imedi /  10 იანვარი 2022, 16:16 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, დღევანდელი მისი სათქმელი გამოსამშვიდობებელი მადლობაა.

„ღრმა მწუხარება მინდა (და არა მხოლოდ - უნდა) გამოვხატო ბატონი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ის არა მხოლოდ მწარედ დაგვაკლდება კარგი პოეზიითა და საზოგადო საქმით, ის დაგვაკლდება ასევე, როგორც სარკე, რომელიც, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხანგამოშვებით ჩაწერდა თავის მონოლოგს და იტყოდა... იტყოდა სათქმელს. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ისეთი სათქმელები იყო, რომელთან მიმართებაშიც, „მოდურ“ მავანს გამოხატვის თავისუფლება გამოყენებადი არ ეგონა, რადგან ეს თავისუფლება მხოლოდ ასეთ მავანთათვის შექმნილი ხილი ჰგონია ზოგს.

მაგრამ ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ჩემი დღევანდელი სათქმელი გამოსამშვიდობებელი მადლობაა.

მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას და არაერთხელ კიდევ - მხარდამჭერი სიტყვების თქმას. ამ სიტყვებს უფრო შემოძახებად აღვიქვამდი, რაც ადამიანს, რაც არ უნდა „მაგას რა მოუვა“ იყოს, აუცილებლად სჭირდება.

უფრო მეტიც, თქვენ იყავით თქვენი თაობის იმ სულ რამდენიმე წარმომადგენლიდან ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკაში ჩართულ, უმცროსი თაობის ქალს ეტყოდა, რომ არ უნდა დაეცეს, ვინც იცოდა, რომ ხანდაზმულ ასაკში არა ახლის წამოწყების, არამედ - გადახედვისა და გადასინჯვის დროა, შენზე უმცროსის მხარდაჭერის დროა, და იმის გამხნევების დროა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, შენ რომ წახვალ... ამ ძალას ყველა ვერ პოულობს თავის თავში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული“, - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2022, 09:24

საზოგადოება

მეტეხის გვირაბში დასუფთავების აქცია ჩატარდა

ადგილზე მობილიზებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

იენს სტოლტენბერგი

25 იანვარი 2022, 09:16

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს

მისი თქმით, ნატო კვლავ მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ალიანსი არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კონფლიქტის რისკი რეალური რჩება და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოუწოდებს.

25 იანვარი 2022, 08:58

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას.

ჟოზეფ ბორელი

25 იანვარი 2022, 08:44

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

25 იანვარი 2022, 08:31

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

25 იანვარი 2022, 08:20

ეკონომიკა

„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ამასთან, უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა მნიშვნელოვანი, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, მართვადი რისკია. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, შესაბამისად, 6.8-სა და 14.1 პროცენტს შეადგენდა.

25 იანვარი 2022, 08:08

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,

გია არაბიძე

25 იანვარი 2022, 08:01

ეკონომიკა

დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანერგვა

როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით, ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.

ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონი

25 იანვარი 2022, 01:30

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 იანვარი 2022, 00:51

ტექნოლოგიები

კვლევა: ჭარბი წონა ქალებში მათი ბაბუების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება

კვლევის შედეგების შეჯამებისას ავტორებმა დამტკიცებულად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭის ორგანიზმზე გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედებას მომდევნო თაობებზე გავლენის ქონა შეუძლია. ამგვარად, ბავშვებში ჭარბი წონა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული მათ კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან, არამედ მათი წინაპრების ცხოვრების წესის შედეგი აღმოჩნდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 იანვარი 2022, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ყოველთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ჩვენი მთავრობა, - ღია კარების მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვან

ოპოზიცია ღია კარების მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვას, უფრო საგნობრივი და კონკრეტული საკითხია განცხადების და რეზოლუციის მიღება - ინტერფრაქციული შედეგი უნდა იყოს, სადაც ნატო-ს საკითხიც უნდა იყოს ასახული კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

25 იანვარი 2022, 00:21

მსოფლიო

აშშ-მა 8 500-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ

პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

25 იანვარი 2022, 00:16

სამართალი

ლევან ნიკოლეიშვილი: მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას, სასწრაფოდ ადეკვატური პასუხი გასცეს საზოგადოებრივ მღელვარებას, გვერდზე გადადოს პირადი პოლიტიკური გემოვნება და გეგმები და მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ყოველი წამი, როცა შშმ პირის უმოწყალოდ მცემელი ადამიანი თავისუფალია, სწორედ ლონდა თოლორაიას სინდისზეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 იანვარი 2022, 23:52

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი კოტროლის ქვეშ არის - პანიკის მიზეზი არ არსებობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობენ.

ნიკოლ ფაშინიანი

24 იანვარი 2022, 23:05

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, თუმცა დოკუმენტი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს.

დავით ზალკალიანი

24 იანვარი 2022, 22:47

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო ნატოში რომ შევიდეს, ოპონენტებს ესეც არ გაუხარდებათ

ოპონენტები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ისინი არიან უფრო პატრიოტები, უფრო მეტად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლება თითქოს ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიმართ მავნებლური პოზიცია ჩამოაყალიბოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

24 იანვარი 2022, 22:45

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები - ნატოს კარი ღია რჩება

ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი წარმომადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას განვიხილავთ, რაც ნატოს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას შეიძლება მოიცავდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

24 იანვარი 2022, 21:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

„გულითადად ვულოცავ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საერთო ღირებულებების, მიზნებისა და დღის წესრიგის წინსვლისთვის“, - წერს პაპუაშვილი.

ჯო ბაიდენი

24 იანვარი 2022, 21:25

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას, მათ შორის უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობას განიხილავს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2022, 21:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ის, რაც რუსეთთან და უკრაინასთან ხდება, არასდროს მოხდებოდა ჩემი ადმინისტრაციის პირობებში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს მოხდებოდა.