imedi /  09 ნოემბერი 2021, 10:14 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახალ ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩს ანა მარია შიკოს უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა 2021 წლის მარტში საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ანა მარია შიკოს განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, განსაკუთრებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული და პოპულარული გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამისთვის – “Stipendium Hungaricum“, რომელიც ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვლითი პროგრამის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც.

„მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამის “Horizon Europe” კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. დეკემბერში ბრიუსელში ხელი მოეწერება ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას, რაც ქართველ მეცნიერებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. მინისტრის თქმით, შესაძლებელია უნგრეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადება და განხორციელება. უნგრეთის ელჩმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

მინისტრმა ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ძალიან კარგი სტარტი აიღო და, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. მინისტრის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ როგორც უნგრელ პროფესორებს, ასევე სტუდენტებსაც.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კოლაბორაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნგრელ მეცნიერებსა და კვლევით დაწესებულებებსაც ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის მოსანახულებლად მიიწვია. ანა მარია შიკომ უნივერსიტეტის მონახულებისა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და, თავის მხრივ, მინისტრი უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნგრეთის ელჩის მოადგილე ანიკო ფარკაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 01:00

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: დასავლეთში მას რეალური მხარდამჭერი აღარავინ ჰყავს

ნიკა გვარამიას სახე ნახეთ სასამართლოზე? როცა ხედავდა, რომ წამგებიანია, რასაც ბოდავდა სააკაშვილი და შემდეგ ფურცლებს უცურებდა. შემდეგ კი თქვა, არ მოგენატრათ, რომ კითხულობსო? ეს ბრეჟნევის მარაზმის სცენა იყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:59

საზოგადოება

პეტრე მამრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია

ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია, სპეკულაცია სიკვდილზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რესურსი ამოწურული აქვს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილის შიმშილობა რეალურად ძვირადღირებული დიეტა იყო

საერთოდ არ გაინძრა დასავლეთი სააკაშვილისთვის. სააკაშვილის თანამზრახველებმა ძალიან კარგად იციან, რომ იმ დღეს, როდესაც დააპატიმრეს, როდესაც აჩვენეს მისი არაადეკვატურ მდგომარეობაში ყოფნა რუსთავის ციხეში შეყვანის დროს, როდესაც აჩვენეს მისი დაკავება ბინაში, თბილისში ვინმე გაინძრა? გულის კარნახით ვინმე გამოვიდა ქუჩაში?, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ლონდონის ბირჟაზე გაჰქონდა „საქართველოს რკინიგზა“

„ოქროს მოპოვება, სპილენისა და მანგანუმის მოპოვება და სხვა - ყველაფერი გადავიდა ექსკლუზიურად რუსული ფირმების ხელში, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 დეკემბერი 2021, 00:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:28

საზოგადოება

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება

ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა და თქვა, რომ სააკაშვილთან ფსიქოლოგიც საჭიროა და ფსიქიატრიც. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მელიას ამოშლა პოლიტიკური სპექტრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ნომერ პირველი ამოცანა იყო

„მელიას დაპატიმრების კადრებმა მოიარა CNN-ი, BBC-ი, „ევრონიუსი“, სააკაშვილისთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ნებისმიერი ადამიანი ფეხებით ჩამოკიდებას და ცეცხლის შენთებას უფრო მოითმენს, ვიdრე სააკაშვილი მის გადაფარვას საერთაშორისო მედიაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.ვ

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა. გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი ეს იყო ე.წ. „ტროიკა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა

სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 00:04

სამართალი

გიორგი მუჯირი: 26 მაისს უამრავი ადამიანის დასახიჩრებიდან მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს

2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

01 დეკემბერი 2021, 23:55

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:52

სამართალი

პროკურორმა დაასახელა ის ადამიანები, ვისი საჩუქრებისთვისაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა

„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი აიფონი, ივანა მელაისთვისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - განაცხადა პროკურორმა.

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

პროკურორის თქმით, გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის 114 000 ლარი დაიხარჯა

9 მილიონი ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით არის წარმოდგენილი. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა: ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

გიორგი მუჯირი: კანონით, ლიპოსაქცია სახელმწიფო საიდუმლოება ვერ იქნება

როდესაც პრეზიდენტი მიდის ოფიციალურ შეხვედრაზე, გამოიცემა განკარგულება და ის ოფიციალური მივლინებით მიემგზავრება. ამ პროცედურები არის პროტოკოლით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად იხდის ხარჯებს. არანაირი სამართლებრივი საბუთი არ არსებობდა და არც მონაკოში, არც ტაილანდში და არც სხვა კურორტებზე დასვენება არ ემსახურებოდა ოფიციალურ, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს ხარჯები იყო ცალსახად მხოლოდ დასვენებისა და გართობის, - ამის შესახებ გაფლანგული 9 მილიონის საქმის პროკურორმა,გიორგი მუჯირმა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:33

სამართალი

პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა

„ასევე დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მილიონი ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მილიონი ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები“, - განაცხადა პროკურორმა.

01 დეკემბერი 2021, 23:08

COVID19

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 22:53

მსოფლიო

OECD: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა, ლორენს ბუნმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.

ალექსანდრე ელისაშვილი

01 დეკემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, მან გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც სჩადიოდა

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.

01 დეკემბერი 2021, 21:43

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე „მეწარეთა შესახებ“ კანონისა და მასში დადგენილი სტანდარტების შესახებ ისაუბრეს.