imedi /  02 აგვისტო 2022, 15:45 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ჩვენც მოვისმინოთ ღვთის სიტყვები და ჩვენც ვეღირსოთ ღმერთთან შეხვედრას, ეს არის ადამიანის დანიშნულება. მხოლოდ მაშინ შესრულდება ყოველი ჩვენგანის მისია ამ დედამიწაზე

მეუფე შიო

მეუფე შიო

ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, რომ ჩვენც ვიყოთ ცეცხლის სვეტი, როგორც იყო ილია წინასწარმეტყველი. არათუ მოწოდებულნი ვართ, არათუ შეგვიძლია ეს, არამედ უნდა ვიცხოვროთ ასე. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ჩვენც მოვისმინოთ ღვთის სიტყვები და ჩვენც ვეღირსოთ ღმერთთან შეხვედრას, ეს არის ადამიანის დანიშნულება. მხოლოდ მაშინ შესრულდება ყოველი ჩვენგანის მისია ამ დედამიწაზე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

​ „მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მათი ლოცვა და მადლი.

დღეს აგრეთვე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. გილოცავთ ამ დღეს ყოველ თქვენგანს.

ვფიქრობთ წინასწარმეტყველის ღვაწლზე, - ვინ არის წინასწარმეტყველი? ერთი მხრივ, იგი გვაუწყებს მომავალს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის წინასწარმეტყველის მსახურება, არამედ, უპირველესად, წინასწარმეტყველის მსახურება - ეს გახლავთ ღვთის ნების ქადაგება, უფალი მისი მეშვეობით ესაუბრება, თავის ნებას გამოაჩენს მორწმუნეებისა და ერისთვის.

და აი, წინასწარმეტყველთა შორის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული გახლავთ ილია წინასწარმეტყველი. ჩვენ გვახსოვს, რომ თაბორის მთაზე ფერისცვალების ჟამს იგი მოსესთან ერთად დიდებით ეცხადება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს და როგორც სახარება ამბობს, ესაუბრება მას მისი განსვლის შესახებ, რომელიც უნდა აღსრულდეს იერუსალიმში. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველი ცაში იყო ზეაყვანილი ცეცხლოვანი ეტლით და მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს ჟამს, უფალი მას კვლავ მოავლენს, როგორც მამხილებელს ცრუსწავლებისა, ანტიქრისტეს სწავლებისა, იგი იქადაგებს და მოწამებრივად აღესრულება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ისეთი დიდი კადნიერება აქვს მას წინაშე უფლისა მოპოვებული, რომ ბუნების სტიქიონებიც კი ემორჩილებიან.

ჩვენთვის საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული იყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული, ვინაიდან მისი წმინდა მოსასხამი, ხალენი, დავანებულია ჩვენთან, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც დიდი ნიშანი და ლოცვა-კურთხევა ჩვენთვის, რომ როგორც იგი იქნება დიდი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და მამხილებელი ცრუსწავლებათა, ასევე ჩვენი ერისთვისაც არის ლოცვა-კურთხევა, რომ ჩვენი ერიც იყოს შემნახველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და მქადაგებელი მისი მეორედ მოსვლის წინ. ასეთი საოცარი ნიშანია.

უდიდესია იგი წინასწარმეტყველთა შორის. როგორც მოგახსენეთ, დაბადებიდანვე, ბავშვობიდანვე სასწაულებრივი და საკვირველი იყო მისი ცხოვრება. არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც იგი დაიბადა, მამამისმა იხილა, რომ კეთილმშვენიერი ჭაბუკები მას ცეცხლოვანი სახვევებით ახვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. შემდეგ იგი იზრდება და, მართლაც, ცეცხლოვანი, გულანთებული მოღვაწე და მქადაგებელი ხდება ღვთისა, ჭეშმარიტებისა. მთელი მისი ცხოვრება აი, ამ ცეცხლის თაობაზე გვაუწყებს, ყველა საგალობელი, ყველა საკითხავი, რაც კი ეკლესიაში მას ეძღვნება, ყველაფერი ამაზე საუბრობს, ამ ცეცხლოვანებაზე, ეს ცეცხლი ენთო მის გულში, ღვთის სიყვარულისა, ჭეშმარიტების სიყვარულისა და ღვთის ძიებისა. ეს განსაკუთრებულად გამოვლინდა, როგორც გახსოვთ, ქორების მთაზე, როდესაც იგი ეღირსა ღმერთთან შეხვედრას, რომელიც ესაუბრება მას და იგი ისმენს ღვთის სიტყვებს.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველი ჩვენგანიც აი, ამ ცეცხლოვანი სახვევლებით იყო შეხვეული ნათლისღების დროს, ვინაიდან ნათლისღების მადლი არის აი, ეს ცეცხლოვანი მადლი, ყველამ მივიღეთ ეს და დღეს ვფიქრობთ, ისევ ისე ანთია ჩვენს გულებში ეს ცეცხლი, როგორც მივიღეთ? ალბათ ვერ ვუპასუხებთ, რომ ისევ ანთია. ამ დროს კი ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამისთვის, ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, რომ ჩვენც ვიყოთ ცეცხლის სვეტი, როგორც იყო ილია წინასწარმეტყველი. არათუ მოწოდებულნი ვართ, არათუ შეგვიძლია ეს, არამედ უნდა ვიცხოვროთ ასე. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ჩვენც მოვისმინოთ ღვთის სიტყვები და ჩვენც ვეღირსოთ ღმერთთან შეხვედრას, ეს არის ადამიანის დანიშნულება. მხოლოდ მაშინ შესრულდება ყოველი ჩვენგანის მისია ამ დედამიწაზე და ამ ცხოვრების უმაღლეს საზრისს ვეწევით ჩვენ ყველანი, როგორც წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცხოვრება იყო მადლით აღსავსე.

