imedi /  05 ნოემბერი 2021, 08:03 / სანდო წყარო

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ეგრისის, ფერაძის, სიხარულიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შევარდენიძის, საბურთალოს და საირმის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და საქსოფმანქანის დასახლების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბრი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გელათის, არარატის, ალაზნის, დუშეთის და არმაზის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ქედის, აბუსელიძე-ტბელის, მელაანის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის II კვარტლის, სანაპირო კოსმონავტების, კარალეთის, ტრანსპორტის, ცაბაძის, გუდაუთის, აგლაძის, სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ისაკიანის, ნუშის, რჩეულიშვილის და ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის III მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ფეიქართა, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის და ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, საადის, ბოტანიკურის, აბანოს, სამღბროს და ირგვლივის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვინიტაძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 09:36

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვახტანგ მახარობლიშვილი

30 ნოემბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

30 ნოემბერი 2021, 08:44

ტექნოლოგიები

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტზე მას Twitter-ის ტექნიკური დირექტორი, პარაგ აგრავალი შეცვლის. დორსის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დირექტორთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს, შემდეგ კი კომპანიას საბოლოოდ დატოვებს.

30 ნოემბერი 2021, 08:26

პოლიტიკა

დღეს რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.

ლიონელ მესი

30 ნოემბერი 2021, 08:17

სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

ლიზ ტრასი იაირ ლაპიდი

30 ნოემბერი 2021, 01:39

მსოფლიო

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ

ისრაელი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ირანზე ზეწოლა განაგრძონ და სანქციები არ გააუქმონ ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა

სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2021, 01:08

საზოგადოება

კახა კალაძე: ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ - ამბობს ის.

უაიტფორდის შუქურა

30 ნოემბერი 2021, 00:44

კულტურა

ფოტოკონკურსის Historical Photographer of the Year გამარჯვებულები გამოვლინდნენ📷გალერეა

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოგრაფებმა ისტორიული ლოკაციებისა ან ობიექტების ფოტოები უნდა გაგზავნონ. წელს საუკეთესოდ სტივ ლიდარდი დასახელდა, რომელმაც ფოტო უელსში, უაიტფორდ პოინტის შუქურას გადაუღო.

30 ნოემბერი 2021, 00:32

მსოფლიო

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს. ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

30 ნოემბერი 2021, 00:24

COVID19

ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენელი: სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები

სამხრეთ აფრიკამ „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამჭვირვალობისთვის ოქროს მედალი უნდა მიიღოს და არა სამოგზაურო შეზღუდვები, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა.

30 ნოემბერი 2021, 00:19

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცმა ცოლისთვის თაჯ-მაჰალის ასლი ააშენა

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიძულვილია. ჩემთვის ეს სახლი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სოციალურ განსხვავებებსა და პოლიტიკურ ხმაურს სცდება“, - ამბობს ბიზნესმენი.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პაატა იმნაძე

30 ნოემბერი 2021, 00:00

COVID19

პაატა იმნაძე: შესაძლოა, ძალიან მალე მთელ დედამიწაზე ისეთივე დომინანტური გახდეს „ომიკრონი", როგორიც თავის დროზე ბრიტანული შტამი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.

29 ნოემბერი 2021, 23:55

მსოფლიო

გერმანიაში, ინფლაცია 5.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

გერმანიაში, ინფლაცია 5.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტატისტიკის ფედერალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 23:47

კულტურა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ დაიწყო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

29 ნოემბერი 2021, 23:18

COVID19

პაატა იმნაძე: ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს

ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, ეს შემაშფოთებელი პროგნოზია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

29 ნოემბერი 2021, 23:13

COVID19

ვაქცინების მწარმოებლებმა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს

BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუ არსებული ვაქცინები ახალი კორონავირუსის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.