21 სექტემბერი 2022, 11:31 / სანდო წყარო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენელთან, დანიელ მაკ სვინისთან.

დანიელ მაკ სვინიმ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ანიეს ქოთუ, რომელიც მას შეცვლის კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის სპეციალურ წარმომადგენლის პოზიციაზე.

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას, მათ შორის, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მონახულების საჭიროებას.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევას და ჩართულობის მაღალ ხარისხს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხებში არსებული ეფექტური თანამშრომლობის პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელი ანნ მონტავონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2022, 15:55

კულტურა

რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი კოვზანაძე

28 სექტემბერი 2022, 15:53

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს

ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ანკა ფელდჰუზენი

28 სექტემბერი 2022, 15:52

მსოფლიო

უკრაინაში გერმანიის ელჩი: ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში

უკრაინაში გერმანიის ელჩის, ანკა ფელდჰუზენის განცხადებით, ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

28 სექტემბერი 2022, 15:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

„ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ამერიკელების და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „დროას“ მიერ ლარსთან აქციის გამართვაზე საუბრისას.

28 სექტემბერი 2022, 15:47

სამართალი

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

28 სექტემბერი 2022, 15:39

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 15:30

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ე. წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული ყველა ყოფილი პოლიტპატიმარი გამართლდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 პირი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა.

28 სექტემბერი 2022, 15:21

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს

მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

28 სექტემბერი 2022, 15:19

მსოფლიო

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა

უკრაინაში, „ჩერნომორსკისა“ და „პივდენეს“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. ისინი სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ, - წერს უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

28 სექტემბერი 2022, 15:06

სამართალი

არასრულწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ამ ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს დაცვის მხარე. ადვოკატებს აინტერესებდათ, რატომ ვერ მოახერხა ნელი დოროყაშვილმა ფაქტობრივი გარემოებებისა და სავარაუდო ძალადობის ფაქტის ვიდეოჩანაწერში სრულად ან უწყვეტ რეჟიმში ასახვა.

28 სექტემბერი 2022, 15:02

მსოფლიო

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობებით რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობები რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

28 სექტემბერი 2022, 14:58

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია სიკოს შეხვდა

„აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას უნგრეთის ელჩმა მომავალ წელს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით თანამშრომლობასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებაზე“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

რატი იონათამიშვილი

28 სექტემბერი 2022, 14:49

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად უკვე აღიარებით ჩვენებებს იძლევიან, რომ რეალურად პოლიტიკაში შავი ფულით მოქმედებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად უკვე აღიარებით ჩვენებებს იძლევიან, რომ რეალურად პოლიტიკაში შავი ფულით მოქმედებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

28 სექტემბერი 2022, 14:48

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ არჩევანს „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ არჩევანს პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს.

28 სექტემბერი 2022, 14:46

რეგიონი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმი აილენდის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

ანა აბაშიძე

28 სექტემბერი 2022, 14:44

პოლიტიკა

ანა აბაშიძე: სახალხო დამცველობის კანდიდატად რომ დამასახელეს, ჩემთვის სიურპრიზი იყო - გასაუბრება არ გამივლია

ვისაც დასჭირდება სახალხო დამცველის მხარდაჭერა, მე ვიმუშავებ ყველასთვის, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელეს.

გიორგი ამილახვარი

28 სექტემბერი 2022, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი კეზერაშვილზე: მის წინაშე აღძრულია არა ერთი საქმე კორუფციულ ბრალდებებზე და ამ ფულს უკან უკანონოდ აბრუნებს ქართულ პოლიტიკაში და ცდილობს ოპოზიციური ველი გააკონტროლოს

დეოლიგარქიზაციის კანონში, პირდაპირ რომ ჩავწეროთ სახელი და გვარი - დავით კეზერაშვილი, ამაზე კითხვის ნიშანი არავის ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

28 სექტემბერი 2022, 14:39

საზოგადოება

PSP და რე|ბანკი პარტნიორები გახდნენ

სააფთიაქო ქსელი PSP უკვე რე|ბანკის პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოპ|ქარდის მომხმარებლებს PSP-ს ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ შეიძინონ მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა და აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები, საბავშვო ან ნებისმიერი სხვა პროდუქცია. ღირებულება კი თანაბრად 3 თვეზე გადაანაწილონ, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0 %-ად.

28 სექტემბერი 2022, 14:39

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მესამე სექტორმა ომბუდსმენობის კანდიდატები მათთან გასაუბრებისა და სამოქმედო პროგრამის მოთხოვნის გარეშე შეარჩია

უკვე მეორე დღეა, პოლიტიკურ სპექტრში აქტუალურია თემა, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მესამე სექტორმა ომბუდსმენობის სამი კანდიდატურა. პროცესის გამჭვირვალობის შესახებ კითხვები აქვთ მმართველ პარტიაშიც. როგორც ირკვევა, კანდიდატურების წარდგენამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს მათთან გასაუბრება არ გაუვლიათ.

გივი მიქანაძე

28 სექტემბერი 2022, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე კეზერაშვილზე: თავდაცვის უწყებიდან მითვისებული თანხით ის ცდილობს დააფინანსოს რადიკალური ოპოზიცია და შემოიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში

დაუნდობელი დაპირისპირება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გაჩაღდა, სწორედ ამ დაფინანსებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყნისა და ამ საზოგადოების მიმართ, არანაირი ინტერესი არა აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.