27 ივნისი 2022, 23:44 / სანდო წყარო

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ლომის ნიღაბი მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეექვსე ტური გაიმართა. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დღეს ლომს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ბესო კალანდაძეს ჰქონდა მორგებული.

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს. დღეს კი სცენაზე 6 კონკურსანტი წარდგა.

რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია - კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობია. ვინ ვინ არის სულ რამდენიმე ადამიანმა იცის და, საიდუმლოს გათქმის შემთხვევაში, ჯარიმა 50 ათასი ლარია.

შოუს მონაწილე სუპერ ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებენ და სცენაზე გადიან. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობაა.

ორი აუტსაიდერის გამოსავლენად ხმის მისაცემად დარბაზში მაყურებლებს პლანშეტები დაურიგდათ. ვინ მოიხსნის ნიღაბს ორი აუტსაიდერიდან, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე სპეციალურად მოწვეული 4 დეტექტივი წყვეტს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2022, 10:26

მსოფლიო

ტრამპი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის - უკანონობა და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ავრცელებს. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

ნინო ლაცაბიძე

09 აგვისტო 2022, 10:24

რეგიონი

რუსთავში, დამატებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

,,დღეს რუსთავში სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათი ჯამური ღირებულება 80 მილიონი ლარია. ჩვენ დამატებით კიდევ 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალ პროექტებს ვიწყებთ, რომელთა ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციაზე და მოწესრიგებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ვფიქრობთ, რომ ახალი ეტაპი ამის შესაძლებლობებს მოგვცემს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

09 აგვისტო 2022, 10:13

ეკონომიკა

ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს.

09 აგვისტო 2022, 10:11

რეგიონი

ლაგოდეხში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული სივრცე მოეწყო

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 აგვისტო 2022, 10:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი მიზანია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს ჩრდილი მიადგეს

ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანმდევი პარტიები - „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ. ამის მიზეზი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მათი მიზანია, რომ რამენაირად ჩრდილი მიადგეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს

09 აგვისტო 2022, 10:08

რეგიონი

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ჯამში 7 კმ-ზე (კმ13-კმ17 და კმ24-კმ25) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

09 აგვისტო 2022, 10:07

რეგიონი

ლენტეხში, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

პროგრამით ,,განახლებული რეგიონები“ ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩის განახლების სამუშაოები დაფინანსდა. სამუშაოები მოიცავს 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას, რომელიც ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. ამასთან, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.

ანრი ოხანაშვილი

09 აგვისტო 2022, 09:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება

ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით კონცეფციის კონსოლიდირებული ვერსიის მომზადება და ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

რატი ბრეგაძე

09 აგვისტო 2022, 09:54

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი

„ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ კითხოთ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც ვიცნობ,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვოლოდიმერ ზელენსკი

09 აგვისტო 2022, 09:51

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახალი, უფრო მკაცრი სანქციებია აუცილებელი - რუსეთი ბირთვულ საფრთხეს ქმნის

დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესია უკრაინის მიმართ გაცილებით დიდ საშიშროებას მოიცავს, მით უფრო, რომ საოკუპაციო ძალების ქმედება უკვე ბირთვულ საფრთხემდე მივიდა, რაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებებით გამოიხატება.

09 აგვისტო 2022, 09:45

საზოგადოება

სინოპტიკოსები 10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარია ნავარაუდები. დედაქალაქში ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოდან სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ვარაუდობენ.

09 აგვისტო 2022, 09:43

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს

საქართველოს რკინიგზა 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს. ამის მიზეზად მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი სახელდება. 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. სამგზავრო და სატვირთო მოძრაობა 12 აგვისტოდან სრულად აღდგება.

09 აგვისტო 2022, 09:37

სამართალი

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მკვლელობის მცდელობა საბერძნეთში - 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რის გამოც ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება რთულია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

09 აგვისტო 2022, 09:35

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა. დელეგატებმა აღიარეს ეგვიპტის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც მხარეებმა 3-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ზავს მიაღწიეს.

09 აგვისტო 2022, 09:30

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს

რუსეთი, ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 09:26

მსოფლიო

უკრაინის პორტებიდან კიდევ ორი გემი გავიდა

უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი გრძელდება. წუხელ თურქეთის მიმართულებით სიმინდით დატვირთული კიდევ ორი გემი დაიძრა. ექსპორტირებული მარცვლეულის საერთო მოცულობამ 10 სატვირთო გემი შეადგინა. მარცვლეულის ექსპორტს გაეროსა და თურქეთის მიერ შექმნილი სპეციალური საკოორდინაციო საბჭო აკონტროლებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული. კომპანიამ გადაწყვეტილება მარცვლეულის მიწოდების 5-თვიანი შეფერხებით ახსნა.

ბაჩო დოლიძე

09 აგვისტო 2022, 09:23

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრებს მართავს

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე სამუშაოდ პოლიტიკურ მხარეებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და ე.წ. ალტერნატიული ჯგუფების შეხვედრები იმართება.

09 აგვისტო 2022, 09:18

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

უკრაინის აღმოსავლეთი ტერიტორიები ისევ ინტენსიურად იბომბება. საოკუპაციო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე. სამიზნეში დასახლებული კვარტალი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სკოლა მოექცა. იერიშს ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები დონბასში. სევეროდონეცკთან ახლოს დაიბომბა რესტორანი, სასტუმრო და საბავშვო ცენტრი. რეგიონში, რომლის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, უკრაინის დამცველები, ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

09 აგვისტო 2022, 09:15

პოლიტიკა

ეროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს

საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. დღეს სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ჯგუფის წევრები იმ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია. მისივე განცხადებით, პროცესში აუცილებელია ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა, რათა ნათლად გამოჩნდეს, თუ რა გამოწვევებს ხედავენ ისინი.

09 აგვისტო 2022, 01:17

მსოფლიო

პენტაგონი: თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.