www.imedi.ge /  06 ოქტომბერი 2022, 13:26 / სანდო წყარო

გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები იმართება.

პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის წევრმა პედაგოგებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე მომუშავე კომიტეტების: საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. გიორგი ხელაშვილმა კომიტეტების და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობასა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და დადგენილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმებზე ისაუბრა. პედაგოგებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებებს, პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების - ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.

„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე დაინტერესება გამოხატეს. შეხვედრის დროს პედაგოგებთან გამართული დისკუსია გვაძლევს იმის იმედს და განცდას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, მხოლოდ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არ არის და ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები, ჩვენი მომავალი თაობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში და მის სამომავლო პერსპექტივებში კარგად არის გარკვეული.

მოხარული ვარ, რომ ქართული ენით დაწყებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცოდნით გაგრძელებული გვაქვს წინსვლა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოდნას და გამოცდილებას, რეგიონში მცხოვრები პედაგოგები მომავალ თაობებს აცნობენ და უზიარებენ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც პედაგოგებმა მათთვის საინტერესო თემებზე გიორგი ხელაშვილისგან ინფორმაცია მოისმინეს.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2022, 15:31

ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ისრაელში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დინამიკის შესაძლებლობებსა და მგზავრთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე ისრაელელ ბიზნესსექტორს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესაუბრა. ისრაელი რიგით მეორე, ქვეყანაა, სადაც ჯამური მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში ყველაზე დიდია.

შალვა პაპუაშვილი
ბერბელ ბასი

30 ნოემბერი 2022, 15:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს შეხვდა

„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის“.

30 ნოემბერი 2022, 15:26

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინა სიუ ჩოი

30 ნოემბერი 2022, 15:24

ტაბლოიდი

მის დედამიწა-2022 სამხრეთკორეელი მინა სიუ ჩოი გახდა

გამარჯვებისთვის მსოფლიოს 86 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა. ტიტული „მის ჰაერი“ შვეიცარიელმა ჰერიდან მორტლოკმა მოიპოვა, „მის წყალი“ პალესტინელი ნადირ აიუბი გახდა, „მის ცეცხლი“ კი კოლუმბიელი ანდრეა აგილერა.

30 ნოემბერი 2022, 15:13

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ სსფ-ის რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ იმ გამოწვევებსა და ეკონომიკურ სირთულეებზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური გუნდი წარმატებით უმკლავდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაღალი დოლარიზაცია მრავალი განვითარებადი ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნების საერთო პრობლემაა და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

30 ნოემბერი 2022, 15:09

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „დირსის“ დასახლებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციას რომ ქვეყანაში მშვიდობა არ მოსწონს, ეს ახალი არ არის

„რადიკალურ ოპოზიციას რომ არ მოსწონს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ახალი არ არის. მათ რომ არ მოსწონთ ეკონომიკური ზრდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარების ის პროცესი, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენი პასუხი ამაზე არის ის, რომ განვაგრძობთ საქმის კეთებას, იმაზე მუშაობას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება და ნაკლებ დროს დავუთმობთ იმას, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს ოპოზიციას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

30 ნოემბერი 2022, 15:04

სამართალი

„ტვ პირველსა“ და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს, კახა კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრათ

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცედენტი. ჩვენ ვართ კმაყოფილი, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მეშვეობით ჟურნალისტმა, მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ, ყალბი ინფორმაცია, თქვა ტყუილი და ეს დადასტურდა სასამართლოს მეშვეობით. ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა ცნობის უარყოფა, კონკრეტულად 60 მილიონის მოპარვასთანდაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი“.

ოთარ გრიგოლია

30 ნოემბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: მშვიდობა არის მთავარი გამოწვევა და მშვიდობა არის მთავარი სურვილი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, თბილისი ყოველ წელს ახალი სლოგანით ხვდება და ამაში გასაკვირი არაფერია. ოპონენტებს კი ყოველთვის აქვთ სურვილი, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დააზიანონ.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 14:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა მიმართულებით იზრდება დაფინანსება, რადიკალური ოპოზიცია კი მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვის ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას

,,ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ვინც ამაში ოდნავ მაინც გაერკვევა. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, შარშან, შარშანწინ, რომ 25 მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვეძლო, რაღაც სოციალური პაკეტების გაზრდაზე და ასეთი თამამი გადაწყვეტილებებზე გვეზრუნა და გვეფიქრა“, - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

30 ნოემბერი 2022, 14:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი ერთადერთი გამოსავალია, თავიანთ მხარდამჭერებს დაუმტკიცონ, თუ ვინ უფრო მეტად იცავს და ვის უფრო მეტად აწუხებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით, ჯგუფებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, ამ კანდიდატებს რეალურად არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი, არ აქვთ გეგმა, თვითონაც არ არიან მომავლის ლიდერები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 14:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ. ამის საპირისპირო განცხადებაც კი არ გაკეთებულა

„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „იმედს ვიტოვებ, სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე ჰუმანურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ“.

ხატია დეკანოიძე

30 ნოემბერი 2022, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილი დავიწყებული არავის ჰყავდა

„დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში ორივე მხარიდან, ძალიან აწუხებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 14:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი

არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი. ასეთი საუბრების უკან შესაბამისი ინტერესები და სურვილები დგას - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების შესახებ კითხვის პასუხად.

30 ნოემბერი 2022, 14:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 14:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან საქართველოს, ხან ომი უნდათ, უტევენ მშვიდობას, ეკლესიას

„ჩვენ შემთხვევით არ ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. დავალება არის ერთი მიმართულებიდან, რომელიც ჩაიშლება შემდგომ აქაურ ომის პარტიაში, გარეთ მათ ლობისტებში, დავალების მიმცემები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, იქ გონჩარენკო, აქ მსგავსი ვინმე, ოღონდ ქართული სახელითა და გვარით, ომის მოსურნე და საქართველოს მტერი შესაბამისად. ესენი მოქმედებენ კომბინირებულად, უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან საქართველოს, ხან ომი უნდათ, მშვიდობას უტევენ, ეკლესიას და ა.შ. მარტივად დალაგებული, პრიმიტიული გეგმაა, რომელიც არ ჭრის საქართველოზე.

30 ნოემბერი 2022, 14:16

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის განვითარებისთვის ჩვენს მიერ შემუშავებული 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ

დავიწყეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - უკვე შენდება ახალი საჩოგბურთო კომპლექსი; მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ფეხბურთის მინი სტადიონების კეთილმოწყობა; ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია რაგბი და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალ სარაგბო ბაზას პირველ რიგში სჭირდებოდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომ მისი მშენებლობა დაიწყოს - ჩვენ პროექტის მოსამზადებლად საჭირო დაფინანსება მოვიძიეთ. ამის შემდეგ, მოვამზადებთ პროექტის ხარჯთაღრიცხვას და გვეცოდინება ვადები, რომელშიც შევძლებთ ახალი ბაზის მშენებლობის დაწყებას, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 14:12

ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა

2022 წლის 30 ნოემბერს, კორეის დედაქალაქ სეულში, შეხვედრა გაიმართა კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

30 ნოემბერი 2022, 14:09

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2022, 14:08

მსოფლიო

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.