imedi /  10 იანვარი 2023, 09:18 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში არსებული მრავალწლიანი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შესანიშნავი პროექტი. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის კიდევ უფრო გაფართოება ახალი აკადემიური პროგრამების დამატების გზით.

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.

შეხვედრისას მინისტრმა შერაზ გასრის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და ფრანგი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.

საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Horizon Europe-ის პროგრამას. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს.

თავის მხრივ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შერაზ გასრიმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას საფრანგეთის ელჩის მრჩეველი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ესწრებოდა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

28 იანვარი 2023, 14:44

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობას“ ზნე არ შეუცვლია არც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო და არც მერე, როდესაც ოპოზიციაშია და ცხადია, ვერც ეს არჩევნები შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობას“ ზნე არ შეუცვლია არც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო და არც მერე, როდესაც ოპოზიციაშია და ცხადია, ვერც ეს არჩევნები შეცვლის. იმ ზნეს, რაც ამ პარტიას გააჩნია. ერთადერთი მხოლოდ აჩქარებს ამ პარტიის დაშლისა და გაქრობის პროცესს, რაც არის დამსახურებული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ბაჩო დოლიძე

28 იანვარი 2023, 14:30

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ წინა საარჩევნო პერიოდი პარტიის შიგნით, დაუნდობელი ბრძოლით და ბინძური კამპანიით მიმდინარეობდა. არჩევნები დღეს დაგვიანებით, ხარვეზებით დაიწყო. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ ჩაიბარებს, ჩამოშლილ პარტიას. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კლანი თუ მელია ახალაიები. ამასთან, თავმჯდომარეობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძვის.

ბექა დავითულიანი

28 იანვარი 2023, 14:18

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: სააკაშვილის ჩამოსვლაში რომ რუსეთის ხელი ერია, დედამისი ღიად ამბობს იმ ჩანაწერში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაში რომ რუსეთის ხელი ერია, დედამისი ღიად ამბობს იმ ჩანაწერში.

ირაკლი ზარქუა

28 იანვარი 2023, 14:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა. ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რომ აქ მოეხდინა ქაოსი და არეულობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისი ნებით არ ჩამოსულა და ის გარკვეულმა ჯგუფებმა რევოლუციის მოსაწყობად ჩამოიყვანეს.

გიული ალასანია

28 იანვარი 2023, 14:14

პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე: სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა საქართველოში სასწრაფოდაა აუცილებელი

„არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად, ლაპარაკია უკრაინაზე. ჩემი შვილის შემთხვევაში ასე იყო, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილში, სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე იქნებოდა თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

დიმიტრი შაშკინი

28 იანვარი 2023, 14:08

პოლიტიკა

დიმიტრი შაშკინი: ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? გენერალ ლორთქიფანიძეს - 2008 წლის ომის გმირს? უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის ყოფილ უფროსს?

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაჩალჩინოსანი, დიმიტრი შაშკინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების კონტექსტში სააკაშვილი მერაბიშვილზე არაფერს ამბობს.

28 იანვარი 2023, 13:39

სამართალი

ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 იანვარი 2023, 13:34

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან „მთავარნაცობაზე“ - არ დაიზაროთ, არჩევნების გზით „გააპრავეთ“ თვითლიკვიდაცია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ დღეს სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან „მთავარნაცობაზე". მისი თქმით, წესით, „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ამ დანაშაულისთვის საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თუმცა რადგან ერთმანეთის ჩაშვების და ლანძღვის გზით შლიან პარტიას, ესეც მისაღებია.

28 იანვარი 2023, 13:27

საზოგადოება

თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე - თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან 30 იანვრამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება.

ზურაბ ქადაგიძე

28 იანვარი 2023, 12:57

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მოვლენას-"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა.

28 იანვარი 2023, 12:53

საზოგადოება

საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი

საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ არის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.

ვახტანგ ცინცაძე

28 იანვარი 2023, 12:40

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს

Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ Fitch-ის ახალ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.

ვლადიმირ პუტინი

28 იანვარი 2023, 12:18

მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

28 იანვარი 2023, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

მირზა გელაშვილი

28 იანვარი 2023, 11:51

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა განაახლა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება. რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

გიორგი ვოლსკი

28 იანვარი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის

„პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული, გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ საკუთარი ამომრჩეველსაც დაკარგავენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ქვეყანას უწევენ ძალიან ცუდ სამსახურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 იანვარი 2023, 11:25

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა: მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება.

ირაკლი ზარქუა

28 იანვარი 2023, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.

შალვა პაპუაშვილი

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არის არა მის ხელმძღვანელში, არამედ იმ ფუნდამენტში, რომელზეც ეს პარტია დგას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის ფილოსოფიაშია.

გოგა ხაინდრავა

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: როდესაც სააკაშვილი რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა

„როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა. ეს ინტერვიუ ორი მიმართულებით არის: ერთი, ის აშანტაჟებს იმ ადამიანებს, ვინც მის ზურგს უკან დგას და ამ ინტერვიუთი აგრძნობინებს, რომ შესაძლოა, პირი დააღოს და ძალიან ბევრი ადამიანი გაერევა ამ უბედურებაში, ამ სამარცხვინო ქმედებაში, რომელსაც ადგილი აქვს. ეს ხალხი არ არის მარტო უკრაინაში, ეს ხალხი არის აშშ-ში, ბრიუსელში, მოსკოვში“, - განაცხადა ხაინდრავამ.