11 სექტემბერი 2022, 12:46 / სანდო წყარო

საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ შრომითი მიგრაციის კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომლის მიზანია შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების გადაჭრისათვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

„დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს, ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას და განვითარების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს საშუამავლო კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას და საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
სამუშაო შეხვედრას სოციალური პარტნიორები, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასაქმების კერძო სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს, უახლოეს პერიოდში წარედგინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

28 სექტემბერი 2022, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე კეზერაშვილზე: თავდაცვის უწყებიდან მითვისებული თანხით ის ცდილობს დააფინანსოს რადიკალური ოპოზიცია და შემოიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში

დაუნდობელი დაპირისპირება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გაჩაღდა, სწორედ ამ დაფინანსებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყნისა და ამ საზოგადოების მიმართ, არანაირი ინტერესი არა აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

რომან გოცირიძე

28 სექტემბერი 2022, 14:29

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: არ ვარ საქმის კურსში ვინ ვის აფინანსებს - დავით კეზერაშვილმა საუკეთესო კრიტიკული ტელევიზია შექმნა

არ ვარ საქმის კურსში ვინ ვის აფინანსებს. თუ კონკრეტულად დავით კეზერაშვილზე მეკითხებით, მან შექმნა საუკეთესო კრიტიკული ტელევიზია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილი

28 სექტემბერი 2022, 14:21

პოლიტიკა

ბეჟაშვილი: კეზერაშვილის მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიფარგლება დამოუკიდებელი ტელევიზიის მხარდაჭერით

დავით კეზერაშვილის მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიფარგლება იმ დამოუკიდებელი ტელევიზიის მხარდაჭერით, რის შესახებაც ყველამ ვიცით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 სექტემბერი 2022, 14:19

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ც და ევროკავშირიც ღია განცხადებას აკეთებენ, რომ ისინი თანახმა არიან მიიღონ ყველა ის ადამიანი, ვინც პუტინის რეჟიმს გამოურბის

მთელი ამ ომის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან ვხედავდით უამრავ სპეკულაციას, მათ შორის ზაფხულის პერიოდში, რუსი ტურისტების აქ ყოფნის დროს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ასე ვთქვათ, დივერსანტების შემოსვლის საშუალება - ყველამ დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო ცრუ და თითიდან გამოწოვილი , - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, 27 სექტემბერი

28 სექტემბერი 2022, 14:18

საზოგადოება

რას ამბობენ „ქრონიკასთან“ რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს

„ქრონიკამ“, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის იმ მოქალაქეების კომენტარები ჩაწერა, რომელთაც რუსეთი დატოვეს და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არიან

ლევან ბეჟაშვილი

28 სექტემბერი 2022, 14:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ინიციატივაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი უნდა დაწესდეს.

დავით უსუფაშვილი

28 სექტემბერი 2022, 14:13

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: სავიზო რეჟიმის გამკაცრება ნიშნავს გრძელი ფურცლის შევსებას, სადაც ადამიანი წერს, რუსეთიდან რატომ მოდის. საკუთარ მთავრობას გაურბის? - ასეთი შეიძლება უფრო მარტივად შემოვუშვათ

დანარჩენი, ვინ როგორ გამოხატავს საკუთარ პოზიციას, მათი არჩევანია. სავიზო რეჟიმის გამკაცრება ნიშნავს ზუსტად გრძელი ფურცლის შევსებას, სადაც ადამიანი წერს, რუსეთიდან რატომ მოდის. საკუთარ მთავრობას გაურბის? - ასეთი შეიძლება უფრო მარტივად შემოვუშვათ. თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც ამას ითხოვს - ერთადერთი, ვისაც ეს არ ესმის, "ქართული ოცნებაა

28 სექტემბერი 2022, 14:10

საზოგადოება

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა „დროა“ საპროტესტო აქციას გამართავს

საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც არის მოძრაობა „დროა“.

28 სექტემბერი 2022, 14:08

საზოგადოება

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

საქართველოს ყველა რეგიონი თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით გამართავს ფოლკლორულ კონცერტებს, პერფორმანსებს, წარმოადგენს სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს, ჩაატარებს ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს.

28 სექტემბერი 2022, 14:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

28 სექტემბერი 2022, 14:02

რეგიონი

წალენჯიხის მერიასთან ბაღების გაერთიანების თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ

როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, მათ ყოველგვარი განმარტებების გარეშე დაატოვებინეს ადგილები, რაც უსამართლოა და ბრძოლას სასამართლო გზით აპირებენ. აქციაზე იმყოფებოდა პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენელი რომლის განცხადებით, წალენჯიხის მერიამ ბაღებთან დაკავშირებით ყველა პროცესი არალეგიტიმურად წარმართა და თანამშრომლები უსამართლოს გაათავისუფლა.

