imedi /  30 ნოემბერი 2021, 12:31 / სანდო წყარო

კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

„ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც, გასული წლების განმავლობაში, უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასა და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს და ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ.

მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილ ილია ელოშვილს, მინდა პირადად ჩემი, ჩვენი გუნდისა და თბილისელების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო, დაუსრულებელი მშენებლობების და ამ მშენებლობებით დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოგვარებისთვის. ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით ჩვენ რამდენიმე ათას ჩვენს მოქალაქეს ვუბრუნებთ კუთვნილ საცხოვრისს და ამავდროულად ვუბრუნებთ იმედს, რომ საკუთარი ქალაქი, მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ზრუნავს მათზე. რომ არა ილია, დამერწმუნეთ, შეუძლებელი იქნებოდა ცენტრ-პოინტის, სვეტის და ბევრი სხვა სამშენებლო კომპანიის დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის ასე ეფექტიანად გადაჭრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, ირაკლი ბენდელიანმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და საკუთარი უდიდესი წვლილი შეიტანა ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელმაც დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან უამრავი ბარიერი გააქრო.

„ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის ინფრასტრუქტურა, მადლობა ირაკლის თავდაუზოგავი შრომისთვის და წინასწარ შეგვიძლია შევპირდეთ მას, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული. ანდრია ბასილაიამ ჯერ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, შემდეგ კი მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას, ყველას გვიჩვენა საკუთარი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების მაგალითი და განსაკუთრებული როლი შეასრულა მერიის – სოციალური, განათლების და კულტურის პოლიტიკის სწორად წარმართვაში. ანდრიამ ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი და იმ ადამიანების ნდობა, ვის საქმესაც ის ყოველდღიურად აკეთებს. ამიტომ, ის, რა თქმა უნდა, განაგრძობს მუშაობას ჩემს მოადგილედ და ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, თბილისის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.

„მინდა, წარმოგიდგინოთ იმ სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები, რომლებიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წარმართავენ ქალაქის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში, წარმოგიდგენთ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ვალერი ჭიღლაძეს. ვალერი არის ძალიან კარგი მენეჯერი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ და ვალერი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს ბატონი – გიორგი აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება – ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილს; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს – ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ – სერგო ბირკაძეს; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება – გელა ჩივიაშვილი; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ – გიორგი პაპავას კანდიდატურას; საფინანსო საქალაქო სამსახურს კვლავ – გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ – ნიკოლოზ ჭონქაძეს;მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს – კახა გულედანი; ყველა ამ კანდიდატურას, დასამტკიცებლად წარვუდგენთ თბილისის საკრებულოს და მე მჯერა ჩვენი გუნდი, საკრებულოს უმრავლესობა, ერთხმად დაუჭერს მხარს მათ დანიშვნას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ვინაიდან ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ნდობას.

მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელების შესახებ, როგორიც არის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა, არქიტექტურა და თბილისის განვითარების ფონდი. ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს თბილისის საკრებულო არ ამტკიცებს, თუმცა ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თბილისის განვითარებაში. თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, რომელმაც უკანასკნელ წლებში ნამდვილად დაამტკიცა, რომ შეუძლია ამ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მიმართულების წარმატებით მართვა; თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ბატონ – ლევან ჯღარკავას; ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება; არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი, რომელმაც უკანასკნელ წლებში ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულების დასახვეწად და თანამედროვე სტანდარტებში მოსაქცევად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2022, 09:10

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი

„მოვისმინე ჩემი თანაპარტიელების სხვადასხვა მოსაზრება და იყო ძალიან გულწრფელი და ღია მსჯელობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებასა და სხვადასხვა დეტალის გარკვევას. ხუთშაბათს გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას იმის შესახებ თუ როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

26 იანვარი 2022, 08:49

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მეტროსადგურ „ისანში“ შშმ მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეების“ წევრები იყვნენ. მათ მშვიდობიანი აქცია შშმ პირებთან ერთად გამართეს და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორებმა ისნის მეტროსადგურში პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს. შეკრებილებმა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომა დაგმეს და სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანს სოლიდარობა გამოუცხადეს.

