16 სექტემბერი 2022, 08:21 / სანდო წყარო

პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.

დაჯილდოვდნენ: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, მფრინავი ზაზა ლორია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილიის (სამსახური) მთავარი სპეციალისტი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი დიმიტრი ქააძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი ლევან ჩოხელი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) წამყვანი სპეციალისტი, ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი ანდრო ქუჯოშვილი, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორი გიორგი მარგიანი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კახა ტორჩინავა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის ექიმი გიორგი ვენეცკი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის უმცროსი ექიმი ქეთევან გულაღაშვილი.

პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

,,პირველ რიგში, მინდა მივესალმო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მათი დიდი მწუხარება გავიზიარო, რომელიც მხოლოდ მათი მწუხარება არ არის, ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაცაა. მინდა, მივესალმო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას!

ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გასწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გასწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული. მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია. მე ახლახან ვიყავი სვანეთში, არ შეიძლება არ გავიხსენო ხერგიანი და სხვა ძალიან ცნობილი ალპინისტები, ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან, ქვეყნისათვის, რომელსაც ღმერთმა კავკასიის მთები არგუნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული.

და კიდევ ერთი, დღეს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა,რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რომელსაც საშინელი ხანძრები, ან წყალდიდობები ახლავს თან. აქაც ჩვენი მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ ჩვენ საზოგადოება უკეთესად ვიყოთ დაცული. ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო. ეს ძალიან რისკიანი პროფესიებია, მათ შორის ექიმები, რომლებიც ასევე, მონაწილეობდნენ ამ სამაშველო ოპერაციაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად, რისკების შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სამაშველო ოპერაციაში დაღუპულთა დაჯილდოებისა და დაფასებისთვის, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს კი - მათი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2022, 21:07

პოლიტიკა

წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68% ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი - მამუკა ტუსკაძემ

სენაკში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

რასაც ოპოზიცია გვთავაზობს არის მიმართული სწორედ იქითკენ, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა ამას არცერთ შემთხვევაში არ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან 12-ვე პუნქტი აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესრულდეს 12-ვე პუნქტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ და ზაფხულშიც კი ძალიან ინტენსიურად მუშაობდა პარლამენტი ამ კუთხით, მთლიანად ხელისუფლება და დღეს კიდევ უფრო ინტენსიურია ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება 12-ვე პუნქტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა მოაწერა ხელი კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები

წინა ხელისუფლებების შედეგი იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ასევე რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. კომუნალური მომსახურება ფაქტობრივად მთლიანად რუსულ ხელში იყო 2012 წლამდე. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს იყო მათი პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ 10 წლის განმავლობაში, მშვიდობის შენარჩუნება იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება 30-წლიან ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც რეალურად ომი არ ყოფილა და მშვიდობა შენარჩუნდა. ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, მით უმეტეს, რომ რისკები ამ წლების განმავლობაში არანაკლები იყო, განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს

„ერთი საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება გაგეზარდოს საფრთხე და მეორე საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება შეგიმცირდეს. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი

„რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წელის არჩევნებში, ეს რეპრესიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა და ამისთვის ჩანდა უკვე კონკრეტული ნიშნები ჩანდა. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი და საფუძველი.

01 ოქტომბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ქალაქ ლიმანში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ღონისძიება საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

01 ოქტომბერი 2022, 18:12

პოლიტიკა

კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა

„მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია. სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01 ოქტომბერი 2022, 18:05

რეგიონი

„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დელეგაციები წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

01 ოქტომბერი 2022, 17:57

რეგიონი

სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.8%-ია

„საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც ყველა არჩევნებზე, ახლაც უზრუნველყოფილი იყო ყველა პირობა არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქებისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები აქტიურად არ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი უფლებაა, გადაწყვიტონ, კონკრეტულად რა დროს და რომელ უბანზე დააკვირდებიან არჩევნებს. ამ თემით მანიპულირება დაუშვებელია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“.

ბექა ოდიშარია

01 ოქტომბერი 2022, 17:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ

„რაც სრულწლოვანი გავხდი, არ მახსენდება მას შემდეგ, რომ იარაღის ჟღარუნი არ ყოფილიყო ყოველ წელს და ტანკების გრუხუნი, როგორც საზღვრებზე, ასევე საზღვრებს შიგნით, ქალაქში და ტრიალებდა უბედურება. ჩვენ ამისგან განთავისუფლებული ვართ. ხედავთ, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2022, 17:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდებოდა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ზარქუა

01 ოქტომბერი 2022, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და უფრო მეტი ევროპა

„ასევე მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ბიზნესისთვის უფრო მეტად გაიხსნა კარი და დღეს საგარეო ვაჭრობის 20%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე მოდის. ეს ყველაფერი მოიტანა 1-ელმა ოქტომბერმა“, - განაცხადა ზარქუამ.

თეა წულუკიანი

01 ოქტომბერი 2022, 16:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება

10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

01 ოქტომბერი 2022, 16:38

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.

01 ოქტომბერი 2022, 16:26

მსოფლიო

ესპანეთში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი. ვიდეო

ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი წერს.

01 ოქტომბერი 2022, 15:20

კულტურა

მხატვარმა ნინო გამსახურდიამ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ნინო გამსახურდიამ დღეს ორბელიანების სასახლეში ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ფერადი პიგმენტების ენციკლოპედია გადასცა, რომელშიც ძველი ცივილიზაციის მხატვრული სკოლებისთვის დამახასიათებელ პიგმენტებთან ერთად, შესულია ორი ქართული პიგმენტი - სამნაირი ყვითელი იასპი და ფირუზი.

01 ოქტომბერი 2022, 15:05

კულტურა

ორბელიანების სასახლეში შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.