გუბაზ სანიკიძე

28 სექტემბერი 2022, 13:45

საზოგადოება

გუბაზ სანიკიძე: ილიას სურათი ჩამოხსნას, მსოფლიოში ბოკერიას მოძღვრება დამთავრდა

„გიგა ბოკერიამ ჯერ ილია ჭავჭავაძის სურათი ჩამოხსნას, გამოკიდებული რომ აქვს, ჰგონია, არ ვიცით, რაშია საქმე. ნეოლიბერალად რომ გამოაცხადეს ილია ჭავჭავაძე - უაპელაციოდ. რაღაცებს რომ ვითმენთ, გასაგებია, მაგრამ ბოკერია და ილიელი, ცოტა სასაცილოა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

გია აბაშიძე

28 სექტემბერი 2022, 13:43

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალთან“ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის უკან იმალება რუსეთუმე ელენე ხოშტარიასა და მისი თანამზრახველების მორიგი პროვოკაცია

რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ მისი მოქალაქეების უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. კრემლი მოერიდა მზარდი პროტესტის წინააღმდეგ დაპირისპირებას და საზღვრების სრული ჩაკეტვის ნაცვლად, სხვა ქვეყნებში გავლენის აგენტები, როგორიცაა ელენე ხოშტარია, აამუშავა. ამ ვითარებაში, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ პუტინის ომს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს მიესალმება, შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროპამ რუსებს თავშესაფარი უნდა მისცეს და ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ნინო ფოჩხუა

28 სექტემბერი 2022, 13:29

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თეთრი სახლის განცხადებაზე: მთელი დასავლური სამყარო ერთ მხარეს დგას და ამ დროს ჩვენი „მედასავლეთეები“ მოგვიწოდებენ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებს დავუკეტოთ საზღვრები

ნინო ფოჩხუა თეთრი სახლის განცხადებაზე: იგივე განცხადება გააკეთა კელი დეგნანმა და შარლ მიშელმა. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი დასავლური სამყარო ერთ მხარეს დგას და ამ დროს ჩვენი "მედასავლეთეები" ატარებენ აქციებს, მოგვიწოდებენ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებს დაუკეტოთ საზღვრები

ზაალ ანჯაფარიძე

28 სექტემბერი 2022, 13:20

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს ლარსთან დაგეგმილი მიტინგით, ისინი პირდაპირ აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოს მიმართ დესტრუქციული ქმედებები განახორციელოს. იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანი?!

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამის ფონზე, სრულიად კონტრპროდუქტიული, პროვოკაციული და სახიფათოა ის ქმედებები და ინიციატივები რაც მოდის ნაცმოძრაობისგან და მისგან გამოყოფილი სხვა რადიკალური პარტიებისგან, განსაკუთრებით რუსული ფულით გამდიდრებულთაგან.

28 სექტემბერი 2022, 13:11

პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდნენ

„გენდერული თანასწორობის კუთხით, საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. სტუმრები დაინტერესდნენ გენდერულ ჭრილში რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე, ასევე, რა გაკეთდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და რა შედეგები იქნა მიღწეული. იმედია, შემდეგი შეხვედრისთვის გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე მიღწეულ შედეგებს კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ერთმანეთს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული საბჭოს წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

28 სექტემბერი 2022, 13:10

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს, კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს, - წერს თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე.

დავით ქართველიშვილი

28 სექტემბერი 2022, 13:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ხოშტარიას: შენზე დიდი და გაშიფრული რუსის აგენტი ვინ უნდა იყოს აქ, ყოველთვე კრემლიდან მილიონობით რუბლი გერიცხება

„ეს უტიფარი რუბლოვნა გამოდის და ურცხვად იძახის, შეიძლება რუსეთიდან ხალხს აგენტები შემოყვნენო. გოგის გოგოვ, შენზე დიდი და გაშიფრული რუსის აგენტი ვინ უნდა იყოს აქ, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას.

28 სექტემბერი 2022, 13:03

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

„საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2022, 12:58

საზოგადოება

თბილისის მერი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ

„ორი კვირის წინ მთავრობის სხდომაზე განვაცხადეთ, რომ პირველი საპილოტე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა შედგა, ჩატარდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე დაიდო. ერთი თვის განმავლობაში მოხდება ავარიული კორპუსის დემონტაჟი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დასრულდება ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. ამ ეტაპზე, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ქირით გვყავს გაყვანილი“, - განაცხადა მერმა.