12 მაისი 2022, 16:38 / სანდო წყარო

მეუფე შიო: უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს

მეუფე შიო

მეუფე შიო

ეს ორი მოვლენა, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის ხსენება, ერთმანეთისგან განუყოფელია... უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების ხსენება და ასევე დღეს გახლავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.
დღეს ჩვენ ვადიდებთ, ვნატრით და ვიხსენიებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომელმაც პირველმა იქადაგა ქრისტეს სახარება საქართველოში, გამოგვიყვანა ჩვენ წარმართობის წყვდიადისგან, დააფუძნა ჩვენთან პირველი ეკლესიები და ქრისტეს ნათლით განგვანათლა ჩვენ ყველა, ჩვენი ერი.

ეს ორი მოვლენა, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის ხსენება, ერთმანეთისგან განუყოფელია. თქვენ გახსოვთ, „ქართლის ცხოვრებაში“ როგორ არის აღწერილი ეს უდიდესი მოვლენა. როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ქალწულმაც მოისურვა წილის ყრაში მონაწილეობა და მას საქადაგებლად ხვდა ჩვენი სამშობლო, მაგრამ უფალი იესო ქრისტე შეაჩერებს მას და ეტყვის ასეთ სიტყვებს, რომ „მე არ უგულებელვყოფ შენდამი წილხვდომილ ერს, რომელიც არის ერი საზეპურო, ხოლო შენ შენს ნაცვლად წარავლინე წმინდა ანდრია მოციქული და თან წარატანე ხატი შენი“ ასეთი სიტყვებია.

შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული აი, ამ ლოცვა-კურთხევას გადასცემს წმინდა ანდრია მოციქულს და აუწყებს, რომ „გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასვენო სახე ჩემი სახიერისა ძისა ჩემისა ქვეყანასა ჩემსა წილხვდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელი ცხოვრებისა მათისა და ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ; და არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს მათ“. ასეთი საოცარი სიტყვებია, რომ „არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს ქართველთა ერსა და მე ვიქნები განმგებელი მათი ცხოვრების, და ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ“.

აი, ეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ორი დიდი ნიშანი იმ ზეპურობისა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ესაუბრება. ეს ჩვენი ზეპურობის ნიშნები, რა თქმა უნდა, კიდევ სხვაც არის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის მობრძანება და დავანება საქართველოში, მცხეთაში და კიდევ სხვა ნიშნები, რომლებიც ავლენენ უდიდეს სიყვარულს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ჩვენდამი, ჩვენი ერისადმი, ავლენენ განსაკუთრებულ მფარველობასა და სიყვარულს; და ჩვენ დღეს ვმადლობთ ამისთვის ღვთისმშობელს, უფალს და ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ესოდენ დიდი მადლი და წყალობა, მაგრამ ალბათ - არაფრით. საერთოდ, ეს ღვთის წყალობაა მხოლოდ და მისი სიყვარულია. როგორ ნამდვილი სიყვარული ვერასდროს უპასუხებს ამ შეკითხვაზე, თუ „რისთვის მიყვარს, რატომ მიყვარს“, ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს „რისთვის და რატომ“. ამ ყველაფერზე აღმატებულია. დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულთან დაკავშირებით იყო წაკითხული სახარება, სადაც მოთხრობილია მოციქულების გამორჩევის შესახებ - ანდრია პირველწოდებულის, პეტრესი, იოანე ღვთისმეტყველის, ფილიპესი და ნათანაელისა. ეს მონაკვეთი დღეს არის ამორჩეული განსაკუთრებით იმიტომ, რომ საუბარია ანდრია მოციქულზე, ასევე ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით.

„აი, ამ სახარებაში წმინდა იოანე ნათლისმცემელი ეტყვის თავის ორ მოციქულს (ორთაგან ერთი იყო ანდრია, ხოლო მეორე, როგორც გადმოცემით ვიცით, იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი), წმინდა იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს მათ იესო ქრისტეზე და ეტყვის: „აჰა, ტარიგი ღვთისა“, ანუ კრავი ღვთისა. თქვენ იცით, რომ მესიანური სახელწოდებაა „კრავი ღვთისა“. ჯერ კიდევ ისაია წინასწარმეტყველი იყენებდა ამას, როგორც მესიანურ წოდებას, შემდგომ იოანე ღვთისმეტყველიც თავის „აპოკალიფსში“ არაერთხელ ამბობს ამას.