ასე რომ, გვახსოვდეს ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ეს მადლი ნათლისღების ჟამს და ჩვენ ძალგვიძს, ღვთის შეწევნით, გამოვავლინოთ და ავამოქმედოთ ეს მადლი, რომ ვიცხოვროთ ჭეშმარიტად ქრისტიანული, ჭეშმარიტად ადამიანური ცხოვრებით, რომელიც დაგვიცავს ჩვენ ყოველგვარი მწუხარებისგან, ბოროტებისგან როგორც ამ მიწიერ, ასევე მარადიულ ცხოვრებაში.

დღეს არის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღე.

მინდა, სახარებიდან გავიხსენო ერთი-ორი მონაკვეთი, რომლებიც ეხება ილია წინასწარმეტყველს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი მოვა და ივლის წინაშე ღვთისა ილიას სულითა და ძალით. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები - „ურჩ ადამიანებს მოიყვანს ღმერთისკენ და მრავალ ისრაიტელს მოაქცევს ღმერთისკენ“. ასევე სხვა ადგილას უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალების შემდეგ ჰკითხავენ მოციქულები, როგორღა ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ილია უნდა მოვიდესო? უფალი უპასუხებს, რომ „ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს“. ძველ ქართულად არის „კუალად აგებს“, ანუ აღადგენს, გამართავს, მოაწესრიგებს. ასეთი საოცარი სიტყვებია.

რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, რომ ილიას სულითა და ძალით მოვა იოანე ნათლისმცემელი, საკუთრივ წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეხება, მაგრამ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განვუკუთვნოთ ეს სიტყვები ყველა დიდ მოღვაწეს, რომლებმაც დიდი კვალი დააჩინეს ქვეყნის, ხალხის, საეკლესიო, სასულიერო და საერო ცხოვრებას.

დღეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, ვინ არის ის მოღვაწე, რომელიც დღეს, ამ საუკუნეში, ამჟამად მოღვაწეობს ილიას სულითა და ძალით, ვინ შეძლო, მოექცია განდგომილი ერი ღვთისკენ და ვინ შეძლო, აღედგინა ყოველივე, როგორც სახარებაშია ნათქვამი? ვინ არის ასეთი მოღვაწე? ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ანგელოზის დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რაც მან აღასრულა, ეს მართლაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ აი, ამ სულითა და ძალით, რომელიც ჰქონდა ილია წინასწარმეტყველს, რომელიც ჰქონდათ დიდ მოღვაწეებსა და წმინდანებს. ეს არის მადლი ღვთისა და მადლი სულისა წმინდისა.

მართლაც, საოცარი სიტყვებია, ვიმეორებ, რომლებიც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით აღვიქვათ, რომ მართლაც აღადგინა ყოველივე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა სფერო საეკლესიო ცხოვრებისა იმ უდიდესი დევნისა და ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და არა მხოლოდ აღადგინა, ძვირფას ძმებო და დებო, არამედ მრავალი რამ თავიდან აღაშენა კიდეც, რომლის დიდი დასტურიც არის ეს შესანიშნავი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელიც, სხვათა შორის, ელიას მთაზე დგას. ესეც არ არის შემთხვევითი.

დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ დიდ მიღწევას, იმ ნაყოფს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისა, მაგრამ ყველამ ერთად გულითადად მივულოცოთ მას მისი ანგელოზის დღე, ქედი მოვიხაროთ, მადლობა ვუთხრათ ამ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს მისი მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა და საღვთო სახელის სადიდებლად, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2022, 00:54

ტაბლოიდი

იტალიელი კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა

იტალიის დედაქალაქ რომში კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით 6 მეტრის სიღრმეზე გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

13 აგვისტო 2022, 00:46

მსოფლიო

იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 3 ფედერალური კანონი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 3 ფედერალური კანონი. აღნიშნულს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერი ცხადყოფს, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.

მიხეილ ყაველაშვილი

13 აგვისტო 2022, 00:18

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ

გუშინდელი ჩვენი წერილის შემდეგ არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს ჩვენ წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ, რადგან იციან რომ ეს ასეა, თავადაც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

12 აგვისტო 2022, 23:59

საზოგადოება

ეროვნულ ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის „ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის“ ფინალისტებს უმასპინძლა. კონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

12 აგვისტო 2022, 23:32

მსოფლიო

მედია: FBI-ს აგენტებმა ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 აგვისტო 2022, 23:20

სპორტი

„ოქროს ბურთის“ ნომინანტთა 30-კაციანი სია დასახელდა

ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა 30-კაციანი სია დაასახელა.

