imedi /  05 ნოემბერი 2021, 14:19 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე
კელი დეგნანი

ეკატერინე ტიკარაძე
კელი დეგნანი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ამ კუთხით ბიზნესის აქტივაცია და ასევე მწვანე საშვების საკითხი იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მწვანე საშვის ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაწილში.

„აშშ-ის ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაცია და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდ პანდემიის მართვის სასარგებლოდ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მწვანე პასპორტის ამოქმედება, ვინაიდან 40 000-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი გადაადგილება გაკონტროლდეს, რითიც ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„მინისტრთან და პირველ მოადგილესთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ საქართველოში COVID-ის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს დაავადების შემთხვევათა შესამცირებლად. რაც მთავარია, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად. აქ ორი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ ცოტა რამ თუ იყო COVID-ზე ცნობილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ მის შესახებ და რაც მთავარია, ჩვენ შევიტყეთ რომ, ვაქცინას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები ამ ვირუსისგან. საქართველოში ბევრმა გადაიტანა კოვიდი ან იცნობს ადამიანებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს დაავადება, საავადმყოფოში აღმოჩდნენ ან გარდაიცვალნენ. სამწუხარიდ, 10 000-ზე მეტი ქართველია გარდაცვლილი COVID-ით. ეს სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მეცნიერების დახმარებით, ჩვენ გვაქვს პასუხი ამ გამოწვევაზე, რაც არის ვაქცინაცია.

დღეს მინისტრთან განვიხილეთ სხვადასხვა მიდგომა ვაქცინაციის წასახალისებლად. რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და საზოგადოება, რათა ისევ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამას კი ვერ გავაკეთებთ, სანამ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება. შეხვედრის დროს ასევე ნაყოფიერი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას გააგრძელოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა პანდემიაზე რეაგირების კუთხით.

ჩვენ ორი წელია ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან, ასევე საქართველოს წითელ ჯვართან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, მზად ვართ დაგეხმაროთ ყველანაირად, რაც შეგვიძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ვაქცინა უსაფრთხო და მნიშვნელოვანი მათთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის. იმედია, რომ შევძლებთ დახმარებას ამ მნიშვნელოვან დროს.

რაც შეეხება მწვანე პასპორტის ინიციატივას, ის ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში. ის დაეხმარა ადამიანებს გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია, საქართველოშიც ასე იქნება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

30 ნოემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება, ერთი მხრივ, იყო კანონიერი და მეორე მხრივ, ამან არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა გადაეტანათ დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ვხედავ პარლამენტში, საკრებულოებში, თვითმმართველობებში და საზოგადოების ყველა დონეზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:39

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ურთიერთობა კრედიტის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული

„მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს ურთიერთობა კრედიტის და ვალის დაფარვის დამგვიანებელსა და ვალის ამომღებ კომპანიებს შორის გახდეს ცივილიზებული და ადამიანური“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც. მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი სურათი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სულხან ჩიხლაძე

30 ნოემბერი 2021, 13:35

სპორტი

სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველი რეფერი გახდა, რომელიც დუბაის ტურნირზე იმსაჯებს

სულხან ჩიხლაძე, 2-4 დეკემბერს, წვეული გუნდების საერთაშორისო ტურნირს – International invitation Man მოემსახურება, სადაც საქართველოს 7-კაცაც ითამაშებს, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

იოსებ არჩვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:32

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი.

დავით ზილფიმიანი

30 ნოემბერი 2021, 13:31

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე, შემოდგომაზე, ხიდან ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს მაშინ შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად?!

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან ისე ოპოზიციიდან გულშემატკივრობს იმ დასანან ფაქტს, რაც „სტერეო +“-ის დარბევა იყო. უნდა გითხრათ, რომ ცხრაწელიწადნახევარი გავიდა და როგორც იქნა წინა კვირას პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ ძიების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 13:27

COVID19

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 13:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ - შედეგს ვერ მიაღწევენ

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხი წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდოგომა“. გუშინ ყველამ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 12:45

სპორტი

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა...

30 ნოემბერი 2021, 12:44

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.