29 ნოემბერი 2021, 16:15 / სანდო წყარო

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განხილვა გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: “საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტები“ გაიმართა. ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა.

„დღევანდელი ღონისძიების მიზანია 2021 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხილვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია მის სამოქმედო გეგმასთან ერთად განახლებადი დოკუმენტია და საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სამომავლო ტენდენციების განჭვრეტაც. ეს ხელს შეუწყობს ახალ კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისათვის შესაბამისი მექანიზმების დროულად შემუშავებას“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ვახტანგ კაპანაძემ, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი); დიმიტრი გუგუნავამ, სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების მენეჯერმა და ხათუნა ბურკაძემ, "ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა.

დიმიტრი გუგუნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესზე. ასევე, მან ისაუბრა სტრატეგიის ოთხი ძირითადი მიზნის შესახებ.

„დოკუმენტი ორიენტირებულია შემდეგ მიზნებზე: ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარებაზე; კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერებაზე; კიბერშესაძლებლობების განვითარებაზე ძლიერი ადამიანური რესურსითა და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით; კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო და დაცული ქვეყნის როლის გაძლიერებაზე“, - დასძინა დიმიტრი გუგუნავამ.

ვახტანგ კაპანაძემ აქცენტი გააკეთა თავდაცვის სამინისტროს როლზე კიბერუსაფრთხოების სისტემაში და იმ სირთულეებზე, რაც ზოგადად ახასიათებს კიბერთავდაცვის ორგანიზებას. ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და მას განესაზღვროს კონკრეტული ამოცანები. აუცილებელია, შეფასდეს საგარეო და შიდა რისკები და მათი სიმძიმის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია, რისკებისა და ინციდენტების ადეკვატურად და შესაბამისად მართვის პოლიტიკის კოორდინირება. გარდა ამისა, უმჯობესია, არ იყოს წყვეტა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებს შორის და, მათ მიღებამდე, განვაახლოთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ხათუნა ბურკაძემ კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემა გაანალიზა.

„უსაფრთხოება იმდენად კომპლექსური სფეროა, რომ მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა ყოველთვის მოითხოვს საერთო, სისტემური მიდგომების ჩამოყალიბებას. ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ მოვლენას საერთო სურათში სწორად ვხედავთ და ვაანალიზებთ. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ დონეზე სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლას. ასევე, მნიშვნელოვანია, კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა. კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის ყველა სუბიექტი უნდა გავაძლიეროთ ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით. ყველა დონეზე დაცული ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელი წინაპირობაა კიბერსივრცის უსაფრთხოებისათვის. ამასთანავე, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისათვის საჭიროა მუდმივად მოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2022, 05:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკლ მაკკოლი

17 იანვარი 2022, 04:39

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

17 იანვარი 2022, 04:17

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მის მოპყრობას სკანდალური უწოდა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 03:43

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გამოცდილება ვიცით - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ

რუსეთის გამოცდილება ვიცით, რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

17 იანვარი 2022, 03:22

COVID19

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 იანვარი 2022, 02:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ - ერთი წლის წინ, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ, ახლა კი გვეთამაშებიან

არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 02:27

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

17 იანვარი 2022, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტური ტაფა დაამზადეს, რომელიც 6 500 კილოგრამზე მეტს იწონის. ვიდეო

2022 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი სამზარეულოს გიგანტურ ჭურჭელს იხილავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, როგორ გადააქვთ მუზეუმისთვის დამზადებული გიგანტური ტაფა სატვირთო ავტომობილით.

17 იანვარი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალმა კაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრი იყო და 8-საათიანი ავიარეისი მხოლოდ მისთვის სრულდებოდა. ვიდეო

ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალი კაცის ფრენა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება - აღმოჩნდა, რომ British Airways-ის ავიარეისზე ის ერთადერთი მგზავრი იყო და ავიაკომპანიამ 8-საათიანი ფრენა მხოლოდ მის გამო შეასრულა.

17 იანვარი 2022, 00:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2022, 23:51

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

16 იანვარი 2022, 23:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

16 იანვარი 2022, 23:29

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

კახა კალაძე

16 იანვარი 2022, 23:16

სპორტი

კახა კალაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს

„საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ შედეგს - სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ვულოცავ სანდროს ამ დიდ წარმატებას. იგი პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. წარმატებები ქართულ სპორტს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

16 იანვარი 2022, 23:11

რეგიონი

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 2კმ-5კმ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

ხვიჩა კვარაცხელია

16 იანვარი 2022, 23:10

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ დედას „იმედის“ ეთერიდან მიმართა

„ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელსაც ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. იყო ფინანსური პრობლემებიც. ცუდი დრო მაქვს ნანახი და ამან მოტივაცია მომცა. მინდოდა ჩემს ოჯახს ის ჰქონოდა, რაც სხვებს. ჩემი ოჯახის წევრები ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ. ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი. მამა მაგ დროს მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა. დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

16 იანვარი 2022, 23:00

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

16 იანვარი 2022, 22:46

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი

16 იანვარი 2022, 22:31

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფმა აქცია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში

უპრეცედენტო მასშტაბის მქონე თაღლითობის სქემა პოლიტიკურად ანგაჟირებულად თუ ვინმემ აქცია ეს გახლავთ სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მანტიით შესულიყვნენ ამ პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „იმედის კვირას“ განუცხადა.

16 იანვარი 2022, 21:49

საზოგადოება

სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.