01 აგვისტო 2022, 13:50 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანადგომას უცხადებს მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მომღერალი მამუკა ონაშვილი დღეს, 1-ელ აგვისტოს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 13:54

საზოგადოება

აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო.

მედეა ჯანიაშვილი

09 აგვისტო 2022, 13:37

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი: საქართველომ საერთაშორისო ვიზიტების 80%-ი უკვე დაიბრუნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის მხრივ ქვეყანას საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს. მისი თქმით, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ი დაიბრუნა.

09 აგვისტო 2022, 13:23

მსოფლიო

Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, ლატვია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს

ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში კვლავ მიედინება.

09 აგვისტო 2022, 13:22

ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

09 აგვისტო 2022, 12:57

ტექნოლოგიები

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის დასანერგად საპილოტე პროექტს იწყებს

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი იწყებს ერთწლიან საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ციფრული ვალუტის ინოვაციური გამოყენების შემთხვევებსა და ბიზნესმოდელებს გამოიკვლევენ, რათა უკეთ გაიგონ ტექნოლოგიური, სამართლებრივი და მარეგულირებელი მოსაზრებები.

პლაკატით ხელში - მარინა ოვსიანიკოვა

09 აგვისტო 2022, 12:35

მსოფლიო

რუსი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, კვლავ დააჯარიმეს

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა კვლავ დააჯარიმეს. მას ბრალი რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“ წაუყენეს, მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ჯარიმად 40 000 რუბლი დააკისრეს.

09 აგვისტო 2022, 12:23

მსოფლიო

კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს უფრო რუსეთის სახელმწიფოს ჰგავს, ვიდრე ამერიკას - ჩვენი ქვეყნის დაკარგვის ზღვარზე ვართ, თუ ასე გაგრძელდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი უფრო რუსეთის სახელმწიფოს ჰგავს, ვიდრე ამერიკას.

09 აგვისტო 2022, 12:07

რეგიონი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის რეგიონულ ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდები ინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

09 აგვისტო 2022, 12:01

პოლიტიკა

„ემ ქეი დი“: „კრედიტ სუისი“ პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო ტრასტები არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია, საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

09 აგვისტო 2022, 11:49

თემა

რა ხდება მთიან ყარაბაღში? დაიწყება თუ არა მორიგი ომი ამჯერად კავკასიაში?

მთიან ყარაბაღში ვითარება ივლისის ბოლოდან დაიძაბა. აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალურად, აქტიური საომარი მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე რუსი სამშვიდობოების შეყვანით დასრულდა. ახლა კი არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი ითხოვს, მისი კონტროლის ქვეშ დაბრუნდეს ქალაქი ლაჩინი, რომელზედაც სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის. რა ხდება კონფლიქტის ზონაში და შეიძლება თუ არა მორიგი ომის საფრთხეზე ვისაუბროთ? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.

მარკო რუბიო

09 აგვისტო 2022, 11:42

მსოფლიო

სენატორი მარკო რუბიო ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში

სენატორი მარკო რუბიო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

ნანა კაკაბაძე

09 აგვისტო 2022, 11:37

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია

მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე აგვისტოს ომის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას.

09 აგვისტო 2022, 11:34

პოლიტიკა

ComCom: 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო

2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

09 აგვისტო 2022, 11:16

თავდაცვა

საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა

საბაზისო კურსის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან ყარაულაშვილი

09 აგვისტო 2022, 11:02

საზოგადოება

მირიან ყარაულაშვილი გახარიას: თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში რა „ერთობა აჩვენე“ და რა „ღირსება დაიცავი მტრის წინაშე“

თუ 2006-2009 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობდი, 2008 წელს საქართველოში შენ რა "ერთობა აჩვენე " და შენ რა " ღირსება დაიცავი მტრის წინაშე??? და თუ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს იარაღით იცავდი მუშტად შეკრული - 2009 წელს როგორღა ლექტორობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ეგ ერთდროულად როგორ ხდება - საქართველოსაც იცავ მუშტშეკრული და ამავე დროს საქართველოს პირსისხლიან მტრის დედაქალაქში წვრთნი საქართველოს მტერს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.

09 აგვისტო 2022, 10:58

კულტურა

ინდოეთის ერთ-ერთი ტაძრიდან, ნახევარი საუკუნის წინ, ქალღმერთის მოპარულ ქანდაკებას აშშ-ში მიაკვლიეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში მდებარე ტაძრიდან 50 წლის წინ მოპარული ქალღმერთ პარვატის ქანდაკებას ნიუ-იორკში მიაკვლიეს.

რონ დესანტისი

09 აგვისტო 2022, 10:46

მსოფლიო

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაა

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფედერალური უწყებების იარაღად გამოყენებაა.

09 აგვისტო 2022, 10:39

რეგიონი

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ამბულატორიული განყოფილება გაიხსნა

„პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ თერაპევტის, კარდიოლოგის, ჰემატოლოგის, გინეკოლოგის, ნეფროლოგის, პულმონოლოგის, ტრავმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ონკოქირურგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე - ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტული კვლევები. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიზების გაკეთება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტომატიზებულ ლაბორატორიაში“.

09 აგვისტო 2022, 10:39

მსოფლიო

სეულში, ბოლო 8 ათწლეულის ყველაზე ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი, დაშავდა.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2022, 10:26

მსოფლიო

ტრამპი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის - უკანონობა და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ავრცელებს. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.