21 იანვარი 2022, 11:39 / სანდო წყარო

„ჯეოქეისმა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდიდან დემოკრატიაზე გადასვლის გამოცდილების შესახებ ვებინარს უმასპინძლა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ვებინარი თემაზე „აპარტეიდის დემოკრატიით შეცვლის სამხრეთ აფრიკული გამოცდილება: მიღწევები, მიმდინარე გამოწვევები და გაკვეთილები გლობალური საზოგადოებისთვის“ გაიმართა. ვებინარს საპატიო სტუმარი, როლფ მაიერი გაუძღვა. იგი ორგანიზაციის In Transformation Initiative (ITI) დამფუძნებელი დირექტორია, გახლდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი და მთავარი პირი იმ ისტორიული მოლაპარაკებების პროცესისა, რომელმაც დაასრულა აპარტეიდი.

ვებინარს მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა. მან სტუმარი საზოგადოებას წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქართველი აუდიტორიისა და ექსპერტთა წრისათვის ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც საშუალებას მისცემდა აუდიტორიას სამხრეთ აფრიკა დაენახა არა მხოლოდ აპარტეიდის დასრულების ჭრილში, არამედ გაეგო ქვეყნის შიდა პოლიტიკისა და საგარეო ურთერთობების შესახებაც.

როლფ მეიერმა მოკლედ მიმოიხილა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმი და მსმენელებს საკუთარი ისტორიის შესახებაც უამბო, თუ როგორ ფუნდამენტურად შეიცვალა აპარტეიდის მხარდამჭერ ძალზე კონსერვატიულ ოჯახში აღზრდილმა ადამიანმა მსოფლმხედველობა და მოგვიანებით პოლიტიკით მხოლოდ იმ მიზნით დაკავდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები განეხორციელებინა აპარტეიდის დასასრულებლად. ცვლილებებზე მუშაობა კი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის - ნაციონალური პარტიის წევრად აირჩიეს.

„ზოგი ამბობს, რომ ცვლილებების მოხდენა შეუძლებელია, მე კი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ ეს შესაძლებელია, თუ საქმისათვის თავს გადადებ და მას დიდი შინაგანი რწმენით მიუდგები“, - აღნიშნა მან.

სიტყვით გამოსვლისას, როლფ მეიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას, 1989-1994 წლებში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, ფრედერიკ ვილემ დე კლერკისა და არქიეპისკოპოსის, დესმონდ ტუტუს ისტორიულ დამსახურებას აპარტეიდის დასრულების შემდგომ სამხრეთ აფრიკის ხალხებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მიღწევის კუთხით.

„თუ მსგავს ვითარებაში ლიდერობა გსურთ, მტკიცე შინაგანი რწმენა უნდა გაგაჩნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ოპორტუნიზმით ვერ შესძლებთ დაარწმუნოთ სხვები და გაუძღვეთ მათ. ბევრი პოლიტიკოსი მინახავს, რომელთაც, შესაძლოა, კარგი განზრახვები ჰქონდათ, მაგრამ ოპორტუნისტული მიდგომებით და შინაგანი რწმენის არქონის გამო ვერაფერს გახდნენ“, - განაცხადა როლფ მეიერმა.

მან რეჟიმის ცვლილების შემდეგ პოლიტიკური ძალადობის აღმოფხვრაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემის გარშემო სამოქალაქო საზოგადოების, პროფკავშირების, ბიზნეს საზოგადოებისა და სხვა წრეების საკუთარი ინიციატივით გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა კონსესუსის მიღწევა და ხელი მოეწერა ეროვნულ სამშვიდობო შეთანხმებასაც, რომლის მეშვეობითაც შეწყდა პოლიტიკური ძალადობა და მოხერხდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. დღესდღეობით კი საზოგადოების ბაზისურ დონეზე წარმატებით წარმოებული დიალოგის კონცეფციას სამხრეთ აფრიკა იმ ქვეყნებსაც უზიარებს, რომელთაც მსგავსი შიდა კონფლიქტები გააჩნია.

როლფ მეიერის თვალსაზრისით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზოგადოების გახლეჩილ მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა, ესენია: მოლაპარაკებების პროცესის ინკლუზიურობა, მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება, ინიციატივებსა და შედეგებზე პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღება. შედეგად აპარტეიდის რეჟიმიდან დემოკრატიულ ფორმაციაზე მშვიდობიანი გადასვლა მოხერხდა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო პროცესის გამჭვირვალობა და მასში მედიის გადამწყვეტი როლი - კონსტრუქციული მიდგომა და პროგრესისადმი ინტერესი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, როლფ მეიერის აზრით, ისეთივე წარმატებით ვერ განხორციელდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია და, შესაბამისად, სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური მოდელი რეფორმირებას საჭიროებს.

ღონისძიების მოდერატორმა, ვიქტორ ყიფიანმა დასკვნით ნაწილში მადლობა გადაუხადა სტუმარს უაღრესად საინტერესო და ინფორმატიული ვებინარისთვის და აღნიშნა, რომ ქართველ აუდიტორიას შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა უფრო დეტალურად გაცნობოდა სამხრეთ აფრიკის მშვიდობის, შერიგებისა და კომპრომისის მიღწევის გამოცდილებას. ასევე, მიეღო ძალზე პრაქტიკული რჩევები ესოდენ მაღალი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე პირისაგან.

ვებინარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/33TU5r4

ყველა სიახლე

ნედ პრაისი

18 მაისი 2022, 00:10

მსოფლიო

ნედ პრაისი: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ - ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა

ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 23:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვინც ოპოზიციურად განწყობილია, პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი - რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს. შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

17 მაისი 2022, 23:37

ტაბლოიდი

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს 🍺

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს - ქალაქ სავონლინაში მდებარე ლუდსახარშმა Olaf Brewing-მა გამოუშვა ლუდი Otan olutta, რომლის გაყიდვაც 16 მაისიდან დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს.

17 მაისი 2022, 23:20

საზოგადოება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო

გელათის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ტაძარს ნესტი უნდა მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კედლის მხატვრობა განადგურდება. სამუშაო პროცესი გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ იუნესკოს კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მთლიანი ტაძრის გადახურვა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

17 მაისი 2022, 22:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

17 მაისი 2022, 22:45

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰალილ ეთიემეზთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

17 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს.

17 მაისი 2022, 21:50

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 83-ე დღეს

264 აზოველი სამხედრო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულია, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამით არ იკეტება. ქარხნის ბუნკერებში ისევ რჩებიან მებრძოლები, რომელთა გამოყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

17 მაისი 2022, 21:34

საზოგადოება

საპატრიარქო: დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში

დღევანდელ დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ოჯახისა და მშვიდობის თემებს.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2022, 21:13

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟან ასელბორნი

17 მაისი 2022, 20:44

მსოფლიო

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა ბაზრის მენტალიტეტი გამოავლინა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკული რეაქცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი იქნება, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა.

შორენა შავერდაშვილი

17 მაისი 2022, 20:41

საზოგადოება

შორენა შავერდაშვილი: სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის

სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის, - ამის შესახებ მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა განაცხადა.

17 მაისი 2022, 20:35

საზოგადოება

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ გაიხსნა

ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან კერძო სექტორიდან, ლიბერთი ბანკთან და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან. ღონისძიება ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე: რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბააკაშვილმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გელაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტროს სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ღოღელიანმა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2022, 20:24

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ის, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საშუალება, ეს არის ძალიან მკაფიო სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვას სახალხო დამცველმა

ძალიან სამწუხაროა, როდესაც არსებობს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთი სტანდარტით უდგება იმ ტელეკომპანიებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ესიმპათიურება და მეორე სტანდარტია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელი

17 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან

ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ანა მალიარი

17 მაისი 2022, 19:46

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

საული ნიინისტე მაგდალენა ანდერსონი

17 მაისი 2022, 19:21

მსოფლიო

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.

რობერტა მეცოლა და ირაკლი ღარიბაშვილი

17 მაისი 2022, 19:21

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, - წერს მეცოლა.

17 მაისი 2022, 19:20

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

17 მაისი 2022, 19:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის კონტექსტშია თვალსაჩინო

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის კონტექსტშია თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, ამ თემაზე იყო საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ორმხრივ ფორმატში გვაქვს საკითხების ფართო სპექტრი და შევეცადეთ ძირითად პრიორიტეტებზე გვესაუბრა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.