შემდეგ ანდრია მიდის თავის ძმასთან - სვიმეონთან, შემდგომში - პეტრე მოციქულთან და ეტყვის, რომ „ჩვენ ვპოვეთ მესია“, რომელიც თარგმანებით არის ქრისტე. შემდეგ ამავე სახარებაში ფილიპე მიდის ნათანეალთან და ეუბნება, რომ „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები რჯულში - იესო ნაზარეველი“. აქაც მესიაზეა საუბარი. და შემდეგ ნათანაელი როდესაც მოდის იესო ქრისტესთან, იგი ეტყვის უფალს: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისა!“ აი, რამდენიმე გამონათქვამია, რომლებიც მიუთითებენ იესო ქრისტეს მესიანურ ღირსებაზე დღეს და ეს იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მოციქულებისთვის, რაც მათ გაიგეს ქრისტესგან, რომ მათ დაუტევეს ყველაფერი, შეუდგენ ქრისტეს, თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ქრისტეს სიტყვის ქადაგებას და საბოლოოდ მოწამებრივად აღესრულნენ.

დღევანდელი სახარება გვიჩვენებს ჩვენ, რა არის უმთავრესი, რადგან მათთვის ეს აღმოჩნდა უმთავრესი, რომ შესწირეს თავიანთი სიცოცხლე, იმიტომ, რომ დღეს მრავალ ადამიანს ეშლება, არ იციან, რა არის უმთავრესი მათ ცხოვრებაში. და აი, დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ, რომ უმთავრესი ეს არის აი, ეს სიტყვები, რასაც ამბობს წმინდა ანდრია, რომ „ჩვენ ვპოვეთ მესია“.

აი, მესიის პოვნა, მისი აღიარება იესო ქრისტესი, როგორც ძე ღმერთისა, მისი მსახურება, მისი შეცნობა და მასთან თანაზიარება - ეს არის უმთავრესი რამ ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანი სულიერი არსებაა, მარადიული არსებაა, იგი ვერ ცხოვრობს მხოლოდ „პურითა ერთითა, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც ღმერთის პირიდან გამოვალს“. ამის გარეშე ადამიანი მარადიულ ცხოვრებას ვერ იმკვიდრებს.

დაბოლოს, აი, ეს შესანიშნავი სიტყვებია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი ეტყვის მოციქულებს, რომ „ამიერითგან იხილოთ გახსნილი ზეცა და ანგელოზები აღმავალი და გარდამომავალი ძესა ზედა კაცისას“. აქაც მესიანური წოდებაა „ძე კაცისა“.

და რას ნიშნავს: „იხილოთ გახსნილი ზეცა და ანგელოზები აღმავალი და ჩამომავალი“?
თქვენ შეიძლება იცით, რომ ეს არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენ ფიზიკური თვალით დავინახავთ, ზეცა როგორ გაიხსნება და ანგელოზები როგორ ავლენ და ჩამოვლენ, არამედ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში აი, ეს ზეცის გახსნა სიმბოლურად ნიშნავდა უფლის განსაკუთრებული წყალობის მოვლინებას და აქაც ასე უნდა გვესმოდეს, რომ „იხილავთ გახსნილ ზეცას“ - ნიშნავს, რომ მესიის მოვლინების შემდეგ თქვენ იხილავთ სულიერი თვალით, შინაგანი თვალით განჭვრეტთ განსაკუთრებულ სიახლოვეს ღმერთისა და ზეციური ძალებისა ადამიანთან ქრისტეს მეშვეობით და ქრისტეში. ამაზე საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

და აი, წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და მოციქულებმა იხილეს ის გახსნილი ზეცა, იხილეს შინაგანი თვალით ეს დიდება, ეს წყალობა და ეს სიხარული მოიტანეს ჩვენამდე, სიცოცხლე დასდეს ამისთვის და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნუგეში, რომ რაც უნდა დაცემულნი და ცოდვილნი ვიყოთ, შეგვიძლია სინანულისა და მათ მიერ დაარსებული ეკლესიის მეშვეობით მივიდეთ უფალთან და უფალი თავის წიაღში მიგვიხუტებს და მიგვიღებს ჩვენ ყველას.
ნება მიბოძეთ, დღევანდელ დღეს გადავცე ჩვენი მილოცვა განსაკუთრებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ ილია II-ს, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო მოსაგრეობისა, ვინაიდან შედეგი და ნაყოფი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლისა ნამდვილად სამოციქულოა; და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ, ამას ვიმკით, როგორც შვილები, ვხარობთ და ვმადლობთ მას ამისთვის.

