imedi /  27 სექტემბერი 2022, 16:21 / სანდო წყარო

მეუფე შიო: პა​​​​​​​ტრიარქს არაერთხელ უთქვამს, რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ აფხაზებმაც და ქართველებმაც დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ

მეუფე შიო

მეუფე შიო

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი ამცხოვრებისეული ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და ყოველთვის ვუმზერდეთ მაცხოვრის, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, მაგალითს. დღეს არის აგრეთვე მწუხარების დღეც - აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე, ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მისი თქმით, ჯვარი არ არის მარტო ის ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ჯვარში იგულისხმება ასევე სულიერი ჯვარიც.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჯვართამაღლების დღესასწაულს.დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ პატიოსან და ცხოველსმყოფელს ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ვიხსენებთ მის მაცხონებელ ღვაწლს, რომელიც მან აღასრულა გოლგოთაზე ჯვარცმის ჟამს; მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არ არის მარტო ის ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ჯვარში იგულისხმება ასევე სულიერი ჯვარიც; სულიერი ჯვარი, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, ოჯახური სირთულეებისგან, სნეულებებისგან, ახლობელთა დაკარგვისა და იმ მცირე ჯვრებისგან, რომლებიც ადამიანებმა უნდა ზიდონ თავიანთ ცხოვრებაში.

ხშირად წმინდა მამები ამ ჯვრებს მცირე ჯვარს უწოდებენ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველას სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე“. ეს არის ერთადერთი გზა სულის გადარჩენისა.

მაგალითად, ერთხელ წმინდა ბასილი დიდს ჰკითხეს, თუ როგორია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს შეუდგა, რა ნიშან-თვისებაა ამისი. მან უპასუხა, რომ მხოლოდ ის ადამიანი არის მიმართული ღვთის ნებისკენ და ცხოვრობს ღვთის ნებით, ვინც მიიღო ეს წინადადება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი, რომ „უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექი მე“. შემდეგ წმინდა ბასილი დიდი დასძენს: „იმიტომ, რომ ვინც არ უარყოფს თავის თავს და არ იღებს თავის ჯვარს, იგი შემდგომ საკუთარ თავშივე აწყდება ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ქრისტეს შედგომის გზაზე“.

რას ნიშნავს „უარყავ თავი შენი“? - ეს ნიშნავს, რომ უარვყოთ ჩვენში ყოველივე ღვთის საწინააღმდეგო, ყოველი მანკიერება, ყოველი ცოდვა. საკუთარი თავის უარყოფას იმიტომ ადარებს უფალი, რომ ცოდვები იმდენად გაგვითავისდა ჩვენ, იმდენად ჩვენეულად იქცა, რომ ჩვენი მეორე ბუნება გახდა. ამიტომ ცოდვის უარყოფა გაუტოლდა საკუთარი თავის უარყოფას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს საკუთარი პიროვნების უარყოფას.

რას ნიშნავს „აიღო ჯვარი“? - ეს ნიშნავს, რომ დაითმინო ის ყვედრება, შეურაცხყოფა თუ დევნა, რასაც ეს ცოდვისმოყვარე წუთისოფელი ახორციელებს მორწმუნის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დაითმინოს ის უხილავი მოწამეობა და ტანჯვა, რომელიც მოსდევს ვნებებთან ბრძოლას, ჩვენივე ცოდვებთან ბრძოლას, რაც მოსდევს ეშმაკთან ბრძოლას, ბოროტ სულებთან ბრძოლას, რომლებიც გააფთრებული გვებრძვიან ჩვენ. აი, ამათთან ჭიდილიც - ეს არის ჯვრის აღება, ეს უხილავი მოწამეობა და მოღვაწეობაა.

„აღიღო ჯვარი შენი“ ასევე ნიშნავს სიმდაბლით, მორჩილებით დაითმინო ჩვენი ცოდვების გამო ღვთისგან დაშვებული მაკურნებელი და გამოსასწორებელი განსაცდელები თუ სირთულეები ამ ცხოვრებაში.

„ჯვარი შენი“ ნიშნავს, რომ ეს ჯვრები, რომლებიც მე ახლა ჩამოვთვალე, არ უნდა იყოს მარტო ჩემი ჯვარი, არამედ უნდა გავხადო მე ქრისტეს ჯვრად. აი, მაშინ გვიმსუბუქდება ჩვენ ჯვრის ტვირთვა, მაშინ ეს ჯვარი ჩვენი მცირე ხდება მაცხონებელი და სამოთხეში მიმყვანებელი.

ამდენ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღე. ამრიგად, ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი მცირე ამცხოვრებისეული ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და ყოველთვის ვუმზერდეთ მაცხოვრის, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, მაგალითს, იმიტომ რომ ზოგჯერ გვიჭირს ამ ჯვრის ზიდვა ჩვენ.

ასეთ წუთებში უნდა მივმართოთ მაცხოვარს ცნობილი სიტყვებით, როდესაც ჩვენ გამოვისახავთ ჯვარს და ვამბობთ ხოლმე, რომ „დამიფარე მე, უფალო, ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა შენისათა“.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და უფალმა ინებოს, რომ დაიფაროს ყოველი თქვენგანი პატიოსანი ჯვრის ძალითა და მადლით, გიხსნათ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ! დღეს არის აგრეთვე მწუხარების დღეც - აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე. თქვენ იცით, არ არის შემთხვევითი, რომ ეს დღე დაემთხვა ჯვართამაღლებას და ეს ჯვრები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, შეიძლება ითქვას, რომ ჯვრად დაედო ეს მოვლენა როგორც ქართველ ერს, ასევე აფხაზებსაც. სოხუმის დაცემას თან ახლავს ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა, ასობით ათასი ადამიანის გაძევება თავისი მიწა-წყლიდან და სამშობლოდან, თავისი კუთხიდან.

მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს არაერთხელ უთქვამს, რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ ჩვენც - აფხაზებმაც და ქართველებმაც დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ. ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა, ვინაიდან უერთმანეთოდ ჩვენ ცხოვრებას ვერ შევძლებთ, არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. ჯვრის პატიოსანმა ცხოველსმყოფელმა ძალამ გაამთლიანოს, გაახაროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, ამინ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 14:54

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაირკვევა. იმისათვის, რომ კანდიდატმა ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა ხუთი წლის ვადით დაიკავოს მან პარლამენტის წევრთა არანაკლებ 90 ხმა უნდა მოიპოვოს.

ანრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:51

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ - არა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ - არა,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:41

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება - რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ ვერ სთავაზობენ?

ეს არის სამართლებრივ ჭრილში და სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2022, 14:40

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: უკრაინას რომ საავადმყოფოებისთვის და სამშობიაროებისთვის გენერატორები გავუგზავნოთ, ვფიქრობ, ამის თავისუფლება სუვერენულ ქვეყანას ნამდვილად აქვს

საქართველომ რომ უკრაინას გენერატორები გაუგზავნოს, რომელიც მას სჭირდება საავადმყოფოებისთვის და სამშობიაროებისთვის, ვფიქრობ, ამის თავისუფლება სუვერენულ ქვეყანას ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ვასილ კაკაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:38

პოლიტიკა

გამომძიებლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა

„ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა, უარი განაცხადა მან დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ ნიმუშის აღებაზე უარი არ უთქვამს, ამიტომ მომდევნო დღეებში ჩატარდება“,- აღნიშნა კაკაშვილმა.

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

გიორგი ბოტკოველი

07 დეკემბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი: ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში 9 დეკემბრისთვის ადამიანების მობილიზებით არიან დაკავებული

„ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში არიან წასულები, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ისინი იმყოფებიან იქ ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს. იქ არიან დაკავებულები ჩვენს აქტივთან შეხვედრითა და ადამიანების მობილიზებით. რა თქმა უნდა, აქცია უნდა გაიმართოს“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

ანდრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:26

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გააგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები - ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა

გაგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები - ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

07 დეკემბერი 2022, 14:25

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მიმართავს პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს:

07 დეკემბერი 2022, 14:23

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებაზე.

ნანა კაკაბაძე

07 დეკემბერი 2022, 14:23

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილს აქვს ძალაუფლების ნოსტალგია, არ მოსწონს დღევანდელი სტატუსი და ამ ნიადაგზე აქვს სტრესი და დეპრესია, მისი გარემოცვის სურვილია, ის ამ სტრესულ გარემოს განარიდონ

სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი-სააკაშვილის წნევის, ჭამის მადის თუ კუჭის მოქმედების ამსახველი „დრამატული“ ინფორმაცია, რომელიც, ბოლო ერთი წელი განაპირობებს პოლიტიკურ დღის წესრიგს. წელიწადია სამედიცინო დასკვნის გარეშე გვესმის სააკაშვილის, გაუგებარი, ხელოვნურად დამძიმებული დაავადებების (სუნი ასდის, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს და ა.შ) შესახებ - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

ალუდა ღუდუშაური

07 დეკემბერი 2022, 14:19

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კაციანი აქცია არ მგონია საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დასრულების რეჟიმში აქტიურად გადასული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კაციანი აქცია არ მგონია საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს“, - განაცხად ალუდა ღუდუშაურმა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 14:18

სამართალი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ ის გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

გია გაბრიჭიძე

07 დეკემბერი 2022, 14:12

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება

როგორც გაბრიჭიძემ აღნიშნა, მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ.

ანა წითლიძე

07 დეკემბერი 2022, 14:11

პოლიტიკა

ანა წითლიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 14:08

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ - მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ. მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ცნობილია, რომ ადვოკატები სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ.

07 დეკემბერი 2022, 13:58

მსოფლიო

გერმანიაში დააკავეს მემარჯვენე ექსტრემისტების 25-კაციანი ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა

გერმანიის პოლიციამ დააკავა მემარჯვენე ექსტრემისტების, შეთქმულების თეორიის მომხრეებისა და ყოფილი სამხედროებისგან შემდგარი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 7 დეკემბერს 3000-მდე პოლიციელმა გაჩხრიკა 130-ზე მეტი სახლი და ბინა მთელი გერმანიის მასშტაბით. 52 ეჭვმიტანილიდან 25 დაკავებულია.

07 დეკემბერი 2022, 13:54

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა დააღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კომიტეტის მე-13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა სტრასბურგში ქალთა მიმართ ძალადობის დაოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) მხარეთა კომიტეტის მე-13 შეხვედრაშიმიიღო მონაწილეობა.

ზურაბ ქადაგიძე

07 დეკემბერი 2022, 13:51

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნებისმიერი მცდელობა, ოფიციალური თბილისი დააკავშირონ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, ყველა საშუალებით საქართველო დაფიქსირდეს მხარედ

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის აბსურდული განცხადებები, ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციული ქმედებები და დასავლელი ლობისტების მხრიდან პედალირებული კამპანია, ემსახურება ერთადერთ მიზანს-მეორე ფრონტის გახსნას! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

07 დეკემბერი 2022, 13:43

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა.