12 ნოემბერი 2021, 12:00 / სანდო წყარო

„თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით

ლევან იზორია

ლევან იზორია

„ადამიანის ღირსება განუყოფელია, არ შეიძლება მისი განსაზღვრა დიფერენცირებულად, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, თუ სხვა საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეული სფეროს კრიტერიუმებით. ადამიანი საზოგადოების წევრია და მისი თავისუფლებისა და განვითარების საზომი, საზოგადოებაში, როგორც მთელში, მისივე ღირსეული და თავისუფალი ცხოვრება უნდა იყოს“, - ეს სიტყვები ამონარიდია ლევან იზორიას წიგნის წინათქმიდან - "თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“.

ლევან იზორია 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მას თავისუფლებაზე წიგნის შექმნის იდეა 2019 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს გაუჩნდა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოდიოდა.

წიგნი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თავისუფლებაზე, როგორც სამართლიანობისკენ სწრაფვის მუდმივ პროცესზე. ეს პროცესი საზოგადოებაში ყველასთვის თანასწორი განვითარების სასტარტო პირობების შექმნას და შენარჩუნებას განაპირობებს. წიგნი ეხება თავისუფალ და ავტორიტარულ სისტემებს შორის მეტოქეობასაც - დაპირისპირებას პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას, და ასევე, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

სამართლიანობისკენ სწრაფვაზე გაკეთებული აქცენტი კი თავისუფლების იდეის ორიგინალურად და ახლებურად წარმოჩენაა. ავტორის ტექსტს წინ უძღვნის პროფესორისა და დოქტორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიასა და მწერლის, დათო ტურაშვილის გამოხმაურებები.

რატომაა მნიშვნელოვანი, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ თავისუფლების ცნებაზე? ჭანტურია წერს, რომ:

"თავისუფალი სამყაროს, ანუ დასავლეთის, არსებობის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების იდეა. ეს თავისუფლება შესაძლოა არსებობდეს და ვითარდებოდეს მხოლოდ თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოდ მოწყობილ და ორგანიზებულ საზოგადოებაში. თავისუფლება სწორედ ამ კონტექსტში იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას“.

ლადო ჭანტურიას შეფასებით, „ავტორი დამაჯერებლად აჩვენებს სახელმწიფოს სპეციალურ როლსა და ფუნქციას თავისუფლების მეშვეობით სამართლიანობის მიღწევის პროცესში. ამ პროცესის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კონსტიტუცია“. ასევე, გამოხმაურებაში ვკითხულობთ სახელმწიფოს როლის შესახებ შემდეგს:

„მართალია, სახელმწიფო, ერთი მხრივ, იცავს თავისუფლებას, იმავდროულად, თავისი ფუნქციების განხორციელებისას მას უწევს ინდივიდთა თავისუფლების შეზღუდვაც“.

რაც შეეხება წიგნის დათო ტურაშვილისებურ შეფასებას, მწერალი აღნიშნავს, რომ ლევან იზორიას წიგნის კითხვა ყველაზე საჭირო დროს დაიწყო.

„ყველაზე რთული მეცნიერება, მე მაინც პედაგოგიკა მგონია და ამ წიგნში კი სწორედ ისიც აღმოვაჩინე, რასაც სულ ვეძებ - თუ როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი თავისუფლებისა და სამართლიანობის საკვებთან ერთად, როგორ ისწავლოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ მერე დიდობაში, ის არ დაემართოს, რაც უფროსებს ემართებათ ხოლმე, როცა ჩაგვრისა და უსამართლობის მხარეს დგებიან (თუნდაც შემთხვევით)“, - წერს ტურაშვილი.

ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, როგორ მიესადაგება წიგნში აღწერილი თავისუფლების იდეა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ადამიანს. ავტორის სიტყვებით, "თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველთა იდენტობის განუყოფელი ნაწილია, დასავლეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული მიზანი კი - მოსახლეობის ღირსების გამოძახილი. საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, პირველ რიგში, საკუთარი ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, შექმნას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მტკიცე ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მთელი თავისუფალი სამყაროს საერთო გამოწვევაა“.

რაც შეეხება ავტორის ბიოგრაფიას, პროფესორმა და დოქტორმა ლევან იზორიამ, რომელიც ამჟამად საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

მან 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის ქ. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იზორია ამ პერიოდს წიგნში ასე იხსენებს:

„ჩემი თეორიული და პრაქტიკული სურვილების დასაკმაყოფილებლად ბედმა გამიღიმა, 1998-2002 წლებში სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა მომეცა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ეს პერიოდი საუკეთესო საშუალება იყო, კარგად გამეგო თავისუფლების არსი, მეცხოვრა თავისუფლების კულტურით ევროპაში, გამემიჯნა თავისუფლების ილუზია და რეალობა“. 2003-2004 წლებში გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენლად მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, 2004-2006 წლებში – შსს-ს აკადემიის რექტორი იყო. 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად და დაინიშნა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 2007-2016 წლებში იკავებდა პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2012 წლიდან იკავებდა სახელმწიფო თანამდებობებს - 2012-2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, 2016–2019 წლებში - თავდაცვის მინისტრი, 2019-2020 წლებში კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ლადო ჭანტურიას გამოხმაურება რომ მოვიშველიოთ, "წიგნში გაკეთებული მრავალი დასკვნა ავტორის პროფესიული გამოცდილებით არის განმტკიცებული, რაც ამ უაღრესად საინტერესო წიგნს კიდევ უფრო დიდ ღირსებას მატებს“...

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ფოტოგალერეა

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

ჯარედ ლეტო

27 ნოემბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა. მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 00:35

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.

სტივ ვერზი

27 ნოემბერი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანელ კაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი ჩაუსვეს 👁️

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 00:12

ტაბლოიდი

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

26 ნოემბერი 2021, 23:56

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

26 ნოემბერი 2021, 23:40

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დმიტრი გორდონი

26 ნოემბერი 2021, 23:19

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

26 ნოემბერი 2021, 22:46

ეკონომიკა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

26 ნოემბერი 2021, 22:45

COVID19

„ომიკრონი“ - ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია - „ომიკრონი“. „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანი

26 ნოემბერი 2021, 22:21

მსოფლიო

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა

ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:43

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილზე: კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

26 ნოემბერი 2021, 21:15

COVID19

ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა: უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

არ ჰქონდათ პრობლემა დეპუტატებს. გვქონდა კომუნიკაცია ფრაქციებთან და ყველა დეპუტატს, ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სააკაშვილი მოენახულებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

26 ნოემბერი 2021, 21:04

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მადრიდში გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ პარტნიორ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ესაუბროს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე.

26 ნოემბერი 2021, 20:58

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს

აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყოს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთისა და სომხეთის ლიდერებთან სამმხრივ შეხვედრაზე.

26 ნოემბერი 2021, 20:57

საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი შექმნა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა. ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და ვებგვერდზე მომუშავე სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

26 ნოემბერი 2021, 20:54

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინა დაამარცხა.