www.imedi.ge /  04 დეკემბერი 2022, 12:29 / სანდო წყარო

ალექსანდრე დარახველიძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა 16-დღიან კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მოწვეულ სტუმრებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში - ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილემ - თამარ საბედაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ ბოლო წლების განმავლობაში ამავე დეპარტამენტის მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კი შეხვედრის მონაწილეებთან მსგავსი კატეგორიის ფაქტებზე სამართალწარმოებისას დაიდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეებმა, ასევე ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და სხვა, თემატური სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში გაიმართა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 13:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული.

შალვა პაპუაშვილი

02 თებერვალი 2023, 13:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „2022 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსს“, რომელსაც „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.

02 თებერვალი 2023, 13:14

პოლიტიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. NDI-ს ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

02 თებერვალი 2023, 13:13

საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

კვლევის ავტორების ინფორმაციით, ანგარიში 3-დან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.

02 თებერვალი 2023, 13:12

პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 25 პროცენტი თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას კი - 6 პროცენტი

შეკითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, პასუხები ამგვარად ნაწილდება: დიახ – 31%; არა – 61%; არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 3%. მაშინ როდესაც 2022 წლის აგვისტოს კვლევაში იმავე შეკითხვაზე პასუხები ამგვარი იყო: დიახ – 39%; არა – 56%; არ ვიცი – 4%; უარი პასუხზე – 2%.

02 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 73%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, ხოლო ევროკავშირის წევრობას 81% უჭერს მხარს

NDI 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია, 14% – მიუღებელია, 11% – არ ვიცი.

საქართველოს პრკურატურის შენობა

02 თებერვალი 2023, 13:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო.

02 თებერვალი 2023, 12:58

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა

ირაკლი ხმალაძე

02 თებერვალი 2023, 12:48

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: A კატეგორიის ტაქსის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იმ პირისგან, რომელიც ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეწყდება, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებართვის მიღება ყიდვის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი. როგორც მან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნებართვის შეძენა ან იჯარით აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც ასეთ ნებართვას უკვე ფლობენ. აღნიშნული მომსახურების მიღება კი ელექტრონულ სისტემაში - www.taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.

კახა კალაძე

02 თებერვალი 2023, 12:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ცხადია, დაიკლებს წონაში, როდესაც მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით

კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია, ცხადია, დაიკლებს წონაში, როდესაც მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელდარ შენგელაია

02 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა

ეროვნული არქივის ინფორმაციით, 5 თებერვლის ჩათვლით, რეტროსპექტივის ფარგლებში, მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.), „მიქელა“ (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983 წ.), „სავარძელი“ (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977 წ.), „შერეკილები“(1973 წ.) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია)(2022 წ.).

02 თებერვალი 2023, 12:32

რეგიონი

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეშვიდე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

დავით ფაცაცია

02 თებერვალი 2023, 12:32

საზოგადოება

დავით ფაცაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 თებერვალი 2023, 12:25

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: პოლარიზაციაში გადავტეხავთო - ბრძენებმა მიშა ჩამოაქანეს რძის პროდუქტების მანქანით - ოდისევსიაო. ამ ბრძნული სვლის შედეგად, პოლარიზაციაში თვითონ გადატყდნენ - ნაცებს 6 პროცენტი აქვთ

პოლარიზაციაში გადავტეხავთო - ბრძენებმა მიშა ჩამოაქანეს რძის პროდუქტების მანქანით -ოდისევსიაო. ამ ბრძნული სვლის შედეგად, პოლარიზაციაში თვითონ გადატყდნენ - ნაცებს 6 პროცენტი აქვთ,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

02 თებერვალი 2023, 12:19

საზოგადოება

კახა კალაძე: პირველი აპრილიდან ტაქსის არსებული ნებართვა იქნება მუდმივი, თქვენი საკუთრება

ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობენ, პირველი აპრილიდან უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელს შეეძლება, აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს.

02 თებერვალი 2023, 12:18

საზოგადოება

ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში.

02 თებერვალი 2023, 12:04

საზოგადოება

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ, - ამის შესახებ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა საავტობუსო ზოლში გადასვლა და იქიდან მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეძლონ.

ჯო ბაიდენი

02 თებერვალი 2023, 12:00

მსოფლიო

FBI-მ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები ვერ აღმოაჩინა

საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

კახა კალაძე

02 თებერვალი 2023, 11:57

საზოგადოება

თბილისის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო

ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადოებას ტაქსის რეფორმის პრინციპები და ეტაპები.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 11:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ცდილობენ, გადაფარონ ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ჩვენს სასარგებლოდაა, მათ მხარეს კი მხოლოდ დეზინფორმაცია

„ცხადია, როდესაც პოზიტივი ხდება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები განსაკუთრებით შეშინებული არიან ამით და ცდილობენ, რაიმე გზებით გადაფარონ ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი არის ჩვენს სასარგებლოდ. მათ მხარეს კი მხოლოდ დეზინფორმაციაა. შესაბამისად, ცხადია, სიმართლე ყოველთვის იქნება და მხარდაჭერაც დამსახურებულად მოპოვებული“, - იონათამიშვილი.