26 სექტემბერი 2022, 11:57 / სანდო წყარო

კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა

დაბა კოჯორი

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე გზის ერთი ნახევარი მთლიანად ჩამონგრეული იყო და ავტომობილებისთვის ორმხრივად გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ივლისში კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ფერდის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფერდი მთლიანად გამაგრდა. საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება ორმხრივადაა შესაძლებელი. ყველა ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სამომავლოდ ამ კონკრეტულ გზას პრობლემები არ შეექმნას და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის კედელი, გაბიონები და სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება.

მერიის ინფორმაციით, თბილისში პირველად განხორციელდა 24-მეტრიანი ჩამოშლილი მონაკვეთის აღდგენა, რომელიც კლდეში 12 ვერტიკალურ მიკროხიმინჯზე დაფუძნებული რკინაბეტონის კედლით და 30 ფოლადბაგირიანი ანკერით, ჩამოშლილი ფერდის სიმყარეს იჭერს. მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536 029 ლარით დაფინანსდა.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 10:18

საზოგადოება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

07 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.

ნედ პრაისი

07 დეკემბერი 2022, 01:04

მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

07 დეკემბერი 2022, 00:54

კულტურა

Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა. სამეულში ასევე მოხვდნენ ბიონსეს Cuff It და სტივ ლეისის Bad Habit.

07 დეკემბერი 2022, 00:38

კულტურა

ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დასახელდა 🎥

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.

07 დეკემბერი 2022, 00:26

ტაბლოიდი

20 წლის ამერიკელს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

07 დეკემბერი 2022, 00:09

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ბავშვი Lego-სგან აწყობილ ემბაზში მონათლეს

ნათლობა ოუკჰემპტონში, ყველა წმინდანის ეკლესიაში ჩატარდა, სადაც 2021 წელს მოქმედებს ინიციატივა „ლეგოს ეკლესია“. ინიციატივის მიზანია ეკლესია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს.

06 დეკემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

06 დეკემბერი 2022, 23:54

მსოფლიო

უკრაინული მედია: გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა - სისტემა პოლონეთში განთავსდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.