ბრაიან ბაბინი

12 აგვისტო 2022, 23:01

მსოფლიო

კონგრესმენი ბრაიან ბაბინი: FBI საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ტრამპის წინააღმდეგ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ყოფილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

12 აგვისტო 2022, 22:39

მსოფლიო

Amnesty International: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს.

ზაალ ანჯაფარიძე

12 აგვისტო 2022, 22:34

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიაზე: მკრეხელობაა „უსამშობლოს“ იარლიყი სხვებს მიაწებოს იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერებიც ომის დროს ფართხაფურთხით ტოვებდნენ ქვეყანას, რომელიც იმ წუთებში აღარ იყო მათთვის სამშობლო

ნიკა მელიას მხრიდან ვინმეზე „უსამშობლოს“ ძახილი არის დიდი მკრეხელობა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის Facebook-სტატუსის შესახებ. მისი თქმით, ამ პარტიის ლიდერებმა, ფაქტობრივად, საქართველოს დააბრალეს 2008 წლის ომის დაწყება.

12 აგვისტო 2022, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და სიგელები გადასცა.

ენ ჰეჩი

12 აგვისტო 2022, 22:00

კულტურა

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი, რომელიც 5 აგვისტოს ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია The Guardian-ს მსახიობის ოჯახმა დაუდასტურა. 5 აგვისტოს ენ ჰეჩის დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ლოს-ანჯელესში ორსართულიან სახლს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

12 აგვისტო 2022, 21:27

მსოფლიო

მონტენეგროში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

სალმან რუშდი

12 აგვისტო 2022, 21:14

მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: სალმან რუშდი ცოცხალია, ის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადაყვანილი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, კეიტი ჰოქულის განცხადებით, ჩაუტოკას ინსტიტუტში ლექციის დროს დაჭრილი ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი ცოცხალია და ის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ლექციის მოდერატორი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2022, 21:12

მსოფლიო

ზელენსკი: რომის პაპს ვესაუბრე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის საშინელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

ზაზა შათირიშვილი

12 აგვისტო 2022, 20:54

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ის ფაქტი, რომ კელი დეგნანი არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგენს იმ კოლონიური დამოკიდებულების შედეგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ადგილი

დღეს უკვე აღარავისთვის არის დამალული, რომ უკვე წლებია ამერიკის საელჩო დგას იმ დესტრუქციული და მავნებლური კამპანიის უკან, რომლის მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა, რათა ხელისუფლებაში კვლავ ყველაფრის მკადრებელი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შემსრულებელი, მართლაც უსამშობლო ხალხით დაკომპლექტებული „ნაც.მოძრაობა“დაბრუნდეს - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

გიორგი ვოლსკი

12 აგვისტო 2022, 20:44

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს

აშშ საქართველოს მართლაც ყველაზე ძლიერი, ეფექტური მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

12 აგვისტო 2022, 20:15

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, ლარსის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები, მალფუჭებადი და ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს

სომხეთის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 20:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა ჩვენს განცხადებაში მოყვანილი ყველა ფაქტი, ერთი კონტრარგუმენტიც ვერ თქვეს ოპონენტებმა

,,ოპოზიცია ამის საპირწონედ ვერც მოიტანდა ვერანაირ არგუმენტს, მაგრამ არანაირი სურვილი არ ქონდათ ოპონირების. ასევე, როდესაც ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებებს, რომ საქართველოში უნდა დაიხოცონ ბავშვები და ქალები და ომი გაჩაღდეს, სამაგიეროდ ელჩი ამით ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ ამის საპირწონედ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა“.

12 აგვისტო 2022, 20:07

მსოფლიო

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. Associated Press-ის ცნობით, ჩაუტოკას ინსტიტუტში, სადაც მწერალს ლექცია უნდა წაეკითხა, სცენაზე შევარდა კაცი და სალმან რუშდის ყელის არეშე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

სოზარ სუბარი

12 აგვისტო 2022, 20:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ელჩი დეგნანის ინტერვიუმ განგვიმტკიცა აზრი, რომ პოლიტიკა, რომელსაც საელჩო ატარებს, არ შეცვლილა, რაც არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არაკონსტიტუციური გზით

„მე პირადად ვიყავი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კარგად ვხედავდი, როგორ მიდიოდა ზეწოლა, რომ როგორმე მომხდარიყო უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვება. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა ხელისუფლების იძულება და საბოლოოდ ეს დამთავრდა პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემით, რომ ეს ორი ადამიანი ყოფილიყო გამოშვებული. საბოლოოდ მოხდა პარლამენტის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ის, რომ პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რაც ასევე იყო პოლიტიკური ჩარევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამით არა მხოლოდ რურუა და მელია, არამედ არაერთი ადამიანი გამოვიდა გარეთ“- განაცხადა სოზარ სუბარმა.