30 ნოემბერი 2022, 12:00 / სანდო წყარო

პირველი დეკემბრიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

კახა კალაძე

კახა კალაძე

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება, რის გამოც, პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. საკომუნიკაციო ჭის თავები უკვე წამოწეული და გასწორებულია. მიმდინარე კვირაში კი ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ. აღნიშნული საგზაო სამუშაოების გამო, ამაღამ, 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება. მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო - ვარაზისხევზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან წამოსული ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ. ეს იქნება დროებითი, რადგან კვირის ბოლოს საგზაო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სამუშაოების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზისა და გმირთა მოედანს შორის არსებულ მონაკვეთზე, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც, ხოლო იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან, ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კვლავ კოსტავას ქუჩაზე.

შეზღუდვა ასევე, შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანის, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ჭოველიძის ქუჩაზე, ასევე, გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან ამსვლელი პანდუსის გამოყენებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც:

ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი: N540 და ავტობუსები: N301, N345, N359, N388, N397 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N354 და მიკროავტობუსები: N466, N468 გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისას მიკროავტობუსი: N512 და ავტობუსები: N351, N387 მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მობრუნდებიან; საბურთალოს მხრიდან მოძრავი ავტობუსები: N310, N314, N326, N342, N352, N358, N391, მიკროავტობუსები: N472, N532 და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები: N306, N331, N337, N378, ასევე, მიკროავტობუსი: N541 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საბურთალოს მხრიდან მომავალ ავტობუსებს, N351 და N385, ასევე, მიკროავტობუსი: N512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები: N307, N311, N354, მიკროავტობუსები: N466, N468 ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი: N540 გმირთა მოედანზე არსებული პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე მოხვდებიან და შემდეგ უკვე არსებული სქემით გადაადგილდებიან.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 16:07

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტსა და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილება ეხება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ორ საკითხზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 თებერვალი 2023, 15:58

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არ არის პარლამენტში და ცდილობს, რომ საქართველო მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არ არის პარლამენტში და კვლავ ცდილობს, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, მათი გაგებით, მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს. სამწუხაროდ, მათ ამ ღელვას გარკვეული საერთაშორისო აქტიორებიც მხარს უმაგრებენ. ახლა უკვე დეპოლარიზაციის მთავარ მონაწილედ მიხეილ სააკაშვილი არის გამოყვანილი“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

07 თებერვალი 2023, 15:57

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილის მაშვრალი სხეული მაშინვე შეინძრევა და თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს

„კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილი თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს. ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და "ვივა-მედიდან" გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმიანება.

გურამ გურამიშვილი

07 თებერვალი 2023, 15:54

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ინტერნეტის ღიაობისა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის პარალელურად, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა

„გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია მოზარდების დიდი ტალღის ონლაინ სამყაროში პირველად ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე მშობლები გეგმავდნენ, მათი სწავლის და სოციალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რითიც პოტენციურად შესაძლოა მოექცნენ ინტერნეტის სხვადასხვა მავნე ზეგავლენის ზემოქმედების ზემოაღნიშნული რისკების ქვეშ, მათი ციფრული უნარების ნაკლებობიდან გამომდინარე. ამის დასაძლევად, მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რათა ეფექტურად უზრუნველვყოთ ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან უსაფრთხო კავშირი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ხატია დეკანოიძე

07 თებერვალი 2023, 15:42

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს და არც მანდატების დატოვებას

მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა.

07 თებერვალი 2023, 15:27

პოლიტიკა

ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო, - ამის შეასხებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

07 თებერვალი 2023, 15:24

პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: „გირჩი“ სახელმწიფოს მოუწოდებს შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ ახალწვეულთა მიმართ გაკეთებული შეფასება გააკრიტიკა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით, ქართველი ჯარისკაცის ღირსებებზე ისაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე

07 თებერვალი 2023, 15:20

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სანდრა რულოვსი იქადნებოდა იარაღს ავიღებ ხელში და ისე ვიბრძოლებო, ლიზა იასკოს საქართველოს დროშის დანახვაზე მხოლოდ სისხლი ახსენდება, მესამე ცოლი ჯერ კიდევ ფიქრობს

სააკაშვილის ერთი ცოლი სანდრა რულოვსი იქადნებოდა - იარაღს ავიღებ ხელში და ისე ვიბრძოლებო, მეორე ცოლს - ლიზა იასკოს საქართველოს დროშის დანახვაზე მხოლოდ სისხლი ახსენდება...მესამე ცოლი ჯერ კიდევ ფიქრობს,- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ნინო წილოსანი

