23 ნოემბერი 2022, 13:14 / სანდო წყარო

ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

ნიკო კვარაცხელია

ნიკო კვარაცხელია

მოკლული პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მას მერე რაც უფლის არსებობა გავითავისე, მისი მხედარიც ყველაზე ახლობელი გახდა ჩემთვის, წმინდა გიორგის სასწაულებრივი ძალა, ისტორიიდან, დიდგორის ბრძოლიდან კი არა შევიმეცნე, არამედ საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ, ჩემი ოჯახისთვის წმინდა გიორგი ძალიან ძვირფასია.

შარშან 23 ნოემბერს, გიორგობას მას შევავედრე: “წმინდა მხედარო, მის ნატანჯ სხეულს მის ფაქიზ სულსაც შენ უწინამძღვრე.” - თქო. მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა და დიახ, წმინდა გიორგისთან ერთად ჩვენც ვდიდგორობთ, ამ დღეებში მორიგი უსამართლო და სამარცხვინო ბრძოლაა, დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს, რომ არა უფლის შეწევნა ადამიანურ ინსტიქტ დაცლილი, ზომბების წინააღმდეგ, რას გავხდებოდით!

დიახ, დედები, საბჭოეთის დროინდელი ობ მოდებული ხერხით და ფულით იბრძვიან, ბობოქრობს სეთურის ინსტიტუტი მსახურთურთ, არაერთ სიბინძურეს თხზავენ, მაგრამ წმინდა გიორგისთან ერთად მწამს გამარჯვების, ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო, უნდა განათდეს!

ქვეყნის მტრებს ვინც ჩვენ შვილი მოგვიკლა, ვინც ხელმოცარული ახალგაზრდები გამოიყენა, წმინდა გიორგი აუცილებლად ისტორიის სანაგვეზე მოისვრის. მანამდე? მანამდე , გიორგობას გილოცავთ! შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი და წყალობა. ვისაც გილხინთ, ლხინის დღეები გიმრავლოთ უფალმა, ჩემთვის სიმართლის მიტანა საზოგადოებისთვის და ჩემი შვილებისთვის იმის თქმა რომ მათი ძმა , მისმა თაობამ კი არა ქვეყნის მტრებმა გაიმეტეს ეს არის შვება, დიახ შვება!" - წერს იზა ომაძე.

ყველა სიახლე

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 19:56

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 19:53

მსოფლიო

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 19:49

საზოგადოება

თამარ გაბუნია შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

1-ლი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თარიღთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კონფერენცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი სი ძინპინი

01 დეკემბერი 2022, 19:40

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

01 დეკემბერი 2022, 19:25

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 19:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს“.

ოლექსი დანილოვი

01 დეკემბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 18:58

საზოგადოება

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 18:44

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 18:25

საზოგადოება

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: როდესაც დევნილთა სახლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 2023 წლისთვის არ უნდა შემოვიფარგლოთ - მალე, 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება

„მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა წელს, ჩვენ ნაწილობრივ გამოვყოფთ თანხებს, დაახლოებით 50 მილიონ ლარს იმისათვის, რომ ამ პროექტისთვის სამუშაოები დღესვე დაიწყოს და მომდევნო წელს აქტიურ ფაზაში იყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯამურად 700 მილიონ ლარს აჭარბებს.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ვითხოვთ, გვითხრან, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს, ამ დრომდე ამას ვერავინ ამბობს

დღეს გაჩნდა უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ინგრიდა შიმონიტე

01 დეკემბერი 2022, 18:17

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:16

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: რაც საბოლოო ვარიანტში გვაქვს სიახლე, ეს არის ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსების ზრდა

წელს ჩვენ უკვე ერთხელ გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როდესაც სექტემბერში ცვლილებები შევიტანეთ ბიუჯეტში - 8,5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგინა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა. წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და 3%-ს დავუახლოოთ დეფიციტის მაჩვენებელი

„ბოლო 2 წელიწადში ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა, რაც უკვე კრიტიკული ზღვრები იყო და არ შეიძლებოდა ამ მაჩვენებლების შენარჩუნება. ამიტომ ბოლო 2 წელიწადში, მათ შორის 2023 წელსაც მთავარ პრიორიტეტად ვასახელებთ ვალისა და დეფიციტის შემცირებას. ნათლად ჩანს რიცხვებში, რომ უკვე წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და წელსვე ვახერხებთ, რომ დავუახლოოთ 3%-ს დეფიციტის მაჩვენებელი. მომდევნო წელს ორივე პარამეტრი კიდევ უფრო მცირდება - 2,8%-ის ფარგლებშია დეფიციტია და ვალის მაჩვენებელი ჩამოდის 38%-ზე დაბალ ნიშნულზე, რაც შეიძლება ითქვას, ნიშნავს იმას, რომ პანდემიამდელ ზღვარზე ჩამოვედით და ის დიდი დანაკარგი, რაც პანდემიის დროს იყო, რეალურად აღმოფხვრა იმ ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ბოლო 2 წელიწადში გვაქვს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ლევან დავითაშვილი

01 დეკემბერი 2022, 18:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 15.6%-ს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლოსთან - მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:04

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების წრეს, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან გაათავისუფლებს. ღმერთმა არ ქნას ასეთი დაემართოს

სასიკვდილო სარეცელზე გადადებული ადამიანი, როდესაც ითხოვს სასჯელისგან გათავისუფლებას, შესაძლოა, ასეთი დაკმაყოფილდეს, მაგრამ იქ კონკრეტულადაა გაწერილი, რა კატეგორიის ავადმყოფობა შეიძლება იყოს ის შემთხვევა, რომელიც გათავისუფლების საფუძველს წარმოშობს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 17:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქალაქ ლოძში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მისცეს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ქეთევან კვინიკაძე
კლაუს ველე

01 დეკემბერი 2022, 17:45

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ევროპარლამენტის აპარატის უფროსს შეხვდა

„ასოცირებული ქვეყნების პარლამენტების მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია,"- განაცხადა კლაუს ველემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.