26 იანვარი 2022, 08:28

სამართალი

შშმ მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს წაუყენებენ

სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

26 იანვარი 2022, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

შალვა პაპუაშვილი

26 იანვარი 2022, 08:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

დღესვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის 30 წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩები დაესწრებიან.

26 იანვარი 2022, 01:54

COVID19

ევროკავშირის საბჭომ პანდემიის პირობებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით განახლებული რეკომენდაცია მიიღო

ევროკავშირის საბჭომ კოორდინირებული მიდგომის შესახებ რეკომენდაცია მიიღო, რათა პანდემიის დროს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას ხელი შეუწყოს.

ჟოზეფ ბორელი

26 იანვარი 2022, 01:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა - რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა

რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

26 იანვარი 2022, 00:47

სპორტი

ავსტრალიაში, დიდ ბარიერულ რიფზე ჩოგბურთის მოტივტივე კორტი განათავსეს🎾

Australian Open-ის დასრულების შემდეგ კორტს დაშლიან და მისგან რიფის მიმდებარედ ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში სპორტული მოედნის საფარს დაამზადებენ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სოკოს კუბო

26 იანვარი 2022, 00:25

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში ადამიანების სოკოსგან დამზადებულ კუბოებში დაკრძალვა დაიწყეს🍄

კუბოს შექმნის ტექნოლოგია ხავსის მოკრეფას, სოკოდან მიცელიუმის მიღებასა და მიღებულ მასაში მერქნის ნაფოტების დამატებას ითვალისწინებს. მასა 7 დღეში მყარდება, დასველების შემდეგ კი კვლავ აქტიურდება. ჰენდრიქსის თქმით, ეს მასალა სრულფასოვანი ორგანიზმია. კუბო ხავსით არის მოფენილი, რომელშიც ნიადაგში მობინადრე არსებებია ჩასმული, რაც გახრწნის პროცესს კიდე უფრო აჩქარებს. ასეთ კუბოში მოთავსებული ცხედარი 2-3 წელიწადში გაიხრწნება, კუბო კი 30-45 დღეში. შედეგად, მიწაში მოხვედრილი ნაწილაკები ნიადაგს გაამდიდრებს.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ელტონ ჯონი

25 იანვარი 2022, 23:59

COVID19

ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მომღერალი Instagram-ზე წერს. „კორონავირუსით დავინფიცირდი, ამიტომ დალასში დაგეგმილი ჩემი კონცერტები გადაიდება. შოუს გადატანა ყოველთვის დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს გუნდზე უნდა ვიზრუნო“, - წერს ელტონ ჯონი.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2022, 23:34

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების გაგზავნის განზრახვა, ინტერესი ან სურვილი არ აქვს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნას არ აპირებს, ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერება ნატოს ეგიდის ქვეშ უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი

25 იანვარი 2022, 23:13

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2022, 22:39

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინიდან დიპლომატების ნაწილის გაყვანა საერთოდ არ ნიშნავს გარდაუვალ ესკალაციას, ეს დიპლომატიური თამაშების ნაწილია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

25 იანვარი 2022, 22:34

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს

ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

25 იანვარი 2022, 22:10

COVID19

ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა

ნორვეგიამ ქვეყანაში შემსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ვაშაძე

25 იანვარი 2022, 21:45

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყოველ კვირას იმის გამოცხადებას, რომ „ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება, ხალხში ძალა არ აქვს

პრობლემა შეიძლება ოპოზიციაშიც იყოს - ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, ხალხში არანაირი ძალა არ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კელი დეგნანი

25 იანვარი 2022, 21:26

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ვამაყობთ, რომ დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა, რაც ჩვენთვის ძვირფასია, აშშ-ს უდიდესი ინტერესი აქვს, საქართველომ ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს

„მომდევნო 30 და შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“.

25 იანვარი 2022, 21:15

რეგიონი

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის. იმედი მაქვს, ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ პატარები და მათთვის შესაბამისი სივრცის შექმნა წარმოადგენს“. - განაცხადა დავით ნოზაძემ.