21 იანვარი 2023, 18:56 / სანდო წყარო

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს - ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

ამ ეტაპზე სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განსაზღვრულია ტესტირების ჩატარების თარიღიც. კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდება.

ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.
2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა.

ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

აქვე გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების გამო არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სკოლები, სადაც მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ტარდება, მოსწავლეებს სთავაზობენ სწავლებას განსხვავებული ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასშტაბურ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, მოსწავლეები გადაყვანილნი არიან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. ამასთან, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამას.

სამინისტროს თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი, უწყვეტი განათლების მიღების უზრუნველყოფას შეეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით და მოზარდებისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული.

2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უპრეცედენტო მასშტაბის, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, საჭიროების შემთხვევაში, გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეშეა. შესაბამისად, მისივე თქმით, განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება, რითაც ზიანდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2023, 19:08

მსოფლიო

Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა სულ მცირე 2-ჯერ გაზარდეს ბალტიის ქვეყნებში თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები, რომლის ნაწილის შემდეგ უკრაინამ შეიძინა. ამის შესახებ რეგიონში მოქმედ ტრეიდერებსა და ტვირთგადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯონ კირბი

27 იანვარი 2023, 18:58

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

27 იანვარი 2023, 18:55

რეგიონი

„მთის ტრასების სააგენტოს“ განცხადებით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული მასალა მიზანმიმართულად ემსახურება არამხოლოდ საქართველოს კურორტების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას

მთის ტრასების სააგენტო ეხმაურება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს კურორტების სათანადოდ მომზადება.

27 იანვარი 2023, 18:49

საზოგადოება

პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა.

27 იანვარი 2023, 18:39

საზოგადოება

19 დევნილ ოჯახს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

27 იანვარი 2023, 18:34

მსოფლიო

უკრაინული მედია: იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც წესი, ეს ადამიანები გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მიმართ სიძულვილის ენით

ტინი კოქსი სტაჟიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია ნიდერლანდებიდან და მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ეს პირველი არ არის მათი მხრიდან. თუ მათ არ აქვთ ვინმეზე კონტროლი და მათი თანამოაზრე არაა, როგორც წესი, ყველა ან რუსეთის აგენტია, ან კაცობრიობის მტერი. ეს არის მათი სიძულვილის ენა და ნარატივი, რომელიც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა

ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა, - თავმჯდომარე უფრო მეტი იქნებოდა ამ პარტიაში, ვიდრე წევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან

ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯია საქართვველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზორან მილანოვიჩი

27 იანვარი 2023, 18:06

მსოფლიო

ხორვატიის პრეზიდენტი: რაც შეეხება ტანკებს, რუსული და ამერიკული ტანკები ერთნაირად იწვის

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გააკრიტიკა დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი კინზინგერის განცხადებაზე: არ წყდება მცდელობები, რომ საქართველო როგორმე ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში

ძალიან მძიმე სანახავია ადამ კინზინგერის განცხადება, იმიტომ რომ ოდესღაც ის კონგრესმენი იყო და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 18:01

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია სამი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ადგილს იბევებენ პარლამენტთან, რომ სხვამ არ დაასწროთ

„მე რომ რაღაცის იმედი მქონდეს და ვთქვა, რომ ეს [გაერთიანება] შეიძლება პერსპექტიული იყოს, უნდა ვიცოდე, რომ ამხელა გაერთიანებაში ორი კაცი მაინც გულწრფელად მეგობრობს, ან გულწრფელი თანამოაზრეა. ამ სამეულში, ვისზეც ვსაუბრობთ, ყველამ ვიცით, რომ ორი ასეთი კაცი არ არის. იქ თუ მოძებნით ორ ადამიანს, რომელიც თანამოაზრეა, შეიძლება დავიჯერო რაიმე წარმატების, მაგრამ რადგან ვიცი, რომ იქ საერთოდ არავის ერთმანეთი არ მოსწონს, არ დგას ეს გაერთიანება არც იდეებზე, არც გულწრფელობაზე, უბრალოდ მგონია ადგილს იკავებენ, რომ 24-სთვის დაბევებული იყოს პარლამენტთან ტერიტორია და ვინმე სხვამ არ დაასწროთ დაანონსება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 იანვარი 2023, 17:58

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:51

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია 12 პუნქტზე მუშაობაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ შენიშვნები მქონდა ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მათ ფაქტობრივად ყველა პუნქტთან დაკავშირებით ქნეს

მთავარი შეშფოთებისა და შექების მიღების ობიექტიც ერთი და იგივეა - ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები ამაში ანგელოზები არიან, მაგრამ მთავარი ობიექტი შენიშვნებისა და მთავარი გამომსწორებელიც არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ კიდევ ერთი რეზოლუციას.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2023, 17:38

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა?!

ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:37

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის

„ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2012 წლის შემდეგ ვერცერთი გამოწვევის დაძლევა, ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას და ადამიანების დამშვიდებას იმ თვალსაზრისით, რომ ამას მომავალში ნამდვილად არ გაიმეორებენ, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

27 იანვარი 2023, 17:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი კინზინგერზე: როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს

მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

გიორგი ვოლსკი

27 იანვარი 2023, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ემპათიაზე“: პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე

„თუ დასკვნა [სამხარაულის ბიუროს დასკვნა], მაღალი დონის ავტორიტეტული ექსპერტიზისა, არის ის, რომ „ემპათია“ აკეთებს თავის შეფასებებს სამედიცინო დარგში, რომელიც არ ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლითაც შეიძლება ეს დასკვნები გაკეთდეს, რასაკვირველია პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი მხარე“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ვახტანგ ცინცაძე

27 იანვარი 2023, 17:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე გაეროს კვლევაზე: საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია

„ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით, რასაც საქართველოს მთავრობა იყენებს და ასევე იმ ნაბიჯებითა და იმ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

27 იანვარი 2023, 17:06

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი: ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80%-მა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს განცხადება აბსურდულია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ აქვს.