ღმერთმა გააძლიეროს, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიმადლოს. მისი ღვაწლისა და შრომის ერთ-ერთი დიდი ნაყოფი გახლავთ ის, რომ დღევანდელი დღე ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, როგორც ეროვნული დღესასწაული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაც აღიარებს ამ დღის როლს არა მარტო, როგორც რელიგიური მნიშვნელობისა, არამედ, როგორც კულტურული, როგორც სახელმწიფოებრივი დიდი მნიშვნელობის მქონეს.

დღეს ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვესწრება ბატონი პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებიც გვესწრებიან და მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი როლი ამ შესანიშნავ საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს, ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

ადამ დრაივერ ნატალი ემანუელი

18 მაისი 2022, 00:51

კულტურა

ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში ითამაშებენ

სურათში ასევე ითამაშებენ ფორესტ უაიტტეკერი, ლორენს ფიშბერნ და ჯონ ვოიტი. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. რეჟისორი მას თავად აფინანსებს. ამისთვის მას თავისი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება დასჭირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2022, 00:35

მსოფლიო

ზელენსკი კანის კინოფესტივალს: დროთა განმავლობაში სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

18 მაისი 2022, 00:34

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მეი მასკი

18 მაისი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ილონ მასკის 74 წლის დედა ჟურნალის გარეკანზე საცურაო კოსტუმით გამოჩნდა

ილონ მასკის დედა, მეი მასკი ჟურნალ Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე საცურაო კოსტუმით გამოჩნდა. ფოტოები ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნედ პრაისი

18 მაისი 2022, 00:10

მსოფლიო

ნედ პრაისი: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ - ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა

ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 23:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვინც ოპოზიციურად განწყობილია, პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი - რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს. შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

17 მაისი 2022, 23:37

ტაბლოიდი

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს 🍺

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს - ქალაქ სავონლინაში მდებარე ლუდსახარშმა Olaf Brewing-მა გამოუშვა ლუდი Otan olutta, რომლის გაყიდვაც 16 მაისიდან დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს.

17 მაისი 2022, 23:20

საზოგადოება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო

გელათის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ტაძარს ნესტი უნდა მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კედლის მხატვრობა განადგურდება. სამუშაო პროცესი გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ იუნესკოს კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მთლიანი ტაძრის გადახურვა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

17 მაისი 2022, 22:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

17 მაისი 2022, 22:45

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰალილ ეთიემეზთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

17 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს.

17 მაისი 2022, 21:50

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 83-ე დღეს

264 აზოველი სამხედრო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულია, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამით არ იკეტება. ქარხნის ბუნკერებში ისევ რჩებიან მებრძოლები, რომელთა გამოყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

17 მაისი 2022, 21:34

საზოგადოება

საპატრიარქო: დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში

დღევანდელ დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ოჯახისა და მშვიდობის თემებს.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2022, 21:13

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟან ასელბორნი

17 მაისი 2022, 20:44

მსოფლიო

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა ბაზრის მენტალიტეტი გამოავლინა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკული რეაქცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი იქნება, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა.

შორენა შავერდაშვილი

17 მაისი 2022, 20:41

საზოგადოება

შორენა შავერდაშვილი: სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის

სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის, - ამის შესახებ მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა განაცხადა.

17 მაისი 2022, 20:35

საზოგადოება

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ გაიხსნა

ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან კერძო სექტორიდან, ლიბერთი ბანკთან და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან. ღონისძიება ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე: რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბააკაშვილმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გელაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტროს სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ღოღელიანმა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2022, 20:24

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ის, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საშუალება, ეს არის ძალიან მკაფიო სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვას სახალხო დამცველმა

ძალიან სამწუხაროა, როდესაც არსებობს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთი სტანდარტით უდგება იმ ტელეკომპანიებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ესიმპათიურება და მეორე სტანდარტია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელი

17 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან

ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ანა მალიარი

17 მაისი 2022, 19:46

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.