www.imedi.ge /  30 ნოემბერი 2022, 14:04 / სანდო წყარო

ტყის სოციალური ჭრის გაუქმების ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ ტყის კოდექსის წარმოდგენილი ვერსია სოციალური ჭრის გაუქმების გადავადებას ითვალისწინებს. „ 2026 წლის 1 იანვრამდე კვლავ იმოქმედებს ის წესები, რაც საშეშე -მერქნული რესურსის დამზადებასთან მიმართებით დღეს არსებობს. კერძოდ, ბილეთის საფუძველზე მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეეძლებათ საშეშე მერქნის დამზადება ტყის ტერიტორიაზე, რაც ბარში 7 კუბური მეტრი, მაღალ მთაში 15 კუბური მეტრის ოდენობით არის კომლზე გამოყოფილი. ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე ტყის მართვის ორგანო - სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საშეშე მერქნის დამზადებას, საქმიან ეზოებში განთავსებას და შესაბამისად მის ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისათვის სათბობი თუ სამასალე მიზნებისათვის“, -განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადავადების მიზეზი ის არის, რომ სატყეო სააგენტოს დამატებით ესაჭიროება ვადა რათა შესაბამისად მოემზადოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოაწყოს საქმიანი ეზოები, შეიძინოს ტექნიკა - აღჭურვილობა, გაძლიერდეს ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ შეუფერხებლად განახორციელოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.

კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები აისახება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც”.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

03 თებერვალი 2023, 12:14

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც მხარეებმა ვეტერინარული დაავადებების კვლევის ახალი მეთოდების საკითხები დიაგნოსტირების ჭრილში განიხილეს.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს მეორე ფრონტი, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ უნდა დაირღვეს და ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიხელმძღვანელებთ ამ ეროვნული ინტერესით

ვინც არ უნდა მოგვიწოდოს ჩვენ, რომ უარი ვთქვათ სამართლის უზენაესობაზე, მითუმეტეს სიმლუაციის და თბითდაზიანების საფუძველზე, რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ მოწოდებებს ვერ გავყვებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 12:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „დეოლიგარქიზაციის კანონზე“: დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას

„დაველოდოთ დასვნას და სათითაოდ, ერთად განვიხილოთ თითეული მოსაზრება სად უნდა გავიზიაროთ, ან არ უნდა გავიზიაროთ ეს მოსაზრება. ერთად ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე“

03 თებერვალი 2023, 12:12

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 თებერვალი 2023, 12:11

რეგიონი

მესხეთის თეატრი ახალი სეზონის გახსნისთვის ემზადება

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2023 წლის თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება. რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი მაყურებელს აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ შესთავაზებს. სამაგიდო რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე

03 თებერვალი 2023, 12:09

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავად ევროკომისიის დოკუმენტით დადასტურდა, რომ ყველა საკვანძო და ფუნდამენტური კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. აბა, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მისცეს სხვას? ომში არ ჩავერთეთ - სხვა პასუხი არ არსებობს

„დადასტურდა, რასაც ვამბობდით - გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ეს თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასების დოკუმენტით დადასტურდა, სადაც წერია, რომ პირველ ადგილზე ვართ ყველა საკვანძო და ფუნდამენტური კრიტერიუმით.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 12:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები, არც მეტი, არც ნაკლები - აქედან გამომდინარე, მათ პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არა აქვს

ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები, არც მეტი, არც ნაკლები - აქედან გამომდინარე, მათ პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არა აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

03 თებერვალი 2023, 12:06

სამართალი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელისა და ორი მოქალაქის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი - 2003 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 12:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ რუსეთის ფედერაციის მიერ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია, ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის მისასალმებელი იქნება

თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიის მიერ ქვეყნის საერთო მდგომარეობა დადებითად შეფასდა, დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აქვს ალტერნატივა, თუ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიის მიერ საერთო მდგომარეობა ძალიან დადებითად შეფასდა, დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აქვს ალტერნატივა, თუ ისევ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, 12 პუნქტი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის კრიტერიუმი არ არის, არამედ კრიტერიუმია ქვეყნის საერთო მდგომარეობა, რაც ევროკომისიამ დადებითად შეაფასა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: Factcheck-ი, რომლის მიზანი უნდა იყოს ფაქტების გადამოწმება, ერთ-ერთი გამყალბებელი ორგანიზაციაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ Factcheck-ი, რომლის მიზანი უნდა იყოს ფაქტების გადამოწმება, ერთ-ერთი გამყალბებელი ორგანიზაციაა, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია ლობირებენ.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება წლების განმავლობაში ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ინახავს ათამდე გამოჩენილ კრიმინალს

ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები რამეზე ისაუბრებენ, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის ქვეყნის საერთო მდგომარეობა, რომელიც შეფასდა ევროკომისიის მიერ

12 პუნქტთან არ იყო კავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს 12 პუნქტი დადგენილია უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვასავით და უკრაინისთვის. ანუ 12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის საერთო მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყანას და რაც შეფასდა დღეს ევროკომისიის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრობის კითხვარის შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს

ევროკავშირში წევრობის კითხვარის შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოლდოვას ყველაფერში ვუსწრებთ და ძალიან დიდია და თვალსაჩინოა ის სხვაობა, რაც არსებობს საქართველოსა და მოლდოვას შორის

მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით. მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური საკითხები, სადაც ყველგან წინ ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას

საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:31

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის

მინდა ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ასევე არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან

რაც შეეხება ლობისტურ კონტრაქტს, რეალურად ეს არის შეფუთვა იმ კოორდინაციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამ კოორდინაციის ერთ-ერთი მთავარი მზიანი ა რის სააკაშვილის გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში აირიოს ვითარება და ქვეყანაში დაირღვეს მშვიდობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით - ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.