28 იანვარი 2022, 13:33 / სანდო წყარო

Paragraph Resort & Spa Shekvetili ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას.

Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში Paragraph Resort & Spa Shekvetili აღნიშნავს, რომ პარაგრაფის მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით მოქმედებს სასტუმროს გახსნის დღიდან.

„ბევრი ვიფიქრეთ სანამ ამ წერილს დავწერდით, თუ რამდენად უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი გასულ კვირას, ერთ-ერთ გვერდზე დადებულ პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ ვამჯობინეთ უპასუხოდ არ დაგვეტოვებინა ჩვენი ყოფილი თანამშრომლების ცილისმწამებლური ბრალდებები.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ პარაგრაფის მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით ვმოქმედებთ სასტუმროს გახსნის დღიდან. შედეგად, ჩვენი სასტუმრო არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც საუკეთესო სასტუმრო ევროპაში სტუმრების კმაყოფილების კუთხით. რაც შეეხება თანამშრომლებზე და მათ სამუშაო პირობებზე ზრუნვას, უხერხულად მიგვაჩნია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იძულებული ვართ გავასაჯაროოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ:
დავიწყოთ იმით, რომ სასტუმროში ხელფასის კორექტირება ხდება საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით და აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს სასტუმროში არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ აქვს პოსტში მითითებული ხელფასი, შესაბამისად ეს ინფორმაცია მოძველებულია არ შეესაბამება სინამდვილეს
გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველოში კოვიდ რეგულაციების გამო სასტუმროებმა შეწყვიტეს ოპერირება და შესაბამისად პარაგრაფ შეკვეთილმაც 4 თვით შეწყვიტა მუშაობა - ჩვენი სასტუმრო იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი), რომელიც სრულად გასცემდა ხელფასებს ყველა თანამშრომელზე. პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი, უაღრესად რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად არ მომხდარა არც ერთი შტატიანი თანამშრომლის შემცირება ან მათთვის ანაზღაურების დაკლება.
სასტუმროს არსებობის პერიოდში (გარდა 2020 წლისა - პანდემიის გამო), პარაგრაფი არის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც ყოველწლიურად გაიცა პრემია-დანამატი მე-13 ხელფასის სახით და არა ერთხელ, განსაკუთრებული ფინანსური შედეგების საფუძველზე, დარიგდა დაუგეგმავი ერთჯერადი პრემიები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სარგებლობენ 1 საათიანი შესვენებით, კვებისა და ხანმოკლე დასვენებისთვის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაფეტერიასა და მოსვენების ოთახში.
ჩვენი გუნდის წევრებისთვის დანიშნული გვაქვს 4 მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება (ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი) და მათ ემსახურებათ უახლესი ტრანსპორტი. ჩვენი თანამშრომლების მაქსიმალური კომფორტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში.
არანაკლები ყურადღება ენიჭება თანამშრომლების განვითარებას, და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის ვთავაზობთ უფასო პროფესიულ სწავლებას, მათ შორის უცხო ენის კურსებს.
აღარაფერს ვამბობთ იმ წახალისებებზე, გარე აქტივობებსა და „team-building“-ებზე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს დასუფთავების სამსახურის განყოფილებაში.
დამატებით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი თანამშრომლების აზრი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გათვალისწინებული, სასტუმროში ტარდება ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვა, სადაც თანამშრომლებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა შეაფასონ მათი ხელმძღვანელები და სამუშაო პირობები. აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის დეკემბერშიც, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 95% ზე მეტმა თანამშრომელმა და წელსაც დასუფთავების სამსახური უმაღლესი კმაყოფილების ინდექსით (100 დან 91%)-ით პირველ ადგილზე გავიდა.
აქვე სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ სასტუმრო პარაგრაფში ზედმეტად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება თანხობრივად ან ე.წ. ანაზღაურებადი დღე მაგიერის (რიგ გარეშე დასვენების დღეების) სახით. ხოლო სამუშაოს აღწერილობა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული 14-16 ოთახის დალაგება - როგორც ანონიმური წყარო იუწყება - ჩვენთან ხშირად დაყვანილია ვციტირებთ „10-12 ოთახზე.“ ხარისხის კონტროლის და ხარვეზების გამოსწორების პროცედურების განხილვა ხდება წინასწარ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო უშუალოდ ხელშეკრულებაში გაწერილია სამუშაო საათები და შესაბამისი ანაზღაურება.
პარაგრაფ შეკვეთილში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოებას, შესაბამისად სასტუმროს ტერიტორიაზე გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული ქიმიკატები და ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სათანადო აღჭურვილობით და მათი გამოყენების ინსტრუქციით.
ჩვენი კომპანიის მთავარი ფასეულობაა თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის სათანადო სამუშო გარემოს შექმნა, რაც ყოველდღიურად ხორციელდება. თუმცაღა, ყველა კითხვის ამოწურვის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა თანამშრომლის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (თუნდაც თვეების და წლების წინ წასულების) აუცილებლად მოხდება ფაქტების სრული გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“ - ნათქვამია წერილში.

ყველა სიახლე

26 მაისი 2022, 14:39

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2022, 14:30

პოლიტიკა

კარლ ჰარცელის ვარაუდით, ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს

„მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და პატივი მივაგო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს აქ ვიხილეთ. ისინი ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს მსოფლიოს მასშტაბით: ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე. ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო 2-3 კვირის ვადაში მოხდება“, - განაცხადა ჰარცელმა.

26 მაისი 2022, 14:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: 26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:28

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას

„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

26 მაისი 2022, 14:26

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია - ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ; ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გავაკეთეთ და დიდი იმედით ველოდებით, რომ ძალიან მალე ევროკავშირისგან დადებითი პასუხი იქნება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყანა ამ დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხის მოლოდინშია.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:18

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: გზა ევროპისკენ არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.

26 მაისი 2022, 14:06

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარს დაეთმო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

ავთანდილ კასრაძე

26 მაისი 2022, 14:01

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ ტექნოპარკის ერთგვარი მინიმოდელი, სადაც, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს ტექნოლოგიურ მიღწევებს და ისწავლონ ინოვაციური პროდუქტების შექმნა

სხვადასხვა სივრცესთან ერთად, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

26 მაისი 2022, 13:58

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს

„გილოცავთ 26 მაისს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! დამოუკიდებლობა მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს აღებული“, -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 13:53

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასა და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:47

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ წულუკიძე

26 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძე: ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება

„დღეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში, გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ გადავრჩეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო მაყურებლისთვის მიმართვა „ტელეიმედის“ წამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ეთერს დაუბრუნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო ევროპისაგან ელის პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდა. ვიდეო

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჰიმნი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი შესრულდა. ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქო და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა შეასრულეს.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:24

პოლიტიკა

პრემიერი: სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ჩვენს თანამედროვეთა შორის ის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას

„სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა

„ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.