08 დეკემბერი 2022, 21:28 / სანდო წყარო

ეთნიკური უმცირესობებისთვის ავთენტური გვარის მინიჭებისთვის ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება

ეთნიკური უმცირესობებისთვის ავთენტური გვარის მინიჭებისთვის ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება.
აღნიშნულის განხორციელების მიზნით, პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალ მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილისა და სამველ მანუკიანის ინიციატივით, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი მოსმენით განიხილა.

„საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური კომუნიკაცია იყოს. მოხარული ვარ, რომ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საშუალება მიეცა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაგვემართა და განგვეხილა ისეთი კანონპროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მიხეილ სარჯველაძემ, კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ მოსახლეობის წარმომადგენლებს, კანონპროექტის მომზადების წინაპირობა და ის მიზნები განუმარტა, რასაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს.

მისი ინფორმაციით, ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარების შეცვლის იდეა, რამდენიმე წლის წინ, იეზიდი ეთნიკური უმცირესობების წერილობითი თხოვნის საფუძველზე წარმოიშვა. მისივე თქმით, საკითხის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტერესსაც წარმოადგენდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრისთვის საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს შექმნის ვალდებულება შემოდის. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით, მეცნიერებით, ისტორიკოსებით და შესაბამისი ექსპერტებით დაკომპლექტებული საბჭო კი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლის გვარებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის პროცედურებს განსაზღვრავს და მიზნობრივი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, გვარების ავთენტურობას დაადგენს. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს კონკრეტულად განუმარტა თუ როგორ შეიძლება მოხდეს დღეს არსებული გვარების შეცვლა და თუ რა მიდგომებს და პრინციპებს დაეფუძნება აღნიშნული პროცესი.

„ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში სახელის და გვარის შეცვლის პროცედურები გართულდა, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ აღნიშნული ცვლილებების გატარების აუცილებლობა. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას აქტიური გამოყენება ექნება. ამ ცვლილებებით პარლამენტი კიდევ ერთხელ აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ეთნიკური უმცირესობის ისტორიას, კულტურას და ტრადიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით, კანონპროექტის მოქმედების ვადად ხუთი წელი განისაზღვრა, თუმცა თუ როგორ გაგრძელდება სამომავლოდ პროცესი, ეს მექანიზმები კანონპროექტის შემდგომი მოსმენების განხილვისას კიდევ უფრო დეტალურად განისაზღვრება.

კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს. საკითხის განხილვის შემდეგ, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით გატანას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სხდომის დასასრულს, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით წარდგენილი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები გააცნო, რომელთა მიმართაც რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

05 თებერვალი 2023, 15:34

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირალებმა. ქუჩაში სისხლის ღვრა მოხდებაო, დილიდან კი გიულიმ „კურთხევა“ მისცა კამპანიას

ჩალაძემ თუ თქვა, ქუჩაში სისხლის ღვრაა გამოსავალი, ე.ი. ესღაა ერთადერთი საშუალება -ბრძანა დედა დედოფალმა. ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირალებმა. იქით ნაკაცარმა გუბაზმა, „ნაიომნიკები“ ჩამოვლენ საქართველოში და ერთად ვიომებთო, აქეთ ჩალაძემ ქუჩაში სისხლის ღვრა მოხდებაო, დილიდან კი გიულიმ "კურთხევა" მისცა კამპანიას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

05 თებერვალი 2023, 15:24

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებზე პოლიტიკური კურთხევა გიული ალასანიამ უკვე გასცა

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გიული ალასანიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა მზადაა თავისი შვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ჩაერთოს.

05 თებერვალი 2023, 15:10

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მურიში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის შედეგად 130 ჰექტარი დაიწვა. ცნობები დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

05 თებერვალი 2023, 14:41

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის პირველ შეხვედრა მოგებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები ანგარიშით - დაამარცხა.

