21 იანვარი 2022, 13:25 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ზურაბ აზარაშვილი
ფატმა ჯერენ იაზგანი

ზურაბ აზარაშვილი
ფატმა ჯერენ იაზგანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმას შეხვდა.

მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც წამლის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა covid 19- ის მართვის მექანიზმებზე იმსჯელეს. ზურაბ აზარაშვილმა თურქეთის ელჩს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ყველა სიახლე

19 მაისი 2022, 16:12

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დმიტრო კულება

19 მაისი 2022, 16:00

მსოფლიო

კულება: არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რაც უკრაინის მიმართ მეორეხარისხოვან მოპყრობას ცხადყოფს და უკრაინელების გრძნობებს შეურაცხყოფს

სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

19 მაისი 2022, 15:58

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პიანისტ ლექსო თორაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდა, სადაც პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

19 მაისი 2022, 15:51

ეკონომიკა

სემეკმა „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა.

19 მაისი 2022, 15:42

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ნახიდურის სკოლას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ეწვია.

ვახტანგ ცინცაძე

19 მაისი 2022, 15:33

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს

წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ ადგილობრივი ექსპორტის ბოლო მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

ჯო და ჯესი

19 მაისი 2022, 15:29

ტაბლოიდი

ბრიტანელმა წყვილმა ლატარიაში £184 მილიონი მოიგო

ჯო და ჯეს ტვეიტები მოგებული თანხით საკუთარი ოცნებების ასრულებას გეგმავენ - შვილების მომავლის უზრუნველყოფას, სახლის აშენებას და სამოგზაუროდ წასვლას. ჯო 49 წლისაა, მისი ცოლი ჯესი კი 44-ის. წყვილს 2 საერთო შვილი ჰყავს.

19 მაისი 2022, 15:15

პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება „რეფერენდუმზე“: გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში და ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ გადაწყვეტილების მიღება

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:59

საზოგადოება

„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტისგან ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს

ჯგუფის წევრების თქმით, ოფიციალური განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს, რაზეც პასუხად მოკლე ინფორმაცია მიიღეს.

ზაალ ანჯაფარიძე

19 მაისი 2022, 14:54

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე დღევანდელ აქციაზე: ეს ის „ურნალისტები“ არიან, კომფორტში რომ იყვნენ „ნაცების“ დროს დამონებული მედიის პირობებში და გვარიან ფულსაც და სხვა სარგებელს ქაფავდნენ „მიშას ტელეარხებზე“

„ამაზრზენი სანახავი იყო დღეს „მერიოტთან“ შეკრებილი პირწაკრული ნაც-ურნალისტების „შაბაში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაკავების გამო ჟურნალისტების გამართულ საპროტესტო აქციას.

19 მაისი 2022, 14:47

საზოგადოება

მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, იმისთვის რომ ჰქონდეთ აღქმა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

„განწყობა არის ასეთი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს განხილული ამ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და გერმანიის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება, იყოს ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია. ჩვენი მიზანია ეს გადაწყვეტილება ივნისში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული. გერმანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ბუნდესტაგში აქტიურად მუშაობენ და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან კომუნიკაცია და დისკუსია, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ აღქმა თუ როგორ ხედავს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

19 მაისი 2022, 14:34

სამართალი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება ვიდეომასალას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა უწყებაში გამართული ბრიფინგი.

19 მაისი 2022, 14:34

პოლიტიკა

მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

კომპანია „ბორჯომი საქართველო“

19 მაისი 2022, 14:32

რეგიონი

„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს გახსნილი სამივე ქვეყნისთვის

გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს მინიჭებული და გახსნილი სამივე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:26

მსოფლიო

მოლდოვის ექსპრეზიდენტზე კორუფციის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგორ დოდონი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. საქმე ეხება 2019 წელს გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს, კადრები მოლდოვას დემოკრატიული პარტიის მაშინდელ ლიდერთან ვლადიმერ პლახოტნიუკთან შეხვედრას ასახავს.

19 მაისი 2022, 14:19

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა

„მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

19 მაისი 2022, 14:09

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ქალაქ გალაცში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში მერმა ასოციაცია „ტექნოპოლ გალაცთან“ მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ლაშა ტალახაძე

19 მაისი 2022, 14:00

სპორტი

ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელებისთვის, ხმის მიცემა მიმდინარეობს. როგორ შეგიძლიათ ლაშა ტალახაძის მხარდაჭერა

ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენდად, გამოკითხვა მიმდინარეობს. ნომინანტთა შორისაა მსოფლიოს მრავალგზის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც.