30 ნოემბერი 2022, 09:31 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! თქვენ სწორედ ის თაობა ხართ, რომელსაც უკვე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

ნამდვილად სასიხარულოა, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა არის დაინტერესებული მეცნიერებით. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეები იღებენ და 2014 წლიდან დღემდე, მათი რიცხვი უკვე 2500-მდე გაიზარდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი თქვენ, ახალგაზრდებს ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ.

საქართველოს მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარება გახლავთ. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილე 12-მა გუნდმა დღეს, აქ წარმოადგინა პროექტები კოსმოსის და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და კვების თემატიკაზე.

განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს და აშშ-ის საელჩოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის.
გულითად მადლობას ვუხდი ათასწლეულის ფონდსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას; ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს მიღმა თქვენ ახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საქართველოში მომავალი თაობის – თანამედროვე ტექნოლოგების, ინჟინრებისა და გამომგონებლების მხარდაჭერას ემსახურება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა LIGGA-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა.

გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

მეორე ადგილზე გასული გუნდი - Firelink საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.

მესამე ადგილზე გასული გუნდის - Mad Scientist-ის წევრები კი „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაემგზავრებიან. Mad Scientist-ის გუნდმა შექმნა პროექტი „უნივერსალური მეგობარი სახლი“. გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით, გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართოს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა, როგორც სახლიდან, ასევე დისტანციურად.

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, EPAM-მა, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, Letterato-მ და allmarket.ge-მ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და კონკურსის მხარდამჭერი კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 66-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM დარგებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის რგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მერვე წელია ტარდება.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

08 თებერვალი 2023, 00:18

პოლიტიკა

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას, - განაცხადა მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში გააცნო

ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 23:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი არც აქამდე გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, პარლამენტი მათი აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია

მათ [რადიკალური ოპოზიცია] თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 23:34

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 23:20

საზოგადოება

თურქეთის საელჩო მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთებს აგროვებს. სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების ჩაბარება

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.

07 თებერვალი 2023, 23:18

მსოფლიო

სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ახალშობილი გადაარჩინეს

სირიაში ნანგრევებიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ახალშობილი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დარეჯან ცხვიტარია

07 თებერვალი 2023, 22:59

პოლიტიკა

დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე: სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი?!

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

07 თებერვალი 2023, 22:34

მსოფლიო

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

07 თებერვალი 2023, 21:51

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 19:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს.

07 თებერვალი 2023, 19:40

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

07 თებერვალი 2023, 19:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.