23 სექტემბერი 2022, 10:28 / სანდო წყარო

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის უფლებების კანონის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტის განხილვის, დამუშავების მიზნით, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონქვემდებარე აქტის პროექტის დახვეწის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნეს ასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.

„განხილულ იქნა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შედგენილი საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის პირველადი ვერსია, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ყველა მხარისთვის ცხადი რეგულაციების შექმნას და, მეორე მხრივ, სააგენტოს დაეხმარება მომხმარებლის უფლებები ეფექტიანად დაიცვას. შეხვედრაზე წარმოდგენილი რეკომენდაციები, შენიშვნები მხარეებმა ორმხრივ დონეზე განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და შესწავლის მიზნით, სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლონელ კოლეგებს შორის ონლაინ სამუშაო შეხვედრა შედგა. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, პოლონელი კოლეგების მხრიდან, წარმოდგენილ იქნა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ქეისები, მიდგომები, გამოწვევები, სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობის მეთოდები და ა.შ. შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქონლის დაბრუნების წესი და გამონაკლისები, ასევე, ჯარიმის გამოთვლის პროცედურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრები გაგრძელდება.

2022 წლის 1 სექტემბრიდან, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა - 2 05 4422; 598 05 4422. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. მათ შორის, რას მოიცავს: მოვაჭრის ვალდებულებები, დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები. შეძენილი საქონლის და მომსახურების დაბრუნების პროცედურები და ა.შ.

ასევე, 1 ივნისს TWINNING-ის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს. პროექტის მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერება.

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი ძალაშია 2022 წლის 1 ივნისიდან. კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების მიღებას და დარღვევებზე რეაგირებას 1 ნოემბრიდან დაიწყებს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ანა წითლიძე

28 სექტემბერი 2022, 17:37

პოლიტიკა

ანა წითლიძე: პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც იყო, როდესაც ნიკა მელია კეზერაშვილს შეხვდა და მაშინაც, როცა ისაუბრა იმაზე, რომ კეზერაშვილთან არანაირი კონტაქტი არ სურს

ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც იყო, როდესაც შეხვდა და მაშინაც, როცა ბოლოს ისაუბრა იმაზე, რომ არანაირი კონტაქტი არ სურს კეზერაშვილთან. ამაზეც და იმაზეც, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო პარტიაში, -

28 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბიჭვინთაში ლუკაშენკოს ჩასვლის გამო საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდა. ლუკაშენკო ბიჭვინთაში დეფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

28 სექტემბერი 2022, 17:29

პოლიტიკა

პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. შსს-მ აქციის გამართვის ადგილად მათ გველეთი შესთავაზა. შესაბამისად „დროას“ წარმომადგენლები და აქტივისტები გველეთში, იმ გვირაბთან განლაგდნენ, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:28

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ძალიან ძლიერია

„პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც საგარეო პოლიტიკა კარგად ესმით. რა თქმა უნდა, ამ ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურდათ საქართველოს მხრიდან უკრაინის ომზე უფრო ძლიერი პასუხი მოესმინათ, ასევე, არსებობს იმედგაცრუება დემოკრატიის ნელი ტემპის გამო, თუმცა ამ საკითხებში არაფერია ისეთი, რომლის გამოც შესაძლოა ძლიერ პარტნიორობას საფრთხე თუნდაც ოდნავ დაემუქროს“, - განაცხადა მიტჩელმა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 სექტემბერი 2022, 17:28

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ

„ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:22

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს გახლავთ ის, რასაც ჩვეულებრივ ყველა პარტია ცდილობს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:19

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველო ყველა კრიტერიუმით სწორედ იქ გახლავთ, სადაც დღეს მოლდოვა და უკრაინა არიან

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ პროტესტის გამოსახატად ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ჩასვლა აუცილებელი იყო

„საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც“.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებათა პროექტები. კანონპროექტები დეპუტატებმა ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:04

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: მესმის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია

„ამ გლობალურ სურათში საქართველოს როლზე რომ ვისაუბროთ, ომის დასაწყისში, „ქართული ოცნება“ შეეცადა რთული საკითხის გადალახვას - ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციებსა და უკრაინას დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი, არ გაატარა ისეთი ხისტი რიტორიკა, როგორც სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, მიზეზი კი რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შიში იყო. კოლუმბიის უნივერსიტეტში ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მაშინ საქართველოსთვის ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. ამიტომ, მესმის, რომ დღეს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% დღესაც ოკუპირებულია. მით უმეტეს, მარტივად შეიძლებოდა უკრაინისგან ყურადღება საქართველოსკენ გადაეტანა. ეს დღესაც რეალური შიშია, შესაძლოა ერთ დღესაც მოსკოვში თქვან, თუ უკრაინაში გამარჯვებას ვერ ვახერხებთ, სადღაც უნდა მოვიპოვოთ ის. ამიტომ საქართველოს მთავრობის ამოცანა არ უნდა იყოს რუსეთის შეჭრა ქვეყანაში“, - აცხადებს მიტჩელი.

28 სექტემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

28 სექტემბერი 2022, 16:59

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

28 სექტემბერი 2022, 16:57

საზოგადოება

გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა

კონფერენცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან - კავკასია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, მოლდოვა და ცენტრალური აზია.

28 სექტემბერი 2022, 16:46

საზოგადოება

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო. არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრიტნი სპირსი და ელტონ ჯონი

28 სექტემბერი 2022, 16:38

კულტურა

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გამოუშვეს

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა მათ ახალ დუეტზე Hold me Closer გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვეს. DW-ს ინფორმაციით, ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2016 წლის ალბომ Glory-ს შემდეგ. ვიდეო მეხიკოშია გადაღებული, მისი რეჟისორი ტამუ მუინოა, ქორეოგრაფი კი ჯეიკობ ჯონასი.

28 სექტემბერი 2022, 16:34

სამართალი

კაცი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

28 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.

28 სექტემბერი 2022, 16:31

საზოგადოება

თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2022, 16:27

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება (ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე

28 სექტემბერი 2022, 16:21

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები.