21 იანვარი 2022, 09:54 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 იანვარს ქუთაისში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, მოთოვს. ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში გამოიდარებს. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

მესტიაში თოვლი და -7 გრადუსი, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით -1 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაიწევს.

0 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -11 გრადუსი დაფიქსირდება. თოვას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -16 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -14 გრადუსი იქნება. მოთოვს.

გუდაურშიც მოთოვს. დღისით -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -5 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს სიღნაღშიც. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ბატონი ივანიშვილის მიერაა დაწყებული ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას უკავშირდება

ჩადიან ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, როგორმე ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული აბსტრაქტული, ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები დამაბნეველია, თუმცა მას სჯერა, რომ ქართველ ხალხს და ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი არ ექნებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, არ იყოს ასახული

რამდენიმე დღის წინ, როცა ბრიუსელი ვიყავი, ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპიზიციის წარმომადგენლები და და გვეუბნებიან, რამენაირად იქნება არ იქნეს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში - ასეთი მავნებლობა და ქვეყნის მტრობა უბრალოდ დანაშაულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ - წალენჯიხის მოსახლეობა ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს

„როდესაც, წინა საარჩევნო კამპანიის დროს დავდიოდი რეგიონებში, მაშინ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენელს, გამოჩნდებოდა, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილება არ მიიღებდნენ. ფაქტი სახეზეა - წალენჯიხის მერმა სამწუხაროდ დაარღვია და წალენჯიხის მოქალაქეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო პროგრამებით ესარგებლათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოსი

ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში, კანონის უზენაესობაა დაცული და არცერთი ადამიანი არაა კანონზე მაღლა, მაშინ კითხვები არ უნდა გაგვიჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს - ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს - ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ნღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:43

პოლიტიკა

პრემიერი: მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მანქანით გადავადგილდები

„მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია. მე და ჩემი ოჯახის წევრებს რომ მადარებთ, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

21 მაისი 2022, 18:20

რეგიონი

მთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა, ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს, რომელთაც სოფელ ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა მიწა აქვთ რეგისტირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” სარგებლობენ.

გია აბაშიძე

21 მაისი 2022, 17:50

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძეს: წადი, დითირამბები მიუძღვენი ბელად სააკაშვილს! ეგ უფრო მეტ-ნაკლებად გამოგდის

ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ სტატუსს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2022, 17:25

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დერეკ შოლე ან საერთოდ არ იცნობს აქაურ მედიის მდგომარეობას ან იმ ცნობილი „შემადგენლობის“ ჩაწოდებული კლიშეებით და დეზინფორმაციით იკვებება

2012 წლიდან რომელი და რამდენი მედია დაიხურა საქართველოში ხელისუფლების ჩარევით? მე ვიცი რომ არცერთი, გახსნით კი ბევრი გაიხსნა. ვინც ჩვენს ტელესივრცეს თვალს ადევნებს, ვის შეუძლია მოუბრუნდეს ენა, და თქვას, რომ იქ დებატების სივრცე შეზღუდულია?- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადების შესახებ, სადაც მწუხარებას გამოთქვამს მედიის თავისუფლების და ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო.

21 მაისი 2022, 17:21

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

ჯო ბაიდენი
ენტონი ბლინკენი

21 მაისი 2022, 17:08

მსოფლიო

რუსეთმა ჯო ბაიდენსა და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

21 მაისი 2022, 17:02

რეგიონი

მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

21 მაისი 2022, 16:32

პოლიტიკა

დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

„საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები“.

ანა ბუჩუკური

21 მაისი 2022, 16:13

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არ სურს თითქოს, ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს

ზუსტად ახლა, როცა რამდენიმე დღე არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, აუცილებელი არის ერთიანობა და ამ ერთიანობის მოთხოვნას ბუნებრივია, აკვირდებიან ჩვენი მოკავშირეები. ერთიანობა და კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ დიახ, ყველას გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

21 მაისი 2022, 16:00

საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს

ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს. კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტარატეგიის მოტივით, უკანონოდ ასპონსორებს ექიმებთან შეხვედრებს, რომელთა მიზანია მოდერნიზებული, ახალი ტიპის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაცია, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიმართვაშია ნათქვამი.

21 მაისი 2022, 15:55

სამართალი

ავტობუსში მამაკაცმა მეუღლე შვილების თვალწინ ყელის არეში დაჭრა

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

21 მაისი 2022, 15:50

რეგიონი

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

21 მაისი 2022, 15:39

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს მუზეუმის გიდმა კლარა გელაშვილმა უმასპინძლა და მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალა.

ჯო ბაიდენი

21 მაისი 2022, 15:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა.