imedi /  28 ივნისი 2022, 10:07 / სანდო წყარო

თამარ მახარაშვილმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ მახარაშვილმა მათ გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„2021-2022 სასწავლო წლის ოლიმპიადაში 24000-მდე მოსწავლემ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. აქედან, I ადგილზე გავიდა 16 მოსწავლე, II ადგილი 14-მა მოსწავლემ დაიკავა, III ადგილი კი 15 მოსწავლეს ერგო.

I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში IV-X ადგილებზე გასულ 79 მოსწავლეს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ, ხოლო სკოლების რეიტინგული სიის სამეულში გასული 29 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მადლობის სიგელს 36 ნომინაციაში მიიღებს.

ოლიმპიადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და ის სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა. საკონკურსო ტურები შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები – ინგლისური, გერმანული, რუსული და ინფორმატიკა.

მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მშობლიურ – სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ – ენებზე მიეღოთ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტესტები.

2022 წლის ინფორმატიკის ოლიმპიადის ჩატარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ უზრუნველყო. ოლიმპიადა ორ ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკა, როგორც საგანი სკოლებში არ ისწავლება, თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის 400-მდე მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 26 გამარჯვებული გამოვლინდა:

I ადგილი - 3 მოსწავლე;

II ადგილი - 3 მოსწავლე;

III ადგილი - 3 მოსწავლე;

IV-X ადგილები -17 მოსწავლე.

ინფორმატიკის ოლიმპიადაზე I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების მსგავსად, კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით

დაჯილდოვდნენ, ხოლო IV-X ადგილებზე გასულ მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ, ინფორმატიკის ოლიმპიადაზე კი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2022, 00:50

მსოფლიო

მედია: რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე „ბელბეკის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის

„ტელეგრამის“ რუსული და ადგილობრივი არხები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე „ბელბეკის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის.

19 აგვისტო 2022, 00:49

საზოგადოება

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ალექსეი არესტოვიჩი

19 აგვისტო 2022, 00:27

მსოფლიო

არესტოვიჩი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე: არ ვარ კოლექტიური პასუხისმგებლობის მომხრე - ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ

გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ყველა რუსისა და ბელარუსისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას არ ეთანხმება.

19 აგვისტო 2022, 00:02

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ათენში, „აკროპოლისის თასზე“ მეორე თამაშშიც დამარცხდა. ტურნირზე ჩვენი გუნდის მეორე მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველო ანგარიშით 80-67 დამარცხდა.

19 აგვისტო 2022, 00:01

რეგიონი

მდინარე იორში 2 ადამიანს ეძებენ

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

18 აგვისტო 2022, 23:44

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი უკრაინის გვერდით დგას

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

18 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს შეხვდა

,,მაინტერესებს რა მიმართულებით, რა დარგს სწავლობთ, როგორ უყურებთ თქვენი ქალაქის განვითარებას და თქვენი მოსაზრებით რა სჭირდება ამ ქალაქს. ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება აქ და ყველგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ ნიკოლაძის თვალით როგორ უყურებთ ამ ქალაქს და რეგიონს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

18 აგვისტო 2022, 23:00

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლეს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

18 აგვისტო 2022, 22:12

სპორტი

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოსა და საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ🏀

19 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრა კი ნაკრებმა თურქეთთან გამართა და დამარცხდა.

სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო 2022, 22:10

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

„ამისთვის ალბათ უნდა გავმართოთ საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა“.

ანტონიო გუტერეში ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 21:51

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

ზაალ ანჯაფარიძე

18 აგვისტო 2022, 21:29

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა, 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ „ტექნიკურ“ შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის "ელიტა" გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას

დიახ, ისე როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ ვითომ "ტექნიკურ" შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის "ელიტა" გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას, რის გამოც მათდამი საზოგადოებრიობის ნდობა სწრაფი ტემპით მცირდება.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 21:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ.

18 აგვისტო 2022, 21:17

რეგიონი

პრეზიდენტი ყულევისა და ფოთის ტერმინალებს ეწვია

პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეში

18 აგვისტო 2022, 21:00

მსოფლიო

ერდოღანი: არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 20:41

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია.

18 აგვისტო 2022, 20:20

სამართალი

გასცდება თუ არა „კრედიტ სუისთან“ დავა კერძო, სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს?! ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უცვლელია

სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, დავა სამართლებრივ გზას არ გასცდება. შესაბამისად, ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ.

18 აგვისტო 2022, 20:11

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს

უკრაინის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს. „ოკუპანტებმა მოულოდნელად „დასვენების დღე“ გამოაცხადეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. 19 აგვისტოს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ყველა სხვა თანამშრომლისთვის შესვლა აიკრძალება“, - განაცხადეს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

18 აგვისტო 2022, 20:02

ეკონომიკა

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

ბაქოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, რიზა თურაგაისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შახინ ბაგიროვის მონაწილეობით საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

რენდ პოლი

18 აგვისტო 2022, 19:41

მსოფლიო

სენატორი რენდ პოლი: FBI-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ტრამპის სახლში რეიდი პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მოუწოდა, დაამტკიცოს, რომ დონალდ ტრამპის სახლში რეიდი პოლიტიკურად მოტივირებული კუდიანებზე ნადირობა არ იყო.