imedi /  06 იანვარი 2023, 23:26 / სანდო წყარო

პატრიარქი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

ილია მეორე

ილია მეორე

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13)

დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

„ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება ... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.

ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი.“

თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;

კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით... ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.

უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, - ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).

ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი;

ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!

და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20)

ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

„ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12)“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2023, 13:39

სამართალი

ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 იანვარი 2023, 13:34

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან „მთავარნაცობაზე“ - არ დაიზაროთ, არჩევნების გზით „გააპრავეთ“ თვითლიკვიდაცია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ დღეს სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან „მთავარნაცობაზე". მისი თქმით, წესით, „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ამ დანაშაულისთვის საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თუმცა რადგან ერთმანეთის ჩაშვების და ლანძღვის გზით შლიან პარტიას, ესეც მისაღებია.

28 იანვარი 2023, 13:27

საზოგადოება

თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე - თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან 30 იანვრამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება.

ზურაბ ქადაგიძე

28 იანვარი 2023, 12:57

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მოვლენას-"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა.

28 იანვარი 2023, 12:53

საზოგადოება

საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი

საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ არის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.

ვახტანგ ცინცაძე

28 იანვარი 2023, 12:40

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს

Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ Fitch-ის ახალ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.

ვლადიმირ პუტინი

28 იანვარი 2023, 12:18

მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

28 იანვარი 2023, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

მირზა გელაშვილი

28 იანვარი 2023, 11:51

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა განაახლა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება. რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

გიორგი ვოლსკი

28 იანვარი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის

„პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული, გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ საკუთარი ამომრჩეველსაც დაკარგავენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ქვეყანას უწევენ ძალიან ცუდ სამსახურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 იანვარი 2023, 11:25

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა: მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება.

ირაკლი ზარქუა

28 იანვარი 2023, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.

გოგა ხაინდრავა

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: როდესაც სააკაშვილი რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა

„როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა. ეს ინტერვიუ ორი მიმართულებით არის: ერთი, ის აშანტაჟებს იმ ადამიანებს, ვინც მის ზურგს უკან დგას და ამ ინტერვიუთი აგრძნობინებს, რომ შესაძლოა, პირი დააღოს და ძალიან ბევრი ადამიანი გაერევა ამ უბედურებაში, ამ სამარცხვინო ქმედებაში, რომელსაც ადგილი აქვს. ეს ხალხი არ არის მარტო უკრაინაში, ეს ხალხი არის აშშ-ში, ბრიუსელში, მოსკოვში“, - განაცხადა ხაინდრავამ.

შალვა პაპუაშვილი

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არის არა მის ხელმძღვანელში, არამედ იმ ფუნდამენტში, რომელზეც ეს პარტია დგას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის ფილოსოფიაშია.

პეტრე ცისკარიშვილი

28 იანვარი 2023, 11:10

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: დააკვირდით, რას ამბობს მიშა - საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმაო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების კონტექსტში სააკაშვილი მერაბიშვილზე არაფერს ამბობს.

28 იანვარი 2023, 10:48

საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა, სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

28 იანვარი 2023, 10:34

მსოფლიო

„ჰამასმა“ იერუსალიმში სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა

ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰაზემ ყასემმა იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ ტერაქტს ქალქ ჯენინში ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 იანვარი 2023, 10:22

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს, მათ რიგებში ვინ არის აგენტი

დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა - სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული, მათ რიგებში ვინ არის აგენტი, - ამის შესახებ ექსპეტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია ხუროშვილი

28 იანვარი 2023, 10:09

პოლიტიკა

გია ხუროშვილი სააკაშვილის ინტერვიუზე: კმარა! – სიმართლე ყველამ უნდა ვიცოდეთ! ჩვენი ბოლო შეხვედრაც მახსოვს

ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც, გამოცემის თანახმად, სააკაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა, არაა გამორიცხული, რუსეთის აგენტები იყვნენ.

ნანა კაკაბაძე

28 იანვარი 2023, 09:59

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს და მსოფლიოს გასაგონად იყვიროს - „ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი მქვია, მაგრამ მუდამ თქვენთან ვარ, მუდამ თქვენი ვარ და არ გეგონოთ მე აქ ქართველების ინტერესებს ვატარებო, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.