IMEDI /  17 ნოემბერი 2021, 09:53 / სანდო წყარო

17 ნოემბერი - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღეა

17 ნოემბერი ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ადმინისტრირებას უწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს სახელმწიფო სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს უფინანსებს.

გეგმა ოთხ კომპონენტს მოიცავს: დაავადების შეფასებასა და მონიტორინგს; რისკ-ფაქტორების შემცირებას; სტაბილური ფქოდ-ის მართვას; გამწვავების მართვას.

სტაბილური ფქოდ-ის დროს, მედიკამენტების ღირებულება 100 %-ით ანაზღაურდება. წლიური ლიმიტი 300 ლარია.

მედიკამენტის მიღების პროცედურა: ბენეფიციარი მიმართავს ოჯახის ექიმს, რომელიც, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ელექტრონულ რეცეპტს გამოწერს, რის შემდეგაც პაციენტი უფლებამოსილია მიმართოს პროგრამაში ჩართულ სააფთიაქო ქსელს და წამლები უსასყიდლოდ მიიღოს.

პროგრამული მედიკამენტებით მოსარგებლეები არიან:

· პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

· საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);

· შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

· მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

· ვეტერანები;

· გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;

ზემოაღნიშნული კომპონენტი 2020 წლის აპრილში ამოქმედდა და, დღეის მდგომარეობით, ფქოდ-ის დიაგნოზით მედიკამენტები მიღებული აქვს 10 000-მდე ბენეფიციარს. სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდა 3 მილიონ ლარზე მეტი.

გამწვავების მართვა - თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი ბინაზე მართვა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტი ერთვება, რაც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილი, ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებული ჩარევის ანაზღაურებას (მათ შორის: მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დაფინანსებას) ითვალისწინებს.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ბენეფიციარები არიან:

· საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

· საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები; ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;

· ვეტერანები;

· პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე ნაკლებია.

ზემოაღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობენ კერძო დაზღვევის მქონე პირები. გამონაკლისი ეხებათ:

· ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

· პედაგოგებს;

· სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს;

· საპენსიო ასაკის მოსახლეობას (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);

· 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს.

სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ბენეფიციარის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება და შეადგენს სახელმწიფო ტარიფის 100%, 90% ან 80%-ს.

2020 წლის სექტემბრიდან (სააგენტოს შექმნიდან) დღემდე, ფქოდ-ის დიაგნოზით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება გაეწია 3000-ზე მეტ ბენეფიციარს, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ფქოდ-ი მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღე 2002 წლიდან აღინიშნება და საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

კენიაში, ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპული 20-ზე მეტი ადამიანიდან 4 ბავშვია

კენიაში, ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია. ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლოდროინდელი უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

05 დეკემბერი 2021, 13:29

მსოფლიო

მექსიკაში, სატვირთო ავტომობილში, 200-ზე მეტი მიგრანტი იპოვეს

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პუებლას შტატში, სატვირთო ავტომობილში 210 მიგრანტი იპოვეს.

05 დეკემბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების - Silk Road Wines-ისა და Emerald Vines Media-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალისა და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

05 დეკემბერი 2021, 13:03

COVID19

საქართველოში 1 583 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 583 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.

05 დეკემბერი 2021, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ აეროპორტში კაცი თვითმფრინავიდან გადახტა

აშშ-ში, ქალაქ ფინიქსში მდებარე აეროპორტში, სადაც კოლორადო-სფრინგსიდან სრულდებოდა ავიარეისი, კაცი თვითმფრინავიდან იქამდე გადახტა, ვიდრე ის გაჩერდებოდა. 30 წლის კაცმა კარის გაღება შეძლო, ბილიკზე ჩახტა, სახანძრო სადგურისკენ გაიქცა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამოიკეტა თავი.

05 დეკემბერი 2021, 13:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 389 თბილისში, 776 იმერეთში, 245 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:41

COVID19

თამარ გაბუნია: „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“-დოზით იმუნიზაცია. „უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ“.

05 დეკემბერი 2021, 12:36

საზოგადოება

დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:30

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ დღეს არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ლეტალობისგან დაგვიცავს

„დღესაც დელტა შტამის გავრცელება ძირითადად აუცრელ პირებში გვაქვს, სამიზნე დელტა შტამისთვის აუცრელი მოსახლეობაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ომიკრონისთვისაც ასე იქნება. უცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება ჰოსპიტალში, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით კორონავიუსის ახალი ვერსიის - ომიკრონისგანაც დაგვიცავს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:18

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო - ჯანმო-ს რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ

„კორონავირუსმა კიდევ ერთხელ, „დელტა“ შტამის ჩამოყალიბების შემდეგ, ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მუტაცია განიცადა და „ომიკრონის“ ვარიაციის სახით ჩამოყალიბდა. მის სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 10:57

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე: იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია, რომ პროცესი დაიძრა

პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. ჯერჯერობით, ჩვენი მონიტორინგი მეტად მხარდამჭერი ხასიათის იყო, რადგან, მნიშვნელოვანია დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდეგ - მითითება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში.

05 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04%-ია

5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,04%, ბოლო 14 დღეში - 8,63%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.