალიზაციას უწყობს ხელს.

„სკეიტმოედნების პოპულარობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ერთის მხრივ, ჩვენი ცხოვრების წესი გავლენას ახდენს გარემოზე. ჩვენ ჩვენი მოთხოვნებით ვართ დამკვეთი, თუ რა უნდა აშენდეს და გაკეთდეს ჩვენს გარშემო, მაგრამ მეორეს მხრივ, სკეიტპარკების მაგალითზე, კარგია, როცა შექმნილი ინფრასტრუქტურა გიბიძგებს და პოპულარულს ხდის გარკვეული ცხოვრების წესს. ამ შემთხვევაში, სკეიტპარკები სულ უფრო პოპულარულს ხდის ჯანსაღი ცხოვრების სტილს.
დღეს დიდი აქცენტი კეთდება რეკრეაციასა და პარკების კეთილმოწყობაზე. თუმცა მათში ინტეგრირებული მოედნები, კიდევ უფრო მეტ შინაარსს აძლევენ ამ პარკებს. ასე, ეს ადგილები ბუნებრივად ხდება თაობების შეხვედრის ადგილიც, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს მათ. მოხარული ვარ, რომ მათ შექმნაში ჩვენი გუნდი იყო ჩართული“, - ამბობს გეგი ქელბაქიანი.

(R)

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2021, 00:55

ტაბლოიდი

მოდის გამოცემა Elle ცხოველის ტყავის გამოყენების პოპულარიზაციას წყვეტს

Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელიც თავის სარედაქციო და სარეკლამო კონტენტში ცხოველთა ბეწვის პოპულარიზაციას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და მომხმარებლის გემოვნების ცვლილებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

კონკურსის გრან-პრის მდლობელი ფოტო

07 დეკემბერი 2021, 00:40

კულტურა

აფრიკის ველური ბუნების ფონდმა თავისი პირველი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა📷ფოტოგალერეა

ფონდი აფრიკის ცხოველების და მათი ბინადრობის არეალების დაცვით უკვე 60 წელია დაკავებული. წელს კი ფონდში გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხისადმი ყურადღება ფოტოკონკურსის მეშვეობით გაზარდონ.

დედამიწის შავი ყუთი

07 დეკემბერი 2021, 00:22

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში „დედამიწის შავ ყუთს“ დადგამენ, რომელიც ცივილიზაციის დაცემის შესახებ მონაცემებს ჩაიწერს

ინფორმაციის მატარებლებზე ჩაწერენ ცნობებს კლიმატის ცვლილების, სახეობების გადაშენების, გარემოს დაბინძურების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებს კონსტრუქციაში მოათავსებენ, რომელიც მომავალი თაობებისთვის ერთგვარ არქივად იქცევა. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ დისკებზე ჩაწერილი ინფორმაცია და გაიგონ რა მოხდა პლანეტაზე.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2021, 00:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა

ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მონბლანი

06 დეკემბერი 2021, 23:49

მსოფლიო

ფრანგმა ალპინისტმა მონბლანზე ნაპოვნი განძის ნახევარი მიიღო💎

ალპინისტმა თავისი აღმოჩენა პოლიციაში მიიტანა და რადგან განძის მფლობელის ნათესავები ამ დრომდე არ გამოჩენილან, კანონის მიხედვით, ქვები მპოვნელსა და სახელმწიფოს შორის თანაბრად გაიყო. განძის თითოეული ნახევრის ღირებულება დაახლოებით 150 ათას ევროს შეადგენს.

06 დეკემბერი 2021, 23:30

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

06 დეკემბერი 2021, 23:25

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და მეცენატობას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და კრიმინალ სააკაშვილს ქვეყნის „დამფუძნებელ“ მამად მოიხსენიებენ, აი ეგ არის სექტანტობა და მარაზმი

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და მეცენატობას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და კრიმინალ სააკაშვილს ქვეყნის „დამფუძნებელ“ მამად მოიხსენიებენ, აი ეგ არის სექტანტობა და მარაზმი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

06 დეკემბერი 2021, 22:51

მსოფლიო

თეთრი სახლი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება განიხილოს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება განიხილოს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2021, 22:43

სამართალი

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

06 დეკემბერი 2021, 22:29

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო იყო აკრძალული.

06 დეკემბერი 2021, 22:00

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

06 დეკემბერი 2021, 21:31

COVID19

ივანე ჩხაიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვაქცინები „ომიკრონზე“ ნაკლებად მოქმედებს თუ არა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

06 დეკემბერი 2021, 21:21

მსოფლიო

CNN: რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს

რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ვეფხვაძე

06 დეკემბერი 2021, 20:57

სამართალი

პროკურორი: არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანს, მეორემ იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო, მეორე არასრულწლოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს - ორივე არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

06 დეკემბერი 2021, 20:51

COVID19

იტალიაში, არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა

იტალიაში, არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ლაშა დარსალია

06 დეკემბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა აისახება ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზეც

მთავრი თემა, რა თქმა უნდა, არის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, წინსვლა უსაფრთხოების საკითხებზე და ადგილზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხები, იქნება ეს უკანონო დაკავებები თუ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. საერთაშორისო ფორუმებზე ნატოსა და ეუთოს ფარგლებში საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა დაფიქსირდა, რაც თავისთავად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზეც, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, ეს ტვირთი მოიცილონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში არის“ მცდელობა, რომ ეს ტვირთი მოიცილონ.

06 დეკემბერი 2021, 20:31

მსოფლიო

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 დეკემბერი 2021, 19:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წამების დეფინიცია ბევრმა საქილიკო საგნად გადააქცია

ჩემი გონივრული ეჭვია, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, რომლის თანახმად, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

რომის პაპი ფრანცისკე

06 დეკემბერი 2021, 19:43

მსოფლიო

რომის პაპი: ევროკავშირი დამფუძნებელი მამების იდეალებს უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთიანობისა და სიდიადის იდეალებია, და ფრთხილად უნდა იყოს, რათა იდეოლოგიური კოლონიზაციის გზაზე არ დადგეს

ევროკავშირი დამფუძნებელი მამების იდეალებს უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთიანობისა და სიდიადის იდეალებია, და ფრთხილად უნდა იყოს, რათა იდეოლოგიური კოლონიზაციის გზაზე არ დადგეს, რადგან ეს ქვეყნების დაყოფითა და ევროკავშირის მარცხით შეიძლება დასრულდეს, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.