05 თებერვალი 2023, 14:26

მსოფლიო

გადატვირთული მუშაობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გადატვირთულობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცნობას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი ავრცელებს

05 თებერვალი 2023, 13:47

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 თებერვალი 2023, 13:40

საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებული მტკიცებულების საჯაროდ წარმოდგენას მოითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ დაარსების ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნისა და მოვლენების დრამატიზების მიზანმიმართული მცდელობის გამო, რითაც მედიასაშუალება გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელს, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 თებერვალი 2023, 13:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე გიული ალასანიაც „მზადაა“ ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა მისაღები ყოფილა

არ ფარავენ თავიანთ ზრახვებს - ომი და უბედურებაა მათი მიზანი. საკაშვილიც ამ მიზნით შემოვიდა ქვეყანაში და თურმე გიული ალასანიაც "მზადაა" ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა ყოფილა მისაღები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიული ალასანიას განცხადებას.

05 თებერვალი 2023, 13:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.

გია აბაშიძე

05 თებერვალი 2023, 13:11

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს - დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს

სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს. ეს არცაა გასაკვირი, ნაცრეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს, დედამისს და ჩეკისტ ბიძამისს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყანა და მისი საზოგადოება - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

05 თებერვალი 2023, 13:06

სპორტი

„ბორჯღალოსნების“ და გერმანიის მატჩი დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის პირველ შეხვედრაზე გერმანიას ხვდება.

ზაალ ანჯაფარიძე

05 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა

გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა. აბა როგორო? ყველა გზა უნდა მოვსინჯოთო.. მოსინჯონ! და ისინიც მოსინჯავენ რაღაც რაღაცებს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

05 თებერვალი 2023, 12:46

მსოფლიო

უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი სამხედროებისთვის გაუქმებული ფულადი პრემიების დაბრუნებას სთხოვენ

უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვენ, უკრაინელ სამხედროებს გაუქმებული ფულადი პრემიები დაუბრუნოს. საუბარია 30 000 გრინვაზე. შესაბამისი ელექტრონული პეტიცია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე 31 იანვარს გამოჩნდა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

05 თებერვალი 2023, 12:24

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია

ევროკომისიის ანგარიშს, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. ელჩის განმარტებით, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ელოდება.

05 თებერვალი 2023, 11:55

სამართალი

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა.

გიული ალასანია

05 თებერვალი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიული ალასანია ჩალაძის მხრიდან ომის მუქარაზე: ყველანაირი ფორმა მისაღებია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

05 თებერვალი 2023, 11:25

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 347-ე დღეს

რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედება უფრო ხისტი ხდება. ოკუპანტები დონეცკის ოლქში გააქტიურდნენ. შეტევით ოპერაციები გააქტიურდა ლიმანის მიმართულებითაც. რეგიონი ფრონტის ხაზის ეპიცენტრად რჩება. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ. ამ კვირაში ოკუპანტებმა დაახლოებით, ქალების ციხიდან 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს.

05 თებერვალი 2023, 11:14

სპორტი

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია - წლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები გერმანიასთან გამართავს

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია. საქართველოს ნაკრები 2023 წლის პირველ შეხვედრას გერმანიასთან ჩაატარებს. ლევან მაისაშვილის გუნდში წინა შეხვედრებისგან განსხვავებით 8 ცვლილებაა. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.

05 თებერვალი 2023, 10:53

ტექნოლოგიები

Samsung-მა Galaxy S23 სერიის სმარტფონები წარადგინა

Galaxy-ის ახალი მოდელების კამერა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy-ის სმარტფონებში პირველად, Galaxy S23 Ultra-ს 200MP-იანი კამერა ექნება, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს.

05 თებერვალი 2023, 09:59

მსოფლიო

უნიკალური Bugatti Chiron Profilée აუქციონზე $10.7 მილიონად გაიყიდა

ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს Bugatti-ს უნიკალური მოდელის, Chiron Profilee-ს შესაძენად უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. ჰიპერქარი საფრანგეთში, Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.