imedi /  21 იანვარი 2023, 22:32 / სანდო წყარო

ზურაბ ჩეკურაშვილი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოიცავს: სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ცხოველთა და მცენარეთა დაცვას - როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი შევავსეთ, სამივე მიმართულებით მაღალი შეფასება მივიღეთ

ზურაბ ჩეკურაშვილი

ზურაბ ჩეკურაშვილი

შარშან, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი შევავსეთ, ჩვენი ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი იყო სამივე მიმართულებით და საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოიცავს სამ ძალიან სერიოზულ სფეროს. ესენია: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და ცხოველთა და მცენარეთა დაცვა.

ჯანსაღი სურსათი, უვნებელი სურსათი მოდის ჯანსაღი ცხოველისგან და და ჯანსაღი მცენარისგან. ამ სამივე მიმართულებით არის რეგულაციების დიდი რაოდენობა, რომელიც დასაახლოებელია ევროკავშირთან“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ყველა სიახლე

 მიხეილ სააკაშვილი

06 თებერვალი 2023, 09:02

სამართალი

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზე პატიმარი ექსპრეზიდენტის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი. სასამართლო სხდომის პარალელურად ნაც. მოძრაობა და მისი მომხრეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. მმართველი გუნდის შეფასებით პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და საზოგადოებისთვის ბუნდოვანი არც ერთი დეტალი არ დარჩენილა.

06 თებერვალი 2023, 08:36

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

„უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ამ ნაწილზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

06 თებერვალი 2023, 08:08

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 08:05

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 00:52

ტაბლოიდი

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

ჰარინგტონი და ლესლი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში ერთმანეთზე შეყვარებულ ჯონ სნოუსა და იგრიტის როლებს ასრულებდნენ. მსახიობებს შორის ნამდვილი გრძნობები გაჩნდა და 2018 წელს მათ შოტლანდიაში იქორწინეს. პირველი შვილი - ბიჭი, მათ 2021 წელს შეეძინათ.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:50

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა სანქციებზე: ჩვენი პოლიტიკა უკომპრომისოა საქართველოს დამოუკიდებლობასთან, ოკუპაციასთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს

არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ, რათა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით რაიმე დავარღვიოთ - ჩვენ ერთგული ვართ მისი დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ინდივიდუალური სანქციების დაწესება და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ვხედავთ, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის ეს სასიკეთოდ დასრულდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:26

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: შეუძლებელია საქართველომ ისეთი ეკონომიკური სანქცია დააწესოს, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე

„ახლა წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც საქართველოს შეეძლო დაეწესებინა სანქციები. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ შეუძლებელია საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს ისეთი ეკონომიკური სანქცია, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე. რამდენჯერმე უფრო ძნელია საქართველოსთვის ამ პროცესში შესვლა დღეის მდგომარეობით, ვიდრე რუსეთისთვის“, - განაცხადა დუნდუამ.

ნინო ნადირაძე

06 თებერვალი 2023, 00:09

საზოგადოება

ნინო ნადირაძე: ყველამ თავისი სამედიცინო ლიცენზიის ფარგლებში უნდა ისაუბროს და ის კითხვები, რაც სააკაშვილის ადვოკატებს ჰქონდათ, მართლაც თუ აინტერესებდათ, ყველაზე პირველ მოწმედ მათ მისი მკურნალი ექიმისთვის უნდა დაეძახათ

მათი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თავიანთ კომპეტენციებს, სალიცენზიო უფლებებს გასცდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე: ფსიქიატრს აქვს ისაუბროს გასტროენტეროლოგიაზე და ასე შემდეგ, მოკლედ, ასეთი გამოთქმა არსებობს, „ყველაფერჩიკები“ არიან, მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ნადირაძე

05 თებერვალი 2023, 23:45

საზოგადოება

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო

„გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია“, - აღნიშნა ნადირაძემ.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:35

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია

მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:31

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ამ 30 წლის განმავლობაში დაანახა მსოფლიოს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უნარი შევქმნათ არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ სუვერენული ქვეყანა. ვერცერთი ხელისუფლება, თუ არ აქვს ძლიერი მხარდაჭერა, ვერასოდეს განახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც მას სურს. ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ამას მოჰყვა საშინელი შტურმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ - განაცხადა ხაინდრავამ.

ნინო ბერძული

05 თებერვალი 2023, 22:30

საზოგადოება

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

2015 წლიდან, 2021 წლის მონაცემებს რომ შევადაროთ, C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით არის შემცირებული. 20/30-ის სამიზნე არის 90%. ეს არის გლობალური სამიზნე. ესაა ასევე ევროპის რეგიონის სამიზნე მაჩვენებელი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას დოქტორმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამის განყოფილების დირექტორმა, ნინო ბერძულმა.

05 თებერვალი 2023, 22:05

მსოფლიო

ავსტრიასა და შვეიცარიაში ალპებში ჩამოწოლილ ზვავებს მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან. ავსტრიის მთავრობის მიერ ზვავსაშიშროების საფრთხის გამოცხადების მიუხედავად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.

არჩილ თალაკვაძე

05 თებერვალი 2023, 21:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას

„ისინი ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და გადააყენეს თავისი თავმჯდომარე. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში ჩაატარეს. გვადანაშაულებდნენ არაფორმალურ მმართველობაში და რეალურად დღეს არაფორმალური მმართველობა მათ აქვთ. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ პარტიამ როგორღაც ლევან ხაბეიშვილი აირჩია. დღეს ის ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ათონელი ბერი ნეოფიტე

05 თებერვალი 2023, 21:30

საზოგადოება

ათონელი ბერი ლევან ბერძენიშვილზე: ადამიანი თქვენს შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას

ვიდეო მიმართვაში ათონელი ბერი ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, მომავალ თაობას და მას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში.

გია ცაგარეიშვილი

05 თებერვალი 2023, 21:14

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი გიგაურს: ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში?

„ეტყობა ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო ამ ორგანიზაციისთვის. მომენტალურად დაიწყეს ამის გადაფუთვა და შემდეგ თავიანთი ვარიანტი შეასახეს საზოგადოებას, რომ თურმე კლეპტოკრატიული მმართველობაა ქვეყანაში. ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში? და კეზერაშვილი 1 დღეში რომ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა და მილიონერი გახდა ესეც კლეპტოკრატია არ იყო? რა იყო და რა არის კლეპტოკრატია?“ - ამბობს ცაგარეიშვილი.

შალვა პაპუაშვილი

05 თებერვალი 2023, 21:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია გარკვეული ტრენდი, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდა იყო აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილი და ნებისმიერ პოზიტიურ შეფასებაში ეძებო რაიმე, რომელიც კრიტიკულად შეიძლება წარმოსახო

სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია გარკვეული ტრენდი, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდა იყო აბსოლუტურად ნეგატიურად განწყობილი და ნებისმიერ პოზიტიურ შეფასებაში ეძებო რაიმე, რომელიც კრიტიკულად შეიძლება წარმოსახო, - ამის შესახებ პარლამენტს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ტატო გრიგალაშვილი

05 თებერვალი 2023, 20:55

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მაკა ბოჭორიშვილი

05 თებერვალი 2023, 20:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: რასაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ტირაჟირებენ, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს, საქართველოს აქვს ნაკლები პროგრესი ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას

რასაც ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ტირაჟირებენ, არის ის, რომ საქართველო არ იმსახურებს, საქართველოს არაფერი გაუკეთებია, საქართველოს აქვს ნაკლები პროგრესი ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან მახაშვილი

05 თებერვალი 2023, 20:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ომის გამო ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი გარკვეული წახალისება, კეთილგანწყობა არსებობს

„ვიცით, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ნამდვილად ასეა - ომის გამო გარკვეული უპირატესობა, გარკვეული წახალისება, კეთილგანწყობა ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი არსებობს“, - განმარტავს მახაშვილი.