19 აგვისტო 2022, 16:09 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია

ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ხიდი საქართველო-სომხეთის საზღვარზე, რომელიც იქნება ძირითადი გამშვები პუნქტი და ხელს შეუწყობს 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა 2 ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად კარგი მაგალითია თუ როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდი საქართველომ და სომხეთმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო. საქართველოს მხრიდან მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.

ერთობლივი ხიდის მშენებლობა რეგიონში უნიკალური პროექტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ორმა სახელმწიფომ ხიდის მშენებლობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს. EBRD-ის დაფინანსებაც ორ ქვეყანაზე თანაბრად განაწილდა.

„ახალი ხიდის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, იმ განვითარებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მიმართულებით გვაქვს და იმ საუკუნოვანი და ისტორიული პროექტების ჩათვლით რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება. დერეფნის განვითარებისთვის სწორედ ასეთი ხიდი არის საჭირო და შესაბამისად ის უკვე გვაქვს. წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება ახალი მონაკვეთების გახსნა და მთლიანობაში 2024 წლის ბოლოსთვის ყველა ძირითადი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის იქნება ექსპლუატრაციაში შესული“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ხიდის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან, ასევე აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საზედამხედველო და სამშენებელო კომპანიების და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წვლილი, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი და რომელიც არა მხოლოდ ამ პროექტთან მიმართებაში, არამედ, ზოგადად გვერდში უდგას ჩვენი ქვეყანის ინფრასტრუქტურულ და რეგიონულ განვითარებას.
ახალი ხიდი 4 ზოლიანი და 160 მეტრი სიგრძისაა, რომელსაც ორივე მხრიდან ფეხით მოსიარულეთათვის 2.4 მეტრის სიგანის ტროტუარები აქვს.
ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ხარისხს როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან არსებული ძველი ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული, არის ვიწრო და ამორტიზებული. ძველ ხიდთან შედარებით, ახალი ხიდის გამტარობა გაორმაგდება, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ახალი ხიდის პროექტში საერთაშორისო სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები მონაწილეობდნენ. ხიდის მშენებლობა ირანულმა კომპანიამ - "Tunnel Sadd Ariana" განახორციელა, ხოლო მშენებლობას კორეული საერთაშორისო კომპანია - JV of Soosung Engineering Co., Ltd and Korea Consultants International Co. Ltd - ზედამხედველობდა.

ყველა სიახლე

ლევან კობიაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია

05 ოქტომბერი 2022, 00:42

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია.

ბონი დენის ჯენკინსი

05 ოქტომბერი 2022, 00:24

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

05 ოქტომბერი 2022, 00:23

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველი გოლი გაიტანა⚽

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამსტერდამში სტუმრად „აიაქსს“დაუპირისპირდა.

04 ოქტომბერი 2022, 23:51

პოლიტიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ხორვატიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია, ასევე, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ესწრებოდნენ.

04 ოქტომბერი 2022, 23:24

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

04 ოქტომბერი 2022, 23:05

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.

04 ოქტომბერი 2022, 22:29

ტაბლოიდი

ფილიპინებზე ლატარიის ჯეკპოტი ერთდროულად 433-მა ადამიანმა მოიგო

თუმცა ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თაღლითობა შეუძლებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება და სტატისტიკურად სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ერთ კონკრეტულ გათამაშებაში ასეთი უჩვეულო რიცხვები დაფიქსირდა.

ანალენა ბერბოკი

04 ოქტომბერი 2022, 21:59

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

04 ოქტომბერი 2022, 21:40

კულტურა

კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა.

ჯო ბაიდენი

04 ოქტომბერი 2022, 21:18

მსოფლიო

ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

დიმიტრი საძაგლიშვილი

04 ოქტომბერი 2022, 21:14

სამართალი

ადვოკატი: ნიკა გვარამია საპატიმროში პოლიტიკური მოტივით იმყოფება

ბრალდება ზიანის მიყენებაზე უბრალოდ აბსურდულია, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია ე.წ. ციხის კადრების საქმეზე. იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე ძებნაშია.

ზვიად გუბელაძე

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

პროკურორი: მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, ფაქტებს და აღნიშნულზე დაყრდნობით, ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ თუ რატომ უნდა იქნას სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ვინაიდან, ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სამივე ბრალდებულის მიმართ",

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2022, 20:47

მსოფლიო

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.

ნასერ კანაანი

04 ოქტომბერი 2022, 20:42

მსოფლიო

ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 20:18

მსოფლიო

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს.

04 ოქტომბერი 2022, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ პეტროვ ვალკანოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

უილიამ ბერნსი

04 ოქტომბერი 2022, 19:47

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: კუთხეში მიმწყვდეული პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმირ პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს.

04 ოქტომბერი 2022, 19:14

მსოფლიო

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

04 ოქტომბერი 2022, 19:12

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.