26 ნოემბერი 2022, 13:45 / სანდო წყარო

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის წიაღშიც ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა აღიზარდა, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სასიხარულოა, რომ ასწლიანი ისტორიის მქონე ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ფაკულტეტის ასი წლის იუბილე პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა.

„სწორედ თსუ-ის კურსდამთავრებულები იდგნენ ქვეყნის ეკონომიკის სათავეებთან მთელი საუკუნის განმავლობაში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და, რაც მთავარია, გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ქართული ეკონომიკური აზრის ლიდერები“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, ე.წ. მაღლივ კორპუსში, რომელშიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტია განთავსებული, მომავალ წელს 2 სართული სრულად გარემონტდება, სადაც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

„თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ქართველი ეკონომისტების სამჭედლო იყო და არის. ამ ლიდერობას მომავალშიც შევინარჩუნებთ, რადგან ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების პროცესი და კვლევა შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს“, - განაცხადა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მედლებით დააჯილდოვეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.

ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს: ფილიპე გოგიჩაიშვილის, ნიკოლოზ ქოიავას, გიორგი გეხტმანის, პაატა გუგუშვილისა და სხვათა ხელნაწერებსა და ფოტოებს, რომლებიც შეირჩა საქართველოს ეროვნული არქივისა და თსუ-ის მუზეუმის ფონდებიდან.

1921 წლის 25 ივლისს, ტფილისის უნივერსიტეტში შეიქმნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რომლის პროექტი შეიმუშავეს პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა და დოცენტმა ლევან ანდრონიკაშვილმა. 1922 წლის 30 ივლისს ეს პროექტი დამტკიცდა და შეიქმნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, პირველ დეკანად კი აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე. აღნიშნული ფაკულტეტის შექმნით დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

დღეისთვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 15 საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ერთობლივი და უცხოენოვანი პროგრამების) სამივე საფეხურზე 6 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 100-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს.

ყველა სიახლე

კარლ ნეჰამერი

30 იანვარი 2023, 10:52

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია 14:15 საათზე გაიმართება. ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:49

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:43

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33%-ს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40%, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58%“,- განაცხადა ნაყოფიამ.

30 იანვარი 2023, 10:32

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

30 იანვარი 2023, 10:26

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟიზელ ბიუნდჰენი

30 იანვარი 2023, 10:12

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი კარიერას დაუბრუნდა

მოდის ინდუსტრიის 42 წლის ვარსკვლავი, მაიამის ახლოს, ფოტო გადაღებაზე გამოჩნდა სადაც ვერსაჩეს მეტალის იასამნისფერი ზედა ეცვა.

30 იანვარი 2023, 10:05

ტაბლოიდი

ლონდონში, ლას-ვეგასის შენობის ტყუპისცალი, მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება

ქალაქ ლონდონის მცხოვრებლებს სახელმწიფო აფრთხილებს, რომ მალე ქალაქის ცენტრში სფეროს ფორმის მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ლას-ვეგასში მდებარეობს და ხშირად „მზეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ლონდონის დაგეგმარების კომიტეტმა თანხმობა გასცა, რომ ბიგ-ბენის ზომის შენობა, რომელსაც 36 მილიონი ლედ განათება ექნება, ქალაქის ცენტრში აშენდეს.

30 იანვარი 2023, 09:45

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით - წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო. ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს.

ოლაფ შოლცი

30 იანვარი 2023, 09:40

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

30 იანვარი 2023, 09:17

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 341-ე დღეს

ომის 341-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხერსონში სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. რუსული ძალების სამიზნე გახდა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური და ფოსტის შენობა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენის მილები. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. ყველაზე ცხელ წერტილად, ამ დრომდე, ბახმუტი რჩება. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილი

30 იანვარი 2023, 08:59

სამართალი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ექსპრეზიდენტი სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე შედგება. როგორც ცნობილია, პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან. მმართველი გუნდის შეფასებით საზოგადოება ნათლად ხედავს იმ სიმულაციას, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

30 იანვარი 2023, 08:39

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

30 იანვარი 2023, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 იანვარი 2023, 08:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 00:30

პოლიტიკა

ესპანური პრესა ირაკლი კობახიძის ვიზიტზე: მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებს და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.

რამაზ საყვარელიძე

30 იანვარი 2023, 00:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: პრაქტიკულად, პარტიაში ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს

„გამოავლინა მათი რეალური პოტენციალი, გაუგებრობები გააჩინა კენჭისყრის პროცესში, ინტელექტუალური შეცდომების მთელი პარადია! პარტიას, რომელთანაც შენ გინდა წარდგე, როგორც ლიდერი, იმ პარტიას ასეთ დღეში რომ აგდებ, ისეთი სიტყვაკაზმული ტექსტები ვნახეთ, რომ წესით ეს ადამიანები ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ. პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ პარტია დაიშალოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

30 იანვარი 2023, 00:03

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

29 იანვარი 2023, 23:58

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

პეტრე მამრაძე

29 იანვარი 2023, 23:50

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს: „მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩებით, ვერ გავძლებთ“

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს, თავისი ფორმით, თავს რომ ჩაღუნავდა: „მიშა, მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩბით, ვერ გავძლებთ, მიშა“. ამის შემდეგ ვანო ხშირად დადის, სულ ყალბი პასპორტებით, ერევანში, ბაქოსა და მინსკში, სადაც ხვდებოდა თავის რუს კოლეგებს - უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს ცნობილია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნებართვით“, - იხსენებს მამრაძე.

29 იანვარი 2023, 23:45

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.