27 სექტემბერი 2022, 12:15 / სანდო წყარო

თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს

თამარ ჭიხორია

თამარ ჭიხორია

ჰიპერტენზია – იგივე მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების მიერ არ არის გამოწვეული. არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ნელა, ხშირად შეუმჩნევლადაც ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელი დაავადებაა, თუმცა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თანმხლები დაავადებებით როგორც მეორადი სიმპტომი თირკმელების, მათი სისხლძარღვების დაავადებით, ენდოკრინული პათოლოგით, მაღალ არტერიულ წნევას ასევე იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებები. ასეთ შემთხვევებში, როგორც პროფესიონალი კარდიოლოგები გვეუბნებიან, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რათა ექიმმა შესაბამისი დანიშნულებით სწორად მართოს პაციენტი.

ამ პათოლოგიის მკურნალობის მიმართულებით რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას და როგორ ხდება პაციენტების მართვა, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი წნევის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა და არა ხალხური მეთოდებით სარისკო თვითმკურნალობის ჩატარება, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი თამარ ჭიხორია მოგვითხრობს.

– რა დაავადებაა ჰიპერტენზია და რა იწვევს მის ასე ფართოდ გავრცელებას პოპულაციაში?

– არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის გახანგრძლივებულ და მყარ მატებას. იგი ძირითადად წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას.
ამ დაავადების ფართოდ გავრცელება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან: პაციენტის ასაკი, ოჯახური ანამნეზი - გენეტიკური ფაქტორი, სქესი, რასა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება.

– საქართველოს მოსახლეობა რამდენად მიდრეკილია ამ პათოლოგიისკენ – პირობითად თუ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ლიდერთა შორისაა, საშუალო რისკია, თუ დაბალი?

– საქართველოში ჰიპერტონიული დაავადების მქონეთა რიცხვი ბოლო წლებთან შედარებით გაორმაგდა და დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე რისკ ფაქტორებთან. ამას პოპულაციის მიდრეკილებას ვერ დავარქმევთ.

– ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ჰიპერტენზიას – მაღალ არტერიულ წნევას უჩივის, დღემდე ხალხური მეთოდებით ცდილობს მასთან გამკლავებას. რატომ არის აუცილებელი, რომ მაღალწნევიანმა ადამიანმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს?

– ხალხური მეთოდებით ვერ იქნება მიღწეული შესაბამისი ადეკვატური შედეგი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამწვავება და არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულებები, რის გამოც მნიშვნელობანია არტერიული წნევის ნაადრევი დიაგნოსტირება და პრევენცია

– რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას ამ პათოლოგიის სამკურნალოდ, ან სამართავად? რა უფრო მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის სწორად მართვისთვის – მაღალი კვალიფიკაციის ექიმი, თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები, თუ ორივე სინქრონში?

– თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო სერვისს არტერიული წნევის ამბულატორიული მართვის და მონიტორინგისთვის, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალებებით ასევე ლაბორატორიული სერვისით, მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური ექიმი ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვლევის ჩატარება

– როგორია ჰიპერტენზიის პრევენცია? რა ღონისძიებებითაა შესაძლებელი მისი განვითარების თავიდან აცილება?

– პირველ რიგში, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესი - ფიზიკური აქტივობა, სუფრის მარილის დაბალი შემცველობა, წონის კლება, კოფეინის ზომიერი მოხმარება, მინერალური სასმლის შეზღუდვა.

– როგორია ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების პროცესი? რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად?

– იმისათვის, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, ხშირად საჭიროა წნევის 24–საათიანი მონიტორინგი, ასევე რიგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაც სრულიად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში.

– ამ საშიშ დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერებას როგორ შეაფასებდით – რამდენად სერიოზულად აღიქვამს ხალხი მაღალ არტერიულ წნევას?

– არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. თუმცა ხშირად ამ დაავადების სირთულის აღქმა სათანადოდ არ ხდება, რასაც თან სდევს შემდგომში დაავადების პროგრესირება.

– ჰიპერტენზიის გავრცელების სეგმენტები რომ მიმოიხილოთ – რომელია უფრო სარისკო ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფები?

– არტერიული წნევის ნორმა 120/80 მმ ვწყ სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა - ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, ქალებისა თუ მამაკაცებისთვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია.
არტერიული წნევის მატება მამაკაცებთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ მამაკაცებთან ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

– რა სიმპტომებით გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზია?

– არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე; თავბრუსხვევა; ყურებში ხმაური;სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება , ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), კიდურების დაბუჟება და გაციება.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შესაძლებელია ვერ გრძნობდეს წნევის ციფრების მომატებას.

– ექიმთან დროული მიმართვიანობა რამდენად მნიშვნელოვანია უკეთესი შედეგის მისაღებად და არასასურველი შედეგების თავიდან ასარიდებლად?

– პაციენტმა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, შეასრულოს რეკომენდაცია და რაც მთავარია თვითნებურად არ შეწყვიტოს მკურნალობა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.

(R)

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.

ნედ პრაისი

07 დეკემბერი 2022, 01:04

მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

07 დეკემბერი 2022, 00:54

კულტურა

Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა. სამეულში ასევე მოხვდნენ ბიონსეს Cuff It და სტივ ლეისის Bad Habit.

07 დეკემბერი 2022, 00:38

კულტურა

ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დასახელდა 🎥

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.

07 დეკემბერი 2022, 00:26

ტაბლოიდი

20 წლის ამერიკელს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

07 დეკემბერი 2022, 00:09

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ბავშვი Lego-სგან აწყობილ ემბაზში მონათლეს

ნათლობა ოუკჰემპტონში, ყველა წმინდანის ეკლესიაში ჩატარდა, სადაც 2021 წელს მოქმედებს ინიციატივა „ლეგოს ეკლესია“. ინიციატივის მიზანია ეკლესია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს.

06 დეკემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

06 დეკემბერი 2022, 23:54

მსოფლიო

უკრაინული მედია: გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა - სისტემა პოლონეთში განთავსდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.

06 დეკემბერი 2022, 23:29

პოლიტიკა

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსს მიხაილ შეფერს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსებს შორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. მსჯელობის საგანი იყო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელისა და ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.

ოლექსი რეზნიკოვი

06 დეკემბერი 2022, 23:28

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს.