Imedi /  04 დეკემბერი 2021, 11:02 / სანდო წყარო

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.

თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით.

მომხმარებელთა ნაწილი მეორე ქვითარს მიიღებს დეკემბრის ბოლოს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დეკემბრის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში.

პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, ასევე პირები, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, ისარგებლებენ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით. ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. „თელმიკოს“ მიერ დარიცხვები განხორციელებული იქნება „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ (თბილისის არეალი) მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენებების შესაბამისად.

სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 30 დღეზე ნაკლებ პერიოდში მრიცხველის წაკითხვის შემთხვევაში, დარიცხვა უნდა განხორციელდეს მრიცხველიდან აღებული ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად და არა პირობითი დარიცხვით (საშუალოდ ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის 30-ზე გამრავლების შედეგად იმის დაშვებით, რომ აბონენტი ყოველდღიურად, საშუალოდ, ერთსა და იმავე ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს). ასევე, დაუშვებელია ნოემბრისა და დეკემბრის მოხმარების ერთიანად დაანგარიშება, 30 დღეზე მეტ პერიოდზე, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელზე შემდგომი საფეხურის ტარიფით საფასურის დარიცხვა.

მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, სიახლის შესახებ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ასევე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მომართონ სემეკს, ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).

ყველა სიახლე

კრისტინა აგილერა

22 იანვარი 2022, 00:58

კულტურა

კრისტინა აგილერამ პირველი ესპანურენოვანი ალბომი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ ესპანურენოვანი მინიალბომი La Fuerza გამოუშვა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ალბომი 6 სიმღერისგან შედგება.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2022, 00:50

მსოფლიო

აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს

რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

22 იანვარი 2022, 00:46

კულტურა

Netflix-ის კონტენტის დირექტორმა დაადასტურა, რომ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება

კომპანია Netflix-მა დაადასტურა, რომ სამხრეთკორეულ სერიალ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:29

მსოფლიო

პაკისტანში ქალს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ 26 წლის ქალს, ანიკა ატიკს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:01

ტექნოლოგიები

ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს

კომპანია Space Entertainment Enterprise (S.E.E.), რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს, აცხადებს, რომ ორბიტაზე საკუთარ კინოსტუდიას ააშენებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ალუდა ღუდუშაური

21 იანვარი 2022, 23:39

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: გახარიას რომელი აქტივობა ნახეთ ბოლოს, გარდა იმისა როცა ტელეფონით უთხრა მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქორწინების აქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი

„ხელის გულზეა, როგორ პოლიტიკურ ქორწინებაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია - მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გახარია და გახარიასაც სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 იანვარი 2022, 23:30

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს

სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება.

21 იანვარი 2022, 23:24

COVID19

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა გამოავლინეს

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაცია „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობის გამოვლენის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 23:04

რეგიონი

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ადგილზე მობილიზებული იყო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. მეხანძრე - მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მარიამ ქვრივიშვილი

21 იანვარი 2022, 22:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

გიორგი ვაშაძე

21 იანვარი 2022, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მატეუშ მორავეცკი

21 იანვარი 2022, 21:42

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ.

ანატოლი ბიბილოვი

21 იანვარი 2022, 21:12

პოლიტიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, ერთსა და იმავე ადამიანს „პრეზიდენტის“ თანამდებობის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორი ვადის განმავლობაში შეუძლია.

ავთანდილ ვარსიმაშვილი

21 იანვარი 2022, 21:00

კულტურა

ავთანდილ ვარსიმაშვილი: არასოდეს, თეატრის სფეროში არ ყოფილა ამდენი დახმარება, შანსი, როგორც არის ახლა

​„ის, რასაც ახლა მინისტრი, თეა წულუკიანი აკეთებს, ვფიქრობ, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რეჟისორმა.

21 იანვარი 2022, 20:42

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს.

ბაჩო ახალაია

21 იანვარი 2022, 20:29

სამართალი

ბაჩო ახალაია საპატიმროს 1-ელ მარტს დატოვებს

ბაჩო ახალაიას ანგარიშზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია, მათ შორის პატიმრების წამება, ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის რეზონანსულ საქმეში. უკვე დაანონსა, რომ ციხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს.

ლუი ანდერსონი

21 იანვარი 2022, 20:24

კულტურა

ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

გია აბაშიძე

21 იანვარი 2022, 20:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოლიტიკოსი გახდა

სამწუხაროა თავად გახარიასთვის, რომ ის „ლელოს“ გზას გაუყვა, რომელიც ამბობდა, რომ იყო ალტერნატიული ძალა, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდა „ნაცების“ ფლანგზე, იგივე გააკეთა გახარიამ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დავით ქართველიშვილი

21 იანვარი 2022, 20:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა. ასე აფასებს ქართველიშვილი წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობას.

სტელა კირიაკიდესი

21 იანვარი 2022, 19:57

COVID19

ევროკომისარი: თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის

თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.