27 სექტემბერი 2022, 19:17 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საუდის არაბეთის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური პროკურორი საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.

ნედ პრაისი

07 დეკემბერი 2022, 01:04

მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

07 დეკემბერი 2022, 00:54

კულტურა

Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა. სამეულში ასევე მოხვდნენ ბიონსეს Cuff It და სტივ ლეისის Bad Habit.

07 დეკემბერი 2022, 00:38

კულტურა

ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დასახელდა 🎥

ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.

07 დეკემბერი 2022, 00:26

ტაბლოიდი

20 წლის ამერიკელს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

07 დეკემბერი 2022, 00:09

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ბავშვი Lego-სგან აწყობილ ემბაზში მონათლეს

ნათლობა ოუკჰემპტონში, ყველა წმინდანის ეკლესიაში ჩატარდა, სადაც 2021 წელს მოქმედებს ინიციატივა „ლეგოს ეკლესია“. ინიციატივის მიზანია ეკლესია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს.

06 დეკემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

06 დეკემბერი 2022, 23:54

მსოფლიო

უკრაინული მედია: გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი თქვა - სისტემა პოლონეთში განთავსდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უარი თქვა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის უკრაინისათვის გადაცემაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანიის მიერ პოლონეთისთვის დაპირებულ Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემის სურვილი თავად პოლონეთმა გამოთქვა, თუმცა ამისთვის გერმანიის მხარის თანხმობა იყო საჭირო.

06 დეკემბერი 2022, 23:29

პოლიტიკა

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსს მიხაილ შეფერს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის უფროსებს შორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. მსჯელობის საგანი იყო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელისა და ბუნდესტაგის აპარატთან რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.

ოლექსი რეზნიკოვი

06 დეკემბერი 2022, 23:28

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს.

06 დეკემბერი 2022, 22:55

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

06 დეკემბერი 2022, 22:39

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე ისაუბრა.