07 თებერვალი 2023, 15:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა ევროკომისიის ანგარიშიდან გამომდინარე კომიტეტის სამოქმედო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე იმ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც კომიტეტი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული შეფასების ანგარიშიდან გამომდინარე მიმდინარე სესიის პერიოდში განახორციელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 15:14

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ევროკომისიის შეფასება საამაყოცაა და გულდასწყვეტიც - საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელის შეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ, არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მხრიდან ჩატარებული სამუშაო 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი საამაყოცაა და გულდასწყვეტიც. საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელისშეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მაია ბითაძე

07 თებერვალი 2023, 15:02

პოლიტიკა

მაია ბითაძე: პოლიტიკური ძალისხმევა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენ ევროპასთან სრული ინტეგრაცია განვახორციელოთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თავის გამოსვლაში შეეხო ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც საქართველოს, უკრაიანისა და მოლდოვასთვის მომზადდა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალისხმევა, ოპოზიციური პარტიების ჩართულობა არის ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ საქართველომ ევროპასთან სრული ინტეგრაცია განახორციელოს.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 15:00

პოლიტიკა

დავით მაღრაძე სააკაშვილზე: ვისთვისაც ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, ჩემთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, „ვივამედში“, ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის

როგორც დავით მაღრაძე აღნიშნავს, ვისთვისაც [სააკაშვილი] ექსპრეზიდენტია, დაე, დარჩეს, მისთვის კი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც სასჯელს ციხეში კი არა, "ვივამედში", ოროთახიან ლუქსში, სრულ კომფორტში იხდის.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 14:54

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ვისაც „ქართული ოცნება" ეგოიმებოდა, მინდა ბატონი ხაბეიშვილის მხარდამჭერობა და თანამებრძოლობა მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს

მისივე თქმით, იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მედიას, გუშინ, პირადადაც განვუმარტე ამ რეგულაციის და აკრედიტაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია, პირიქით, ხელს შეუწყობს, ჩვენს თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით

რაც შეეხება, მედიის აკრედიტაციის საკითხს, დიახ, ეს თავისთავად, რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. მე ერთ რამეს მოგიწოდებთ, საკითხებს რომელსაც პოლიტიზება არ სჭირდება, ნუ დაიწყებთ ამის პოლიტიზებას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია ,,ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას პარლამენტში მედია აკრედიტაციის წესის შესახებ.

დავით მაღრაძე

07 თებერვალი 2023, 14:52

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ევროპასთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის ხარჯზე სტატუსის მიღება პროგრესი კი არა, დანაშაულია, ასეთ შემთხვევაში ზეციურ ევროკავშირს თუ ვიხილავთ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საზოგადოება მეორეხარისხოვანი ქვეყნის კომპლექსიდან გამოვიდა და მთავარ ადგილას სახელმწიფოს ინტერესი დააყენა, რის საფასურსაც ვიხდით ათასგვარი ცილისწამებით - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

07 თებერვალი 2023, 14:52

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მან არაერთი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში, მონაწილეობდა ტელესერიალებში. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

დავით სონღულაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:48

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ეკონომიკის ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგია

ეკონომიკის ზრდა სახელმწიფოს აძლევს მეტი მოქნილობის საშუალებას რეფორმების განხორციელებაში. ეს კი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო პროგრამებს ქვეყანაში,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

07 თებერვალი 2023, 14:45

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნაცმოძრაობაზე: საქართველო დედაენას არ დაკარგავს, თუ ისინი არ იმოღვაწებენ პარლამენტში

ფაქტია, რომ ვერ ელევიან მათ შორის პრივილეგიებს, რომლებიც შეიძლება იგივე დეპუტატობიდან გამომდინარე ჰქონდათ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

07 თებერვალი 2023, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: თუ დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის დამსახურება

„ხელწერა აქვთ ერთი და იგივე - მერაბიშვილი რომ დგას უკან, განსხვავებული ხელწერა რა უნდა ჰქონდეს იმ „ნაციონალურ მოძრაობას““, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ალეკო ელისაშვილი

07 თებერვალი 2023, 14:40

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ეს სეზონური ბოიკოტები ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია, სწორი იქნება თუ ხელფასზეც უარს იტყვიან, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში არიან

ეს სეზონური ბოიკოტები ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია. სწორი იქნება თუ ხელფასზეც უარს იტყვიან, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში არიან, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთელი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამაო მოლოდინებს ქმნის და მერე ამ ბაქი-ბუქს ვერ ასრულებს.