04 დეკემბერი 2021, 14:55 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი: მესიანიზმის დრო წავიდა, შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ჩვენ ხალხისთვის უნდა ვიზრუნოთ და არა უტოპიური რაღაცებისთვის. მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება!, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას სინანულისა და შენდობის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ღმერთი და ღვთისმშობელი იფარავს. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს, ჩვენ გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგაც ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ. უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ, უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანასა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ და აღსარებას რატომ ვამბობთ? - იმიტომ, რომ ვაშავებთ, ვაფუჭებთ. როცა ვაშავებ, ჩემს თავს ხომ ვუშავებ და სიკვდილი ხომ შემოდის ჩემში იმ ცოდვის გამო? თუ არ მივედი, აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე, თუ გამოსწორებისთვის არ ვიზრუნე, აბა, როგორ დაიწვება ჩემი ცოდვების მიმართ მიდრეკილებანი? ასე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენგანმა.

ლამაზი ერი ვართ. ჩემი ქვეყნიდან რომ მივდივარ-ხოლმე, რამდენიმე დღეში ისე მენატრება, დიდხანს ვერ ვჩერდები. ზოგჯერ იძულებითაც გადიხარ, რომ შენი ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთო.

ღმერთმა დაგლოცოთ და აგიხილოთ გონების თვალი! უფალმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი, ჩვენი მთავრობა და მხედრობა, ეკლესიის თითოეული შვილი თუ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს, ღმერთი და დედაღვთისმშობელი უყვარს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

ყველა სიახლე

გზები თოვლი ტრაქტორი

26 იანვარი 2022, 09:32

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

26 იანვარი 2022, 09:22

პოლიტიკა

დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე დღეს იმსჯელებენ

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალ პროექტს მოამზადებენ ქართველი პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთობლივ საბოლოო ტექსტზე პოზიციების შესაჯერებლად შეხვედრას დღეს გამართავენ.

26 იანვარი 2022, 09:10

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი

„მოვისმინე ჩემი თანაპარტიელების სხვადასხვა მოსაზრება და იყო ძალიან გულწრფელი და ღია მსჯელობა. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებასა და სხვადასხვა დეტალის გარკვევას. ხუთშაბათს გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას იმის შესახებ თუ როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

26 იანვარი 2022, 08:49

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მეტროსადგურ „ისანში“ შშმ მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეების“ წევრები იყვნენ. მათ მშვიდობიანი აქცია შშმ პირებთან ერთად გამართეს და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორებმა ისნის მეტროსადგურში პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს. შეკრებილებმა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომა დაგმეს და სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანს სოლიდარობა გამოუცხადეს.

26 იანვარი 2022, 08:28

სამართალი

შშმ მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს წაუყენებენ

სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

26 იანვარი 2022, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

შალვა პაპუაშვილი

26 იანვარი 2022, 08:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

დღესვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის 30 წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩები დაესწრებიან.

26 იანვარი 2022, 01:54

COVID19

ევროკავშირის საბჭომ პანდემიის პირობებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით განახლებული რეკომენდაცია მიიღო

ევროკავშირის საბჭომ კოორდინირებული მიდგომის შესახებ რეკომენდაცია მიიღო, რათა პანდემიის დროს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას ხელი შეუწყოს.

ჟოზეფ ბორელი

26 იანვარი 2022, 01:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა - რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა

რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

26 იანვარი 2022, 00:47

სპორტი

ავსტრალიაში, დიდ ბარიერულ რიფზე ჩოგბურთის მოტივტივე კორტი განათავსეს🎾

Australian Open-ის დასრულების შემდეგ კორტს დაშლიან და მისგან რიფის მიმდებარედ ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში სპორტული მოედნის საფარს დაამზადებენ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სოკოს კუბო

26 იანვარი 2022, 00:25

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში ადამიანების სოკოსგან დამზადებულ კუბოებში დაკრძალვა დაიწყეს🍄

კუბოს შექმნის ტექნოლოგია ხავსის მოკრეფას, სოკოდან მიცელიუმის მიღებასა და მიღებულ მასაში მერქნის ნაფოტების დამატებას ითვალისწინებს. მასა 7 დღეში მყარდება, დასველების შემდეგ კი კვლავ აქტიურდება. ჰენდრიქსის თქმით, ეს მასალა სრულფასოვანი ორგანიზმია. კუბო ხავსით არის მოფენილი, რომელშიც ნიადაგში მობინადრე არსებებია ჩასმული, რაც გახრწნის პროცესს კიდე უფრო აჩქარებს. ასეთ კუბოში მოთავსებული ცხედარი 2-3 წელიწადში გაიხრწნება, კუბო კი 30-45 დღეში. შედეგად, მიწაში მოხვედრილი ნაწილაკები ნიადაგს გაამდიდრებს.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ელტონ ჯონი

25 იანვარი 2022, 23:59

COVID19

ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მომღერალი Instagram-ზე წერს. „კორონავირუსით დავინფიცირდი, ამიტომ დალასში დაგეგმილი ჩემი კონცერტები გადაიდება. შოუს გადატანა ყოველთვის დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს გუნდზე უნდა ვიზრუნო“, - წერს ელტონ ჯონი.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2022, 23:34

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების გაგზავნის განზრახვა, ინტერესი ან სურვილი არ აქვს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნას არ აპირებს, ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერება ნატოს ეგიდის ქვეშ უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი

25 იანვარი 2022, 23:13

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2022, 22:39

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინიდან დიპლომატების ნაწილის გაყვანა საერთოდ არ ნიშნავს გარდაუვალ ესკალაციას, ეს დიპლომატიური თამაშების ნაწილია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

25 იანვარი 2022, 22:34

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს

ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

25 იანვარი 2022, 22:10

COVID19

ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა

ნორვეგიამ ქვეყანაში შემსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ვაშაძე

25 იანვარი 2022, 21:45

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყოველ კვირას იმის გამოცხადებას, რომ „ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება, ხალხში ძალა არ აქვს

პრობლემა შეიძლება ოპოზიციაშიც იყოს - ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, ხალხში არანაირი ძალა არ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.