imedi /  24 იანვარი 2023, 17:46 / სანდო წყარო

საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი - ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

ყველა სიახლე

31 იანვარი 2023, 14:56

მსოფლიო

საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი გაფიცვა დაიწყო. მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ შორის სატრანსპორტო და განათლების სისტემის თანამშრომლები.

31 იანვარი 2023, 14:52

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს.

31 იანვარი 2023, 14:48

რეგიონი

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

ლევან დავითაშვილი

31 იანვარი 2023, 14:48

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის ყველა მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ გასული წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს

2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბრის თვეშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 % შეადგინა და საბოლოო წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10.1 %. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაცემები ზრდისკენ დაზუსტდება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების კომენტირებისას.

თამარ ჩერგოლეიშვილი
შოთა უტიაშვილი

31 იანვარი 2023, 14:45

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი შოთა უტიაშვილს: „იდინა*უი მონავ“

„იდინა*უი მონავ, როდის უნდა მიხვდე რომ არარაობად მიგიჩნევ?“ - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში. „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს შოთა უტიაშვილს.

31 იანვარი 2023, 14:40

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

31 იანვარი 2023, 14:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილისგან გვესმის რადიკალიზმი იმის თაობაზე, რომ თურმე არ შეიძლება ხელისუფლებასთან საუბარი, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს

„ეს არის ის რადიკალურ პოზიცია, რასაც სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვხედავთ, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 14:37

პოლიტიკა

კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ. დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას

ჩვენ გვახსოვს მათი [„ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას

დავით კირკიტაძე

31 იანვარი 2023, 14:25

პოლიტიკა

დავით კირკიტაძე: ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ხმოვანი მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩეთში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს

„ლოგიკას და ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ხმოვანი მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩათში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებითა და ეპიტეთებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს“, - განაცხადა კირკიტაძემ.

31 იანვარი 2023, 14:25

საზოგადოება

შს სამინისტროს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადები და შინაარსობრივი ფორმა იცვლება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

გურამ მაჭარაშვილი

31 იანვარი 2023, 14:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩერგოლეიშვილის პოსტები ხშირ შემთხვევაში გამოდგება იმის დასანახად, თუ როგორ მოქმედებდა და მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“

„,ის, რაც დღეს ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ ეს ჩანაწერი იყო 2016 წელს არსებულ ჩეთში და ავთენტურობა პრაქტიკულად დაადგინა და ის, რომ კეზერაშვილი იბრძვის არასწორი წესებით, საინტერესოა როდის აქეთ გაიგო ჩერგოლეიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რომ კეზერაშვილი არასწორი წესებით თამაშობდა და თავის დროზე რატომ არ ამბობდა ამას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ხუცურაული

31 იანვარი 2023, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ხუცურაული: შვედეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტი მზად არის კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ საქართველო ახორციელებს იმ რეფორმებს, რაც 12 რეკომენდაციის სახით ვიკისრეთ

„საგარეო კომიტეტმა დაგვიდასტურა, რომ მზად არიან კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ საქართველო ახორციელებს იმ რეფორმებს, რაც 12 რეკომენდაციის სახით ვიკისრეთ. კიდევ ერთხელ მოიწონეს ამ გზაზე მიმდინარე პროცესი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ჩვენი შეხვედრები გრძელდება“, - აღნიშნა ხუცურაულმა.

ალექსანდრე დარახველიძე

31 იანვარი 2023, 14:14

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია - 62%-ს აღემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის 62%-ს აღემატება.

31 იანვარი 2023, 14:10

საზოგადოება

ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები.

მიხეილ დუნდუა

31 იანვარი 2023, 14:03

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის“ შეფასებისას განაცხადა.

გივი ჩხარტიშვილი

31 იანვარი 2023, 14:02

პოლიტიკა

გივი ჩხარტიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზადაა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები

მინდა გამოვეხმაურო თავმჯდომარის სკამისთვის დაუნდობელ ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა მსჯავრდადებული სააკაშვილის პარტიის რეალური სახე. კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედი ეს ძალა, მზად არის, ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და კომპრომატებით ებრძოლოს ერთმანეთსაც კი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 13:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის დროს არსებული რეჟიმი დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ისმის, ცილისმწამებლური და სასაცილოა.

 მაიკლ ჟდანოვსკი

31 იანვარი 2023, 13:59

ეკონომიკა

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი: საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

რომეო მიქაუტაძე

31 იანვარი 2023, 13:48

ეკონომიკა

რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის გზით“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

31 იანვარი 2023, 13:41

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოქვეყნდა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში გაიზარდა 11